x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყვარელში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

image


3–4 დეკემბერს ყვარლის სასპორტო სკოლაში ევროპის ჩემპიონის – როინ მაღალთაძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება სპორტული კლუბის – „ბლექ თაიგერის“ (Black Tiger) ორგანიზებითა და „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


წლევანდელი შეჯიბრი 2000–2002 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გაიმართა. ორდღიან ჩემპიონატში მონაწილეობა 262–მა ძიუდოისტმა მიიღო. გამარჯვებულები რვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებსა და მათ მწვრთნელებს ორგანიზატორისგან ფულადი პრიზები გადაეცათ.


როინ მაღალთაძის სახელობის ტურნირი ყვარელში 2011 წლიდან, „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ფონდის“ მხარდაჭერით, რეგულარულად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენები.

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:GEO NEWS
GEO NEWS
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0