x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
საინტერესო ფაქტები შესქელებულ რძეზე
image●ზოგიერთი წყაროს თანახმად შედედებული რძის წარმოება პირველად ფრანგმა ნიკოლა აპერტმა დაიწყო. ამ პარიზელმა კონდიტერმა აღმოაჩინა, რომ თუ რძეს ავადუღებთ და მას შევინახავთ ქილაში დიდი ხნის განმავლობაში, ის არ გაფუჭდება და არ დაკარგავს თავის თვისებებს. ხოლო მას შემდეგ, რაც მან მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა, აღმოაჩინა, რომ რძე ყველაზე კარგად ინახება დახურულ სივრცეში, მაშინაც კი, თუ იგი ადუღებული არ არის. ფრანგმა შექმნა "ხორცის ორცხობილა" და 1851 წელს იგი მიიწვიეს ლონდონში სავაჭრო გამოფენაზე. ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ბავშვი მოწამლა რძემ, რომელიც ავადმყოფი პირუტყვისგან იყო გავრცელებული. მაგრამ კონდიტერისთვის, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია და მან გააგრძელა შედედებული რძის წარმოება.


●1858 წელს ამერიკაში გაიხსნა პირევლი ქარხანა სადაც შედედებულ რძეს აწარმოებდნენ, სამოქალაქო ომის დასაწყისში მისმა წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია, იგი მოთხოვნადი იყო ჯარისკაცებში და არამარტო. ომის შემდგომ წარმოებამ ოფიციალური სახე მიიღო.


●პირველი ქარხანა რუსეთში გაჩნდა ორენბურგის ტერიტორიაზე.


●შედედებული რძე, საბჭოთა კავშირში იწარმოებოდა, თუნუქის ქილებში, მას ქონდა ლურჯი ქაღალდის ეტიკეტები. ეს გამოსახულება იმდენად პოპულარულია, რომ დღესაც არ შეცვლილა მისი დიზაინი, კვალვ გამოიყენება, როგორც ერთგვარი "ბრენდი". ამავე დროს, არსებობს სხვადასხვა ვარიაციები შედედებულ რძეზე.



●საბჭოთა პერიოდში, შედედებულ რძეს აწარმოებდნენ სახლის პირობების მსგავსად და არა რაიმე ქიმიური დანამატებით, მათი თქმით ეს მეთოდი უფრო ბუნებრივი იყო და მდუღარე ქილების, აფეთქების შანსიც დაბალი იყო.


●შედედებული რძის მთავარი ხარისხის მაჩვენებელი არ უნდა იყოს 8.5%-ზე ნაკლები და 26.5%-ზე მეტი. შედედებული რძის წარმოება დაშვებულია მხოლოდ ბუნებრივი რძის ცხიმით, მცენარეული ცხიმების გამოყენება აკრძალულია.


აგრეთვე დაგაინტერესებთ სტატიები:


1 - 6 პროდუქტი, რომლებიც ეფექტურად გაწმენდენ თქვენს ღვიძლს ტოქსინებისგან

2 - ხახვის სასარგებლო თვისებები

3 - მანდარინის კანის უნიკალური სამკურნალო თვისებები

4 - წაბლის 10 სასარგებლო თვისება

5 - 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ლუდი


4
1416
9-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1416
  
2016, 7 დეკემბერი, 12:55
ჩავასწორებ )
2016, 7 დეკემბერი, 12:53
ჩაასწორეთ)
2016, 7 დეკემბერი, 12:51
ჩავასწორო? )
2016, 6 დეკემბერი, 23:26
"შედედებული რძე"-არასწორი ინტერპრეტაციაა. სხვათა შორის, ძალიან ბევრს ეშლება: შედედებული რძე მაწონია, ხოლო ეგრეთ წოდებული '''სგუშონკა''- შესქელებული რძეა. როგორც კონდიტერს, დამეჯერება :)
0 1 4