x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ამერიკელმა ფერმერმა ახალი სახელმწიფო დააარსა, რომ საკუთარი შვილი პრინცესად ექცია!

image


შვილისთვის ასეთი საჩუქრის გასაკეთებლად, ვირჯინიელმა ფერმერმა ჯერემაია ჰიტომნა მოძებნა ერთადერთი ადგილი პლანეტაზე, რომელიც მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა. და საერთოდ არავის ადარდებს, რომ მიწის ეს პატარა ნაკვეთი – უდაბნოს ნაწილია. ის ეგვიპტეს და სუდანს შორის მდებარეობს და მას «ჩრდ. სუდანი» დაარქვეს.
ჯერემაია ერთხელ თავის შვილს დაჰპირდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ის ნამდვილი პრინცესა გახდებოდა. და აი, 7 წლის ასაკში, ემილი ჰიტონმა მართლაც მიიღო ეს ტიტული.


image


ემილი არ მალავს სიხარულს, იმასთან დაკავშირებით, რომ სამეფო ოჯახის წევრი გახდა და ამაყობს თავისი მამით, რომელმაც პირობა შეასრულა – ის დაუკავშირდა მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე სახელმწიფოებს, და რადგან წინააღმდეგი არც ერთი არ იყო, საკუთარი სამეფო დაარსა, რომლის ფართობი 2 000 კვ. კილომეტრია. სახელმწიფომ უკვე შეიტანა განაცხადი გაეროში, მისი ცნობის თხოვნით და საელჩო გახსნა დანიაში.


image


ჯერემაიამ ჰკითხა შვილებს, თუ რისი გაკეთება სურდათ ახალ «სამფლობელოში», და მათ უპასუხეს, რომ შუაგულ უდაბნოში, ბაღის გაშენება უნდოდათ. ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, ფერმერმა ისეთი მცენარეების შერჩევა და მოშენება დაიწყო, რომლის გახარებასაც მცირეწყლიან რეგიონში შეძლებენ. ხოლო ემილის, მომავალში კიდევ ერთი საჩუქარი ელოდება. Disney-ს კომპანიას იმდენად მოეწონა პატარა პრინცესას ისტორია, რომ ჩრდილოეთ სუდანის სამეფო ოჯახის შესახებ, ფილმის გადაღების უფლება მოიპოვა, რომელშიც ემილი მთავარ როლს შეასრულებს – ის პირველი ნამდვილი დიდნეის პრინცესა გახდება.

1
81
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
81
  
2017, 8 აპრილი, 12:09
აი წარმატება
0 1 1