x
ოჯახისგან დამოუკიდებლობა საქართველოში

სურათი
ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში 18 წელს მიტანებული ახალგაზრდა ითვლება ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ქცევით და მათ შორის ეკონომიკურად დამოუკიდებელ ადამიანად. ამ ასაკიდან ახალგაზრდას აქვს უფლება და ამასთანავე მოვალეობაც, რომ იზრუნოს საკუთარ თავზე და პასუხი აგოს საუთარ ქმედებეზე. თუმცა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ეს ფაქტი არ სცდება კონსტიტუციას და სინამდვილეში ძალიან მცირე რიცხვი ოჯახებისა აცნობიერებს ამას. დამოუკიდებლობა ოჯახებისგან საქართველოში პრობლემატურია არამხოლოდ 18 წელს მიტანებულ, არამედ უკვე ზრდასრულ წესით სრულფასოვან ადამიანებში, რომელთა ასაკი დიდი ხანია გადასცდა 18, 25-ს და სამწუხაროდ 30-საც. რა არის ამის მიზეზი? ჩემი აზრით ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს, პირველი, რომელსაც ყველა აღიარებს - დასაქმების პრობლემა და ეკონომიკური სიდუხჭირე, და მეორე - რომელზეც არავინ საუბრობს - ემოციური ინცესტი, რაც ჩვენს "მესაკუთრე" მშობლებს ასე ძალიან ახასიათებთ.
ემოციური ინცესტი- უზომო სიყვარული მშობლებისა, თავის მხრივ შედეგია შვილების ღმერთებად ქცევისა და მათდამი უსაზღვრო მორჩილებისა.
ჰოფმანმა გამოყო 4 ტიპის დამოუკიდებლობა, რომელიც უნდა შეიძინოს ახალგაზრდამ გარდამავალ პერიოდში:
1.ემოციური დამოუკიდებლობა - ახალგაზრდა ხდება სოციალურიად და ფსიქოლოგიურად დამოუკიდებელი მშობლებისგან.
2.ატიტუდური დამოუკიდებლობა- ახალგაზრდას უყალიბდება მშობლებისაგან განსხვავებული განწყობების, ღირებულებების სისტემა.
3. ფუნქციური დამოუკიდებლობა- ახალგზრდა მატერიალურად დამოუკიდებელია და თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს პრობლემები.
4. კონფლიტქური დამოუკიდებლობა- ახალგაზრდა გამოეყოფა მშობლებს და ამის გამო არ გრძნობს თავს დამნაშავედ, რომ ის არის მოღალატე. სურათი

ვფიქრობ, დამოუკიდებელის სტატუსის შეძენა ყველა ამ თვისების ფლობას გულისხმობს, განსაკუთრებით კი ბოლო ორის, რომელიც ასე რთულია მოიპოვო ქართულ რეალობაში. პირველი - მცირე სამუშაო ადგილებისა და არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის გამო, მეორე კი მშობლების გამო. იმიტომ, რომ: "მშობელი ყოველთვის მართალია", "აბა სხვისთვის ხომ არ გაუზრდია შვილი", "სანამ შეგვიძია ჩვენ ვარჩენთ, მერე თვითონ იზრუნოს" და ა.შ.
რა არის ამის მიზეზი? ჩემი აზრით ტრადიციები, სტერეოტიპები და გენდერული დისბალანსი დიდ როლს თამაშობენ ამაში. ტრადიციები იმიტომ, რომ "დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის ფერიო" ჩვენი წინაპრები ძველად აკვანშივე წინდავდნენ ბავშვებს, რაც მათი უფლებებს ზღუდავდა. სტერეოტიპები გოგონებთან უფრო იჩენს თავს - "მდიდარი ქმარი შეარჩიე რომ გარჩინოს", "მაგ სამსახურში არ იმუშავებ იმიტომ რომ გვიან გიმთავრდება", "გოგო რომ მარტო ცხოვრობს ის წესიერი არ იქნება" და ა.შ თუმცა ეს ფაქტორი ბიჭებთანაც აქტუალურია " სახლი ბიჭისია და მშობლებთან უნდა დარჩეს".
გენდერული დისბალანსი განსაკუთლებით მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია, ჩემი აზრით. უფლებებშეზღუდულ დედას შვილზე გადააქვს ყველა ემოცია. შვილია ის ვისთანაც ყველაზე დიდ დროს ატარებს, რადგანაც მისი სამსახური დედობაა და ეს საქმე მას გადაჭარბებულად კარგად გამოსდის, შედეგად ის ისრუტავს შვილის პირად ცხოვრებას და შვილს აღიქვამს კუთვნილებად. იგი ხდება ემოციურად დამოკუდებული მასზე და შვილსაც ხდის მასზე ემოციურად დამოკიდებულს. ამიტომაც ხდება, რომ შვილს ან არ უჩნდება წასვლის სურვილი ან მშობელი არ აძლევს წასვლის ნებას.
რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ძვირფასო მშობლებო, ჩემი რჩევა ასეთია, გიყვარდეთ თქვენი შვილები, მაგრამ არა ისე რომ შეზღუდოთ მათი უფრლებები. პატივი ეცით მათ არჩევანს, ნუ "აურჩევთ" ნურც პარტნიორს და ნურც მომავალ პროფესიას, დაე თვითონ გადაწყვიტონ რა მოსწონთ და რა უნდა რომ აკეთონ. შვილების ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან შეეგუეთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი დამოუკიდებლები იქნებიან, ნუ გამოართმევთ ჩანგალს როცა დამოუკიდებლად ჭამას ცდილობს, ნუ შეუსრულებთ "დავალებას" როცა თავადაც შეუძლია შეასრულოს იგი, ნუ დაულაგებთ