x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Forbes-მა ყველა დროის ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმი დაასახელა

image


ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ყველა დროის ყველაზე პოპულარული საშობაო ფილმების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში ის 25 ფილმი მოხვდა, რომელსაც ამერიკულ კინოგაქირავებაში ყველაზე დიდი შემოსავალი ჰქონდა.

რეიტინგის ლიდერი ფილმი «მარტო სახლში» გახდა, პატარა მაკოლეი კალკინის მონაწილეობით. ფილმის რეჟისორი ქრის კალამბუსია და ეკრანზე 1990 წელს გამოვიდა. მან ამერიკულ კინოგაქირავებაში 285, 76 მლნ. დოლარი მოაგროვა, ხოლო მსოფლიოში — 476, 68 მილიონი დოლარი.

image

image

image

მეორე ადგილზე არის ფილმი «როგორ მოიპარა გრინჩმა შობა», ჯიმ კერის მონაწილეობით. ამერიკაში ფილმის შემოსავალმა 260 მლნ. დოლარი შეადგინა.

image

image

image

მესამე პოზიცია დაიკავა ფილმმა «პოლარული ექსპრესი», რომელმაც თავის შემქმნელებს, მხოლოდ აშშ-ში, 183, 37 მლნ. დოლარის მოგება მოუტანა.

image

image

image

რეიტინგის პირველ ხუთეულში შევიდა «მარტო საცლში 2», 173, 59 მლნ. დოლარის საკასო შემოსავლით და «ელფი» – 173, 40 მილიონით.
ამ ფილმებს მოჰყვება: «სანტა კლაუსი» (144, 83 მლნ. დოლარი) და მისი გაგრძელება «სანტა კლაუსი 2» (139, 24 მლნ. დოლარი). ათეულში ასევე მოხვდა: «საშობაო ისტორია» (137, 86 მილიონი), «ოთხი შობა» (120, 15 მილიონი) და «სანტა კლაუსი 3» (84, 5 მილიონი).
რეიტინგს ასრულებს ფილმი «ღვთიური შობა» (37, 63 მილიონი), რომელშიც ასახულია ღვთისმშობელი მარიამის და იოსების მოგზაურობის ბიბლიური ისტორია.

image

image

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

მსახიობები, რომლებმაც უნაკლოდ შეასრულეს ისტორიული პერსონაჟების როლები

20 ყველაზე ძვირადღირებული როლი ჰოლივუდის ისტორიაში

ყველაზე ლამაზი ბოროტმოქმედები ჰოლივუდში

საბედისწერო ქალები წითლებში. სექსუალური კინოგმირების TOP- 10

მერლინ მონრო - სიცოცხლე ფოტოსურათებში

ყველასთვის საყვარელი ანჟელიკა

რობერ ოსეინი: ...საფლავის ქვაზე გრაფი დე პეირაკის პროფილი იქნება ამოტვიფრული

10 ლეგენდარული კინოროლი, რომელიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

20 ვარსკვლავი ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ

«რვაფეხას» მსახიობები 30 წლის შემგეგ

80-90-იანი წლწბის სექს-სიმბოლოები, რომლებსაც ამ საუკუნეში არ გაუმართლათ

რა დრო გასულა?

0
130
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0