x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
როგორ გავატაროთ ახალ წლამდე დარჩენილი დრო და როგორ შევხვდეთ ახალ 2017 წელს
დეკემბერი უკვე დადგა და მეც, ისევე როგორც ბევრი სხვა წინასაახალწლო განწყობის

შესაქმნელად იდეებს ვეძებთ, თუმცა ამის მიღწევა არც თუ ისე იოლია, მითუმეტეს

დღევანდელი ცხოვრების პირობებში.

ახალწლამდე დარჩენილი დღეების საინტერესოდ და სახალისოდ გატარება ყველას უნდა,


მაგრამ რამდენად შევძლებთ საკითხავია, თუმცა მაინც ვცადოთ.

ვინაიდან, დეკემბრის ორი დღე უკვე გავიდა, განრიგის ჩამოთვლას დღევანდელი დღიდან

დავიწყებ, ანუ 3 დეკემრიდან:



3 დეკემბერი-უხეშობასთან ბრძოლის დღე


თუკი დღეს ვინმესგან უხეშ ან შეურაცმყოფელ შენიშვნას მოისმენთ, შეეცადეთ რომ იგივეთი არ უპასუხოთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თანამოსაუბრეს მშვიდად აუხსენით, რომ

უხეშობა საჭირო არაა. (წარმოდგენა არა მაქვს, ასე ვინ მოიქცევა, მაგრამ მაინც..)


image

4 დეკემბერი-ქველმოქმედების დღე


დაეხმარეთ ნებისმიერს, ნებისმიერი ოდენობის თანხით, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი იქენება, ჩარიცხეთ რომელიმე საქველმოქმედო ფონდში ან ქუჩაში გაჭირვებულს მიეცით.

image


5 დეკემბერი-პიცის დღე


შეუკვეთეთ პიცა და მიირთვით მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად.

image


6 დეკემბერი-კითხვის დღე


დაიწყეთ იმ წიგნის კითხვა, რომლის წაკითხვაც მთელი წლის მანძილზე გინდოდათ და ვერ მოახერხეთ.

image

7 დეკემბერი-საყიდლებზე წასვლის დღე


წავიდეთ "შოპინგზე", შესაძლოა საახალწლოდ ჯერ არაფერი ვიყიდოთ, მაგრამ მაღაზიებში და ქუჩებში გამოტანილი საახალწლო ნივთები განწყობას აგვიმაღლებს და გაგვახალისებს.


image

8 დეკემბერი-შერიგებისა და პატიების დღე


თუკი ვინმეზე გაბრაზებული ხართ, დაფიქრდით,

იქნებ სულ არ იყო დამნაშავე, იქნებ პირიქით, თქვენთვის კარგი სურდა.

კიდევ ერთხელ კარგად აწონ-დაწონეთ ღირს თუ არა მეგობართან გაბუტვა უმნიშვნელო

მიზეზის გამო.

image

9 დეკემბერი-ბავშვების გახარების დღე


წაიყვანეთ თქვენი შვილები სასეირნოდ, ეთამაშეთ, აჩუქეთ ტკბილეული და გაუხალისეთ ერთი ჩვეულებრივი დღე.

ბავშვებთან ერთად გატარებული დღე ყველაზე კარგი მეთოდია განწყობის ასამაღლებლად.

image


10 დეკემბერი-ფილმის ყურების დღე


უყურეთ დოკუმენტურ ფილმს ადამიანის ცხოვრებაზე ან სხვადასხვა ხალხის კულტურაზე.

image


11 დეკემბერი-შეხვედრების დღე


შეხვდით მეგობარს ან ნათესავს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. მიირთვით მასთან ერთად ჩაი ან ყავა და გაატარეთ საინტერესო საღამო.


image



12 დეკემბერი-მადლიერების გამოხატვის დღე


ამ დღეს, თუკი ვინმე უბრალოდ გაგიღიმებთ და ეს თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ,

უთხარით მადლობა და შეეცადეთ, იგივენაირად მოიქცეთ სხვა ადამიანებთანაც, განსაკუთრებით იმათთან, ვინც ცუდ განწყობაზეა.

image


13 დეკემბერი-საუბრისა და მოსმენის დღე


დაჯექით თქვენს მეზობელთან, თუ კოლეგასთან ერთად, რომელსაც ყოველდღე ესალმებით, მაგრამ იშვიათად ესაუბრებით.

ჰკითხეთ როგორია მისი ცხოვრება და პასუხს ყურადღებით მოუსმინეთ.

image


14 დეკემბერი-პოეზიის დღე


წაიკითხეთ თქვენი საყვარელი პოეტის ლექსები, ამოარჩიეთ ისინი, რომლებიც განსაკუთრებიტ მოგწონთ და იკითხეთ ხმამაღლა.

