x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაბა, რომლის ჩაცმას თოვლის დედოფლის გარდა ვერავინ შეძლებს

ლივერპულში ცოტაოდენი ხნის წინ ჩატარდა ყინულის ფესტივალი, სადაც სხვა ექსპონატებთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ყინულისაგან შექმნილი კაბა.


image
რა თქმა უნდა, ამ კაბის ტარებას ვერავინ ვერ შეძლებს და მოახერხებს გარდა თოვლის დედოფლისა ცნობილი ზღაპრიდან.


image
ამ კაბას ვერასოდეს ჩაიცვამთ, რადგან ეს უბრალოდ ოსტატურად გაკეთებული სკულპტურაა მასით 700 კილოგრამი და სიმაღლით ორი მეტრი.


image
სკულპტურის შექმნას ოსტატმა დაახლოებით 40 საათი მოანდომა, ხოლო კაბის დიზაინით ჰოლივუდის ცნობილი დიზაინერი ფილიპ არმსტრონგი იყო დაკავებული.


image
ფოტომოდელი ლენი, რომელსაც მოუხდა კაბის უკან პოზირება იმ რაკურსით, თითქოს მას ნამდვილად ეცვა ეს კაბა, გადაღების შემდეგ გამოტყდა, რომ მიუხედავად გადაღების დროს მიღებული სიამოვნებისა, ყველაზე ბედნიერი ის მომენტი იყო, როცა მას ბოლოს და ბოლოს პალტო მოაცვეს და ცხელი ჩაი მიუტანეს.


image
imageimage





0
283
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0