x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეიხედეთ თეთრ სახლში და თავად ნახეთ, თუ როგორ მორთო საახალწლოდ იგი მიშელ ობამამ ბოლოჯერ (ფოტორეპორტაჟი)
მალე, ყველასათვის საყვარელი დღესასწაული - ახალი წელი დადგება. 2017 წლის შემობიჯებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ მთელი მსოფლიო შესაბამის სამზადისშია ჩართული. დღესასწაული უფრო და უფრო გვიახლოვდება და ნელ-ნელა ჩვენს სახლებშიც შემოდის საახალწლო განწყობა.

საახალწლო მუსიკა, თოვლი, საჩუქრები და ბევრი სიხარული - ეს ყველაფერი წინაა, მაგრამ ახალი წლის მთავარი სამკაული მაინც ნაძვის ხის სათამაშოები და დეკორაციებია. ბოლო დროს, ნაძვის ხე და მისი სხვადასხვაგვარად მორთვა მეტად აქტუალური გახდა. ყველა ცდილობს გაიგოს თუ რომელია მომავალი წლის ფერი და მოდური მორთულობა და ისე შეარჩიოს სასურველი დეკორაცია.

უკვე რამდენიმე დღეა ახალიწლის მოახლოებას ზეიმობს აშშ. ვაშინგტონში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, ბარაკ და მიშელ ობამებმა, უკვე საზეიმოდ აანთეს.

პირველი ლედი თეთრი სახლის დემოკრაციების მომზადებაში მთელი კვირის განმავლობაში იყო ჩართული. მან დიზაინერ ბრაიან რაფანელის დახმარებით, თეთრ სახლში სადღესასწაულო გარემო შექმნა. მიშელ ობამამ, თეთრი სახლის ოფიციალური ნაძვის ხის მორთვაში, პირველი ლედის რანგში ბოლოჯერ მიიღო მონაწილეობა.


ალბათ, დაგაინტერესებთ თავად დაათვალიეროთ, თუ როგორ გამოიყურება უკვე ექს-პრეზიდენტის სასახლე წინასაახალწლოდ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0