x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
კომპიუტერის თაგვი უხელებო ადამიანებისთვის-ურალელი მოსწავლის გასაოცარი გამოგონება

ფეხის მანიპულატორი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კომპიუტერზე მუშაობა, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ კუვშას მეთერთმეტეკლასელმა მოსწავლემ სულ რამოდენიმე თვის წინ გამოიგონა.


image


იდეა, შეექმნა მაუსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს მისცემდათ საშუალებას კომპიუტერით ესარგებლათ, მეთერთმეტეკლასელ სერგეი ხალიავინს თავში მაშინ მოუვიდა, როცა ნახა, თუ რა პრობლემებს აწყდებოდა მისი თანაკლასელი, რომელსაც ხელები დაბადებიდან არ ჰქონდა.

პროტოტიპი, რომელიც ყმაწვილმა შრომის მაწავლებელთან ერთად შრომის გაკვეთილზე შექმნა, საკმაოდ ელეგენტურად გამოიყურება და მუშაობისათვის საოცრად მოხერხებულია.


image


თაგვს აქვს სანდლის ფორმა, რომელშიც ჩამონტაჟებულია სამართავი დაფა, გარშემო შემოხვეული აქვს შუქდიოდური ლენტა, რათა სიბნელეში მისი პოვნა იოლი იყოს. კონსტრუქციით სარგებლობა მეტად მარტივია. სერგეი ამბობს, რომ მან თავად აითვისა ის ერთ კვირაში და ახლა იოლად შეუძლია ითამაშოს ფეხის საშუალებით სხვადასხვა კომპიუტერული თამაშები.


image


"მოდელირება არც ისე იოლი იყო. თაგვისათვის საჭირო იყო სპეციალური მასალის შერჩევა. სანდლის ძირი კორპისაგან გავაკეთეთ. შემდეგ მასზე დავამაგრეთ შუქდიოდური ლენტა, რადგან ადამიანს, ვისთვისაც თაგვი შევქმენით, სუსტი მხედველობა აქვს. აუცილებელი იყო ბნელ ოთახში ის ადვილად ეპოვნა პატრონს; ასე რომ, თაგვის გარდა ჩვენს მიერ შექმნილი საგანი ღამის სანათის ფუნქციასაც ასრულებს", - ამბობს სერგეი.


image
სერგეი ხალიავინმა და მისმა მასწავლებელმა ოქსანა ფირსოვამ თავიანთი გამოგონებით მონაწილეობა მიიღეს გამოგონებების და ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე " არქიმედე-2016" და ვერცხლის მედალი დაიმსახურეს. ამჟამად მოსწავლე მუშაობს უსადენო თაგვის შექმნაზე. სერგეი სინანულით ამბობს, რომ ჯერჯერობით მისთვის კომერციული წინადადებით არავის მიუმართავს.

0
31
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0