x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირანელ მილიარდელს სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილი მიუსაჯეს
imageირანელი ნავთობის მაგნატის ბაბაკ ზანჯანის მიმართ გამოტანილი განაჩენი-სიკვდლით დასჯა ირანის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.


20 ნოემბერს ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA -იუწყებოდა, რომ ზანჯანის განაჩენი-სიკვდილით დასჯა თითქოს და გაუქმდა, თუმცა მოსამართლის წარმომადგენელმა გოლიამ-როზა ანსანიმ ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ განაჩენი კვლავ ძალაში რჩება.


ანსარიმ ისიც დასძინა, რომ საქმის ორ სხვა ფიგურანტს, სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა, -სიკვდილით დასჯა არ მიუსაჯა და საქმე განმეორებით განსახილველად სასამართლოს დაუბრუნდა.


ბაბალ ზანჯანი 2013 წლის 30 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალად ედებოდა სანავთობო მაქინაციები და 2, 7 მილიარდი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ქონების მითვისება .ამა წლის მარტის თვეში სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა- ჩამოხრჩობა მიუსაჯა.



42 წლის ბაბაკ ზაჯანი გაერთიანებულ საემიროებში ფლობდა კომპანია Sorinet Group-ს, რომელიც აერთიანებდა კოსმეტიკის, საბანკო საქმეების, სასტუმროების, სამშენებლო მასალების, უძრავი ქონების და საინფორმაციო ტექნოლოგიის ბიზნესს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.საგრეთვე ავიაკომპანია Qeshm Airline-ს და საფეხბურთო კლუბ "რაჰ აჰანს".


ზაჯანის მთლიანი ქონება 13, 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.


image





0
322
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0