x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
... და მაინც... პირველ სიყვარულს დავიწყება არ უწერია.
image



თებერვალი იდგა. არ ციოდა, სუსხიც კი არ იგრძნობოდა. თითქოს გაზაფხული იყო, სადღაც ახლოს... ხელებთან ერთად გულსაც რომ ათბობს, ისეთი გაზაფხული.

პატარა ბიჭი და პატარა გოგო გაზაფხულის მზესავით ანათებდნენ. ბიჭი მაღალი იყო ტანადი, ლამაზი ცხვირი და ხორბლისფერი სახე ჰქონდა. გოგო პატარა იყო, დიდი თაფლისფერი თვალებით მხოლოდ მას ხედავდა, მხოლოდ მას... სხვას არავის...არაფერს.

ერთად იყვნენ სულ ერთად... და როცა ერთმანეთს ვერ ხედავდნენ მაინც გრძნობდნენ ერთმანეთის სიახლოვეს.


ბიჭს უყვარდა ბავშურად, გულწრფელად, ისე როგორც პირველად უყვართ. ძლიერად და სამარადისოდ (??).გოგოსაც ის უყვარდა. ყველას და ყველაფერს ის ერჩივნა.

ეს ის დღე იყო, როცა უკვე იცოდნენ ერთმანეთი უყვარდათ და ბიჭმა დუმილი დაარღვია. ბევრი ფიქრის შემდეგ თქმა გაბედა. ეს ის დღე იყო...ყველაფრისთვის სახელის დარქმევა რომ გადაწყვიტეს, ვითომ დიდები იყვნენ.


მიდიოდნენ, ხელჩაკიდებულები მიადგავდნენ ნაბიჯებს...

გოგო ცოტა ხნით ბიჭის წინ გაჩერდა:

- წავალ, უკვე გვიანია...

- ცოტა ხანიც და წადი.

გოგონას თვალები, რომლებითაც მხოლოდ ბიჭს ხედავდა გაბრწყინებული იყო.

- არა წავალ, სახლში ალბათ უკვე მელოდებიან.

- კარგი, წადი....მაგრამ იცოდე ძალიან მიყვარხარ.


თვალი ვერ გაუსწორა, სადღაც სივრცეში იყურებოდა. გოგონა კი დუმდა. სახე მკრთალად შეეწითლა და თავი დახარა.არ იცოდა რა ეთქვა, თუმცა იგივეს გრძნობდა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა.

- ჩვენ პირველ რიგში მეგობრები ვართ და ესეც უნდა ვიყოთ, ალბათ ისედაც ხვდები...მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ.

- ხო, პირველ რიგში მეგობრები...

- კარგი, დროებით.

- მოგწერ.


ბიჭი გამობრუნდა, ამაყი და ბედნიერი იყო გამბედაობის გამო...გამობრუნდა და იგივე გზა გაიარა სადაც ბევრჯერ უვლია მასთან ერთად...

გოგონაც გამობრუნდა, სახლისკენ წავიდა... თან ბედნიერი და კიდევ სხვა ბევრი უცნაური შეგრძნებით სავსე. თვალებიდან სიხარულის, კიდევ უცნაური გაურკვევლობის, შიშის, სიახლის შიშის, ცრემლები მოსდიოდა.

ალბათ სიყვარული ატირებდა..ეს გრძნობა ჩანასახიდანვე ხომ უცნაური რამაა...

................. ................... .......................


................ .............. ...............................


................ ........... .... ............... ..........................

........................ .......................


...............აქ გაგრძელებაა............................


ლამაზი დღეებიც........................................


......................................ფერადი დღეებიც.

.........კვირები......მერე თვეები..................


წლები........................................



დღეს მარტია...უსიტყვო მარტი. კიდევ ერთი მარტი. გოგო აქაა, სადღაც აქ... მაგრამ ისეთი აღარ, გაბრწყინებული თვალებით მხოლოდ მას, მხოლოდ იმ ერთს რომ ხედავდა.

ბიჭიც სადღაც ახლოსაა, მაგრამ აქ არა... იმ გზებზე აღარ დამინახავს ადრე " მასთან" ერთად რომ დადიოდა.

ალბათ ახლა სხვა უყვარს... სხვა გზები იპოვა... ალბათ ბედნიერიცაა ან ვინ იცის იქნებ არცაა...


მე კი თითქოს მტკივა... თითქოს შიგნიდან მტკივა. სულ მტკივა. რატომ მტკივაა? ნუთუ მეჩვენება..ესე მეჩვენება თითქოს ქვეყანაზე სიყვარული კლებულობს...სიყვარული კლებულობს და გზებიც იკარგება.


0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0