x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ შევარჩიოთ NIKON-ის ციფრული ფოტოაპარატი და ობიექტივი მისთვის
image
როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ციფრული სარკული ფოტოაპარატის შეძენის შესახებ მაშინვე საგონებელში ვარდება: რომელი ფირმის ფოტოაპარატი შეიძინოს, შემდეგ უკვე ჯერი მოდელზე მიდგება და აქ იწყება ნამდვილი წვალება. თითოეულ ფირმას მრავალი მოდელი აქვს გამოშვებული, სხვადასხვა მახასიათებლებითა და ფასების კატეგორიებით. ფოტოაპარატის არჩევისას ბევრი რამ დამწყები ფოტოგრაფისათვის შეიძლება ცალსახად ნათელი არ იყოს. აღნიშნულ სტატიაში ყველაფერი მაქსიმალურად გააზრებული და დალაგებულია იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნიკონის ფოტოაპარატი. უპირველეს ყოვლისა გირჩევთ გაარკვიოთ რისთვის გჭირდებათ ფოტოაპარატი, რის შემდეგ შეძლებთ განსაზღვროთ ფოტოაპარატების მაქსიმალურად შესაფერისიკლასი.

NIKON-ის ყველა ციფრულ-სარკული ფოტოაპარატი ძალიან მარტიად იყოფა ოთხ კლასად:
1)სამოყვარულო ფოტოაპარატები (დამწყებთათვის): ეს ფოტოაპარატები
გათვლილია ადამიანებზე, რომლებსაც სურს უბრალოდ მიიღონ ხარისხიანი ფოტოები, ფოტოაპარატის პარამეტრებში ჩაღრმავების გარეშე. ეს ე.წ. „დაუმიზნე და გადაიღე“ ტიპის ფოტოაპარატებია. ასეთი ფოტოაპარატები უპირველეს ყოვლისა დააკმაყოფილებს ადამიანებს, რომლებიც ფოტოგრაფიით სერიოზულად არ არიან გატაცებულები და ესაჭიროებათ
ხარისხიანი ფოტოაპარატი ოჯახისათვის, მოგზაუობისათვის და ა.შ. ამ ტიპის ფოტოაპარატებისათვის მთავარი მოთხოვნებია: მსუბუქი წონა, მართვის სიმარტივე და ხელმისაწვდომი ფასი.
2)მოწინავე სამოყვარულო ფოტოაპარატები: ამ კამერებს აქვს გაფართოებული ფუნქციები და მრავალი სპეციფიური პარამეტრი, რომელთა შესწავლასაც საკმაო დრო სჭირდება. ეს ფოტოაპარატები განკუთვნილია მოყვარულთათვის, რომლებიც ფლობენ საბაზო ცოდნას ფოტოაპარატის პარამეტრების შესახებ, ან სურთ დახვეწონ თავისი ფოტოგრაფიის
უნარი. ეს ფოტოაპარატები საგრძნობლად ძვირი ღირს, წონაც გაცილებით მეტი აქვს მაგრამ
ამავე დროს მართვის ისეთივე გასაგები მენიუთი ხასიათდებიან.
3)პროფესიონალური ფოტოაპარატები (მაღალი საფასო დიაპაზონი): ეს ფოტოაპარატები განკუთვნილია ადამიანებისათვის რომლებიც ფოტოგრაფიით პროფესიონალურად
არიან დაკავებულები და არ ეშინიათ ხელით მართვის ფუქნციების. როგორც წესი ასეთ კამერებს უკეთესი კორპუსი და ფუნქციონალი აქვთ, ასევე აქვთ მართვის დამატებითი საშუალებები. ეს ფოტოაპარატები არ გამოადგება მოყვარულებს, რადგან არ აქვთ ავტომატურად გადაღების რეჟიმები და აქვთ სპეციფიური პროფესიონალური მართვის სისტემა.
4)ფლაგმანური პროფესიონალური ფოტოაპარატები: ეს არის ზე-ხარისხიანი დამზადებისა და ფუნქციონალის მქონე ფოტოაპარატები. გამოიყენება მხოლოდ პრფესიონალური მიზნებისათვის.