განწყობის გასაუმჯობესებლად, ეს ნამდვილად ეფექტური მეთოდია.

image


15 დეკემბერი-მეგობრობის აღდგენის დღე


მიწერეთ თქვენს ერთ დროს ახლო მეგობარს წერილი და მოიკითხეთ, გაიხსენეთ, რომ

წარსულში ბევრი რამ გაკავშირებდათ, მაგრამ დრომ დაგაცილათ.

image

16 დეკემბერი-გააკეთეთ კარგი საქმეები


შექმენით რაიმე სასარგებლო, არამარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც.

მაგალითად, გააფორმეთ თაროები ან კედლები საახალწლოდ, სახლში ან ოფისში.

image


17 დეკემბერი- მადლიერი კლიენტების დღე


კაფეში სადაც ხშირად დადიხართ და კმაყოფილი ხართ მათი მომსახურებით, საჩივრების წიგნში გამოხატეთ თქვენი მადლიერება, შეაქეთ მათი კერძები და გემრიელი ყავა.

image


18 დეკემბერი-ხანდაზმულთა დახმარების დღე


თუკი ქუჩაში დაინახავთ მოხუცს, რომელსაც გზაზე გადასვლა უჭირს, ან ტრანსპორტში

ასვლა უძნელდება, დაეხმარეთ. (თუმცა ამისთვის, მაინცდამაინც 18 დეკემბერს ნუ დაელოდებით.)

image

19 დეკემბერი-დაკვირვების დღე


საღამოს დაჯექით კაფეში, გამორთეთ ტელეფონი და დააკვირდით ადამიანებს.

დამიჯერეთ, თქვენ ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენთ!


image

20 დეკემბერი-მშობლების დღე


დაურეკეთ ან ესტუმრეთ მშობლებს და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ ისინი!

image


21 დეკემბერი-ბებიისა და ბაბუსი დღე

მოიკითხეთ თქვენი ბებიები და ბაბუები, მათდამი გამოხატული სითბო და ყურადღება ორმაგად დაგიბრუნდებათ


image
22 დეკემბერი-სპეციალისტების დღე

თუკი სამსახურში თქვენი რომელიმე კოლეგა ხშირად გთხოვთ დახმარებას კომპიუტერთან მუშაობის დროს, ბუზღუნის გარეშე დაეხმარეთ.
ასევე მოიქეცით ოჯახის წევრებთანაც, მაგალითად, თუ დედა თავის ახალ სმარტფონში ვერ ერკვევა.

image


23 დეკემბერი-კოლეგების დღე


მიულოცეთ კოლეგებს მომავალი დღესასწაულები და შეუქმენით კარგი განწყობა

image


24 დეკემბერი-ლამაზი საჩუქრების დღე

დროა უკვე დაიწყოთ, მეგობრებისთვისა და ახლობლებისთვის საჩუქრების შეფუთვა.
image

25 დეკემბერი-კულინარიის დღე

აირჩიეთ და ისწავლეთ იმ კერძის მომზადება, რომელიც საახალწლოდ თქვენს ოჯახის წევრებს უყვართ, ამ უბრალოდ თქვენი სიამოვნებისთვის.

image


26 დეკემბერი-საყვარელი ადამიანის დღე

მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს გემრიელი კერძი, უყურეთ ფილმს მასთან ერთად, ან ივახშმეთ რესტორანში და გაატარეთ რომანტიული საღამო
image
27 დეკემბერი-ბარათების დღე

გაუგზავნეთ მისალოცი ბარათები ახლობლებსა და ნათესავებს, არ დაგავიწყდეთ, ტკბილეული!

image

28 დეკემბერი-მოულოდნელი მილოცვების დღე

მიულოცეთ უცხო ადამიანებს დამდგეგი ახალი წელი! მაგალითად, ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს

image

29 დეკემბერი-დიდი დღესასწაულის მოლოდინი

დაიფარეთ წითელი ქუდი, ჩაიცვით თბილად და გადით ქუჩაში მეგობრებთან ერთად სასეირნოდ.
image
30 დეკემბერი- სიმშვიდისა და ბედნიერების დღე

მოიშორეთ ყველაიაირი სტრესი, დაივიწყეთ პრობლემები და ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან საყავრელ ადამიანთან ერთად დაელოდეთ ახალ წელს!

image
31 დეკემბერი- გილოცავთ ახალ წელს!


image



ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

2
143
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
143
  
2016, 4 დეკემბერი, 9:52
გმადლობ, ლელა
2016, 3 დეკემბერი, 22:28
ძალიან საინტერესო და პოზიტიური სტატიაა, ხატი რამდენიმე რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ :)
0 1 2