x
მეტი
  • 28.05.2020
  • სტატია:100917
  • ვიდეო:346106
  • სურათი:464393
უნიკალური სახლის მცენარე, რომელიც მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს ებრძვის და ჰაერს ასუფთავებს

image

imageგერანი, ალბათ, ერთ-ერთი პირველი მცენარეა, რომელიც სახლის მცენარე გახდა. ის ორანჟერიებიდან და სათბურებიდან, სადაც ადრე ზრდიდნენ, ბინებში “გადაბარგდა". და რატომღაც მიიჩნევენ, რომ ეს მცენარე ძველმოდურია, რომ ის ბებიების სახლის ფანჯრის რაფებთან ასოცირდება და თანამედროვე ბინებში, მისი ადგილი არ არის. მაგრამ, მოიცილეთ თავიდან ეს აზრები, რადგან ამ მცენარის საოცარი თვისება, მას უბრალოდ უნიკალურს ხდის.

გერანი ეთერზეთებით არის გაჯერებული და მძაფრ სურნელს გამოსცემს, რომელიც ძალიან არ უყვართ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს და თვალით უხილავ პარაზიტებს, რომლებიც ადამიანთან ცხოვრობენ. გარდა ამისა, ოთახში სადაც გერანი არის, არასოდეს გაჩნდება ჩრჩილი.

გერანი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დაძინება უჭირს, ვინც ნერვული სისტემის გამოფიტვას უჩივის ან არასტაბილური წნევა აწუხებს – ყველა ეს დაავადება გაქრება, თუ ოთახში პელარგონია (ლათ. Pelargōnium – გერანის სამეცნიერო საცელი) გამოჩნდება.

მაგრამ, გერანის უკუჩვენებაც აქვს. იმის გამო, რომ ის ჰაერში ეთერზეთებს აფრქვევს, არ შეიძლება მისი გაჩერება იმ ოთახში, რომელშიც ალერგიული ადამიანი დიდი ხნის მანძილზე იმყოფება. გარდა ამისა, ის მავნებელია კატებისთვისაც. ცხოველის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში – ის ფაღარათს იწვევს.

image

image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულში მცენარეს ძალიან უყვარს სუფთა ჰაერზე ყოფნა (თან ამ დროს, ვირუსების სეზონიც დამთავრებულია). ამიტომ, ის აივანზე უნდა გაიტანოთ ან თუ საშუალება გაქვთ, ბაღში, ღია გრუნტში გადარგეთ. პირველ ხანში, ახალი გარემოთი გამოწვეული სტრესის გამი, გერანს ფოთლები გაუყვითლდება და ჩამოსცვივდება. მაგრამ შემდეგ, უხვი ყვავილობით გაგახარებთ. გარეთ მცენარე, მზის გულზე, უფრო ღია ფერის არის, ვიდრე სახლში – ეს მისთვის ნორმალური მოვლენაა და ავადმყოფობაში არ ითვლება.

გერანის გარეთ გაჩერება მანამდე შეიძლება, ვიდრე ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე არ დაეცემა. ამის შემდეგ, ის ქოთანში უნდა გადაიტანოთ და სახლში შეიტანოთ. დადგით გრილ ადგილზე (ტემპერატურა, დაახლოებით, 10-12 გრადუსი რომ იყოს) და სითბოს ნელ-ნელა შეაჩვიეთ. მხოლოდ ამის შემდეგ, შეიტანეთ ოთახში, სადაც ცივ სეზონს გაატარებს და ჰაერს მავნე ბაქტერიებისგან გაასუფთავებს.


image


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

თუ გინდათ, რომ სიყვარული გეწვიოთ და სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს
ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის

სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის

როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს

აქვს თუ არა მცენარეს ინტელექტი?

0
4201
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0