x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
გერმანიაში ავღანელმა მიგრანტმა ევროკომისიის ჩინოვნიკის 19 წლის ქალიშვილი გააუპატიურა და მოკლა
image19 წლის მარია ლადენბურგერი მუშაობდა ლტოლვილთა ბანაკში ვოლონტიორად.


გერმანიის პოლიციამ დააკავა ავღანელი ლტოლვილი, რომელიც გერმანიაში თავშესაფრის მიღების პრეტენდენტი იყო, მას ბრალად ედება 19 წლის გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა.


მარია ლადენბურგერი ევროკომისის მაღალჩინოსანის ქალიშვილი იყო.


როგორც გერმანული პრესა იუწყება, მარია სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო და თავისუფალ დროს მუშაობდა ვოლონტიორად ლტოლვილთა ბანაკში.


image

მისი გვამი პოლიციამ 16 ოქტომბერს აღმოაჩინა ფრაიბურგში, შვეიცარიის საზღვრის სიახლოვეს, ცნობილი გახდა, რომ გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მდინარეში ჩაახრჩვეს.


დანაშაულის ადგილზე პოლიციამ აღმოაჩინა კომბინირებული მუქი ფერის თმა, რომელიც ნაწილობრივ შეღებილი იყო ქერად.


დნმ-ის ბაზაში ძებნამ შედეგი არ მოიტანა, თუმცა სათვალთვალო კამერების ხანგრძლივი დათვალიერების შემდეგ პოლიციამ იპოვა ფირი, სადაც მკვლელობის დღეს ტრამვაით მგზავრობდა ახალგაზრდა, რომელსაც თმები ნაწილობრივ ქერად ჰქონდა შეღებილი.


ავღანელი ლტოლვილი 2 დეკემბერს დააკავეს, მას შემდეგ, როდესაც მისი დნმ ანალიზის თანხვედრა მოხდა.ავღანელი ლტოლვილის სასამართლო 2017 წელს გაიმართება.



როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, საბედისწერო ღამეს მარია საღამოს სახლში მიემართებოდა, როდესაც გზაზე მის მიმართ თავდასხმა განხორციელდა.


პოლიცია ამჟამად არკვევს კიდევ ერთ მკვლელობის საქმეს, რომელშიც შესაძლოა ისევ ეს დამნაშავე ფიგურირებდეს, ზუსტად ამ რაიონში, ფრაიბურგის გარეუბანში ნოემბრის დასაწყისში გააუპატიურეს და მოკლეს 27 წლის კაროლინა გ.


იხილეთ ასევე:


კალეში ავღანელმა მიგრანტებმა ჟურნალისტის თვალწინ თარჯიმანი გააუპატიურეს


ისლამისტების გაუპატიურებული ევროპა


ვიდეომ, სადაც მიგრანტი ახლო აღმოსავლეთიდან მანეკენს აუპატიურებს ევროპა შოკში ჩააგდო


კელნში ახალ წელს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ალჟირელი სასამართლომ გაამართლა


საშინელი სიზმარი ვნახე-დამესიზმრა გერმანია 2016 წელს

8
726
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
726
  
2016, 9 დეკემბერი, 13:08
ვინც ვერ მიხვდა სიტყვა ვოლონტიორის მნიშვნელობას :1. ანაზღაურების გარეშე, საკუთარი სურვილით მომუშავე;
2. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედ არმიაში მოხალისედ წასული. 3. პირი, რომელიც საქველმოქმედო ან სხვაგვარ საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას ეწევა თავისი ფიზიკური ან გონებრივი რესურსის უსასყიდლოდ გამოყენების თანხმობით. ასევე იგულისხმება ომში წასული მოხალისეები, აგრეთვე სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებში ნებაყოფლობით მონაწილე პირები.

ხოდა ამხელა განმარტების დაწერას ან არასწორ ფორმულირებას უბრალოდ "მოხალისეს" დაწერას არ ჯობდა ერთი სიტყვა დაეწერა?
მე მაგალითად რო დამაინტერესა ზემო აღნიშნული სიტყვის ზუსტმა განმარტებამ დავგუგლე და შედეგი ზემოთ დავწერე :-))
იმედია "დავგუგლე" რო დავწერე სვეცკობაში ან ქართულის არ ცოდნაში არ ჩამეთვლება
2016, 7 დეკემბერი, 17:37
/ნეტ შენ რა მართლა ნეტა შენ რა საქმე არა გაქვს? გაიარე რა...
2016, 7 დეკემბერი, 17:13
ქართული არ არის და რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია სვეწკურად ჟღერს
2016, 6 დეკემბერი, 14:14
ჰოო კიდევ ვოლონტიორი ლათინური სიტყვაა და არა ინგლისური
2016, 6 დეკემბერი, 14:08
არ შემჭამეთ ამ ერთი სიტყვის გამო? პირიქით ვცდილობ თქვე დალოცვილებო,რომ მინიმალურა უცხო სიტყვები ვიმხარო...ასე რომ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა ჩემს მიმართ და სხვების მიმართაც... ვითმინე და იძულებული ვარ მეპასუხა......მოხალისე და ვოლონტიორი მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან..მაშ ასე მოხალისე:-პირები, რომლებიც საზოგადოებრივ სამუშაოებს ასრულებენ უსასყიდლოდ,(ნებაყოფლობით).ხოლო ვოლონტიორი- არის ფართო სპექტრის საქმიანობა, მათ შორის ტრადიციული ფორმები ურთიერთდახმარებისა და თვითდახმარების, ფორმალური მომსახურების , მონაწილეობს სხვადასხვა სამოქალაქო ფორმების აქციებში, რომელიც ხორციელდება თავისუფალი ნებით, ზოგადად საზოგადოებრივი სარგებელის გარეშე რომელიც არ ითვალისწინებს ფულად კონპესაციას..მადლობთ..თუ რას ნიშნავს ეს განსხვავება უფრო კონკრეტულადაც შემიძლია ეგეც განგიმართოთ
2016, 6 დეკემბერი, 13:31
ქართულად წერა ხომ გოიმობაა? რისთვის არსებობს უცხოური სიტყვები? უფრო სვეწკურად არ გამოიყურება?
2016, 6 დეკემბერი, 11:28
ინტერმედიელებო ძალიან მიყვარს თქვენი საიტი ყოველთვის როცა თავისუფალი დრო მაქვს სულ აქ შემოვდივარ და სიახლეებს ვეცნობი, ძალიან მიყვარს თქვენი სტატიების კითხვა ამას აბსოლიტურად გულახდილად ვამბობ, მაგრამ ერთი საშინელი ჩვევა აქვთ ინტერმედიელ ჟურნალისტებს: ქართული თუარ იცით თქვე კაი ხალხო მთლიანად ინგლისურად დაწერეთ, შთაბეჭდილება იქმნება რომ მარიაჟობთ ამ ინგლისურით რომლის ცოდნითაც დღეს ვერავის გააკვირვებ. არაჩანდა წარმატებებს გისურვებს კარგი ჟურნალისტი ჩანხართ შენიშვნა ცუდად არ მიიღოთ
2016, 5 დეკემბერი, 13:52
ვოლონტიორი იქნებ ქართულად გეთარგმნათ? თუ შესაბამისი სიტყვა- მოხალისე არ გაგახსენდათ? რა ხალხი თარგმნის ამ სტატიებს ვგიჟდები რა
0 1 8