თვითონ კომპანია ნიკონი ფოტოაპარატებს ყოფს მხოლოდ ორ
ნაწილად, სამოყვარულო და პროფესიონალურ ფოტოაპარატებად.


დამწყებებისთვის და მოყვარულთათვის რეკომენდაციას გავუწევ სწორედ სამოყვარულო ფოტოაპარატებს დამწყებთათვის, რომლებიც 2016 წლისათვის 13 მოდელით
არიან წარმოდგენილები.
ფოტოაპარატი ეს არის რთული ტექნიკური მოწყობილობა, ტექნიკა კი ადგილზე არ დგას. შესაბამისად რაც უფრო ახალია ფოტოაპარატი მით უფრო უკეთესია ის (ქვემოთ იხილეთ ჩემი რეიტინგი). სტატიის დაწერის მომენტში ვფიქრობ, რომ საუკეთესო სამოყვარულო
ფოტოაპარატი არის Nikon D5500. image
ფოტოაპარატის არჩევისას ჩემი რეკომენდაცია იქნება: ნუ მიაქცევთ ყურადღებას
მეგაპიქსელების რაოდენობას (მეგაპიქსელების დიდი რაოდენობა უმრავლეს შემთხვევაში საჭირო საერთოდ არაა). კიდევ ერთხელ - დაფიქრდით იმაზე, რომ მეგაპიქსელების რაოდენობა სამოყვარულო ფოტოაპარატებში საერთოდ არაფერს არ წყვეტს.

ფოტოაპარატის შერჩევის საკითხი საკმაოდ არის ლიმიტირებული თქვენი ბიუჯეტის
მიერ. რეკომენდაციას გიწევთ, რომ ქვემოთ მოყვანილი რეიტინგის მიხედვით შეარჩიოთ ფოტოაპარატი, რომელსაც თქვენი ბიუჯეტი გაწვდება.image
ყველა სამოყვარულო კამერა NIKON DX ტიპისაა (კამერა კროპ სენსორით APS-C).
ერცერთ კამერას არ აქვს ჩაშენებული ფოკუსირების მოტორი, ამიტომ ავტომატური ფოკუსირების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ Nikon AF-S, AF-I, AF-P, ტიპის ობიეტივებზე (ან სხვა მწარმოებლების), რომელთაც აქვთ ჩაშენებული ფოკუსირების მოტორი.
მოწინავე სამოყვარულოფოტოაპარატებსმიეკუთვნება NikonD70, D70s, D80, D90, D7000, D7100, D7200 (DX კამერები) და Nikon D600, D610, D750 (FX კამერები). ყველა ამ კამერას აქვს ცაშენებული ფოკუსირების მოტორი, შესაბამისად ავტომატური ფოკუსირება გაცილებით მეტ ობიექტივზე იქნება შესაძლებელი.
ყურადღება! ყველა DX კამერის მატრიცის ფიზიკური ზომა ერთნაირია, ყველა FX კამერის მატრიცის ფიზიკური ზომა ერთნაირია. FX კამერის მატრიცის ზომა 2.25-ჯერ დიდია ვიდრე DX კამერის მატრიცის.
როგორც წესი ფოტოაპარატები იყიდება ობიექტივების გარეშე ე.წ. BODY, ან ფოტოაპარატი იყიდება რომელიმე ობიექტივთან ერთად, ამას ეწოდება kit. ყურადღება მხოლოდ BODY-თ ფოტოების გადაღება შეუძლებელია. საჭიროა ობიექტივი.
მნიშვნელოვანია: როგორც წესი kit კომპლექტის ყიდვა უფრო იაფია ვიდრე ცალკე ობიექტივის და ცალკე Body-ს.

