x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
10 მოდური სამოსი, რომელმაც შეიძლება დაგამახინჯოთ - როგორ ავირჩიოთ სწორად ან რით შევცვალოთ ისინი
image
ყველა მოდური სამოსი ყველა ქალბატონს როდი უხდება. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება გარეგნობა დაგიმახინჯოთ კიდეც. თუ რომელიმე ტანსაცმელში შესანიშნავად გამოიყურება თქვენი მეგობარი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც აუცილებლად მოგიხდებათ და პირიქით.

ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ტიპის სამოსს, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალური იქნება 2017 წელს, მაგრამ მათი არჩევისას ასევე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რადგან საკმაოდ სარისკო მოდელებია.


1. ფართე კიდეებიანი ქუდი (შლიაპა)


image

მოდაში შემოვიდა 70-იანი წლები და ბევრმა ქალბატონმა გადაწყვიტა ფართე კიდეებიანი შლიაპის ტარება. გასათვალისწინებელია, რომ დაბალი ან საშუალო სიმაღლის გოგონებზე ამგვარი ქუდი, ცოტა არ იყოს, კომიკურად გამოიყურება და ჩვეულებრივ სილუეტს სოკოს მოყვანილობად აქცევს.

გამოსავალი: თუ არ გამორჩევით მაღალი აღნაგობით, აირჩიეთ შლიაპები შედარებით ვიწრო კიდეებით.


2. მაქსი ქვედაბოლო


image

კოჭებამდე ქვედაბოლოები ისევ მოდაშია. მაგრამ გოგონებმა, რომლებიც არ არიან მაღლები და თან ქალური ფორმებიც აქვთ, უმჯობესია მათზე უარი თქვან. ამგვარი ქვედაბოლოები ვიზუალურად ამსხვილებს და მოცულობას მატებს.

გამოსავალი: კოჭებამდე ქვედაბოლო უმჯობესია მიდი სიგრძით შეცვალოთ.

3. მიდი სიგრძე და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი


image

დაბალ გოგონებს ამგვარი შეხამება ვიზუალურად უფრო აპატარავებს.

გამოსავალი: თუ ძალიან მოგწონთ მიდი, ნუ იტყვით მასზე უარს. უბრალოდ აირჩიეთ ოდნავ მაღალი, დაახლოებით 4-5 სმ-ის ქუსლის მქონე ფეხსაცმელი. განსხვავება თვალშისაცემია: სილუეტი გამოიკვეთება და არც ძალიან დაბალი გამოჩნდებით.


4. ბარხატი და სხვა "მძიმე" ქსოვილები



image

"მძიმე" ქსოვილები დღეს ძალიან აქტუალურია, მაგრამ უმჯობესია თუ ძალიან არ გაგიტაცებთ: ისინი ხომ საკმაოდ ამძიმებს ფიგურას.

გამოსავალი: აუცილებელი არ არის მთლიანად უარი თქვათ მათზე. უბრალოდ შეუხამეთ ისინი უფრო ჰაეროვან ქსოვილებს. მაგალითად, ბარხატის პიჯაკი შიფონის კაბაზე.

5. ყვავილების პრინტებიანი კაბა


image

თუ თქვენ ქალური ფორმები გაქვთ, უმჯობესია უარი თქვათ წვრილი ყვავილების პრონტებზე. ისინი უფრო "გაგასუქებთ". გასაღები ყვავილების სწორი ზომის შერჩევაშია.


6. ბოტფორტები


image

თუ თქვენ მინიატურული გოგონა ხართ, ბოტფორტებისგან უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ, რადგან შეიძლება ჩექმებიან კატად წარმოჩნდეთ. დაბალძირიანი ბოტფორტები კი, საერთოდ, ერთეულებს უხდებათ - ლამაზმანებს მოდელის ფიგურითა და სიმაღლით.

გამოსავალი: მუხლამდე ჩექმები. თუ მაინცდამაინც ვერ ძლებთ ბოტფორტების გარეშე, ჩაიცვით ისინი ისეთი კაბისა თუ ქვედაბოლოს ქვეშ, რომლებიც ჩექმის ზედა ნაწილს ფარავს - ასეთი შეხამება უკვე რამდენიმე სეზონია აქტუალურია.

7. ოვერსაიზი


image

ოვერსაიზი პრაქტიკულად უკვე კლასიკად იქცა. მაგრამ მსუყე ფორმის მქონე გოგონებმა და ქალბატონებმა უმჯობესია მათზე უარი თქვან. ასე შეიძლება ვიზუალურად უფრო მოიმატოთ მოცულობა.

გამოსავალი: ყურადღება მიაქციეთ კლასიკურ სილუეტებს, მაგალითად new look-ს.


8. ბოტილიონები შუა წვივზე


image

ამგვარი ბოტილიონებით ფეხსაცმლის მაღაზიები სავსეა. მაგრამ უხდებათ ისინი ერთეულებს - მხოლოდ მათ, ვისაც გრძელი და იდეალური ფორმის ფეხები აქვთ. თუ თქვენ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ასეთი ფეხსაცმელი ვიზუალურად დაგიმოკლებთ ფეხს.

გამოსავალი: აირჩიეთ ჩექმები ან კოჭებამდე ბოტილიონები.

9. კაბა-შარვალი


image

კაბა-შარვალი უკუნაჩვენებია დაბალი და ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონებისთვის.

გამოსავალი: აირჩიეთ კოჭებამდე შარვალი ან შარვალი-სიგარეტი. ეს უანასკნელი თითქმის ყველას უხდება.

10. მოტკევილი "როლიგნი"


image

მოტკეცილი როლინგი იდეალურად გამოიყურება მაღალი კისრის მქონე ქალბატონებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კისერი საერთოდ დაგეკარგოთ.

გამოსავალი: აირჩიეთ მაღალყელიანი, მამაკაცური ჭრილის სვიტერი.

იხილეთ ასევე:


1. 10 ტიპის სამოსი, რომელიც ასაკს გმატებთ - გაითვალისწინეთ!

2. 5 ტიპის სამოსი, რომელსზეც 40-ს გადაცილებულმა ქალბატონებმა უარი უნდა თქვან

3. 6 მარტივი ხერხი იმისათვის, რომ უფრო მაღალი და გამხდარი გამოჩნდეთ

4. 6 შეცდომა, რომელიც პირველმა ლედებმა სამოსის შერჩევისას დაუშვეს - ეს ისტორიას დარჩება!

5. 10 რამ, რაც ბევრმა არ იცის, რომ მოდიდან გადავიდა


0
1856
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1856
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0