ობიექტივების მრავალი სახეობა არსებობს სხვადასხვა მიზნებისათვის. როგორც წესი kit კომპლექტში შედის ერთი უნივერსალური საშტატო ზუმ ობიექტივი. საშტატო ობიექტივით შესაძლებელია პეიზაჟების, პორტპეტების, საგნების გადაღება ახლო ხედით და სხვა. ის შეიძლება გამოიყენოთ თითქმის ყველა ფოტოამოცანისათვის.
ქვევით წარმოგიდგენთ უნივერსალური სომოყვარულო ობიექტივების ჩამონათვალს DX კამერებისათვის:
1) Nikon AF-S DX Nikkor 18–300 мм f/3.5–5.6G ED VR - საუკეთესო უნივერსალური ობიექტივი.ნაკლოვანებებიდან აღსანიშნავია მაღალი ფასი და სიმძიმე.image

2) Nikon AF-S DX Nikkor 18–300 мм f/3.5–6.3G ED VR - კარგი უნივერსალი.
3) Nikon 18-200mm 1:3.5-5.6GII VR - ძალიან კარგი უნივერსალი კროპ კამერებისათვის.
4) Nikon18-200mm 1:3.5-5.6G VR - ძალიან კარგი უნივერსალი კროპ კამერებისათვის. თითქმის არ განსხვავდება GII ვერსიისგან.
5) Nikon16-85mm 1:3.5-5.6G ED IF AF-S VR DX Nikkor - ძალიან კარგი უნივერსალი, შიდა ფოკუსირებით. ხედვის ყველაზე ფართე კუთხეს იძლევა.
6) Nikon 18-140mm 1:3.5-5.6G ED VR AF-S DX Nikkor - კარგი უნივერსალი 8X ზუმით.
7) Nikon 18-105mm1:3.5-5.6G ED VR AF-S DX Nikkor - კარგი ობიექტივია სტაბილიზატორით. უკეთესია ვიდრე 18-55 VR. აქვს გარკვეული ნაკლოვანებები.
8) Nikon 18-55mm 1:3.5-5.6GII VRII AF-S DX Nikkor - ობიექტივი სტაბილიზატორითა და 3X ზუმით.image

9) Nikon 18-70mm 1:3.5-4.5G ED-IF AF-S DX Nikkor - ძალიან ბიუჯეტური
ვარიანტი არც თუ ისე ცუდი ობიექტივისათვის სტაბილიზატორის გარეშე.


10) Nikon 18-55mm 1:3.5-5.6G VR AF-S DX Nikkor - ობიექტივი
სტაბილიზატორითა და 3X ზუმით. ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული ობიექტივია.
11) Nikon 18-135mm 1:3.5-5.6G IF-ED AF-S DX Zoom-Nikkor - კარგი ობიექტივი სტაბილიზატორის გარეშე.
თუ ბიუჯეტში შეზღუდული არ ხართ, მაშინ საუკეთესო უნივერსალური „ნათელი“ პროფესიონალური ობიექტივია Nikon 17-55mm f/2.8G ED IF AF-S DX Nikkor.image

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ჩემი სუბიექტურირეკომენდაციების და კონკრეტულ ცალკე აღებულ შემთხვევებში რეკომენდაციები შეიძლება სხვა იყოს.
სხვა არაუნივერსალური ობიექტივების შერჩევას დამატებით დიდი სტატია ესაჭიროება. თუმცა ჩემი რეკომენდცია იქნება შეიძინოთ დამატებით ფიქს ობიექტივი (მაგალითად 50მმ). მათ ზუმირება არ შეუძლიათ თუმცა აქვთ ძალიან დიდი სინათლის აღქმადობა, რაც დაგეხმარებათ ნაკლები განათების პირობებში უკეთესი ხარისხის ფოტოები მიიღოთ.
პროგრესი ადგილზე არ დგას. როგორც წესი, რაც უფრო ახალია ფოტოაპარატი მით უფრო უკეთესია ის. თუმცა ძველი ფოტოაპარატითაც შეიძლება მიიღოთ შესანიშნავი ფოტოები, რადგან ფოტოს ხარისხზე არა მარტო ფოტოაპარატი
ზემოქმედებს.

0
563
1-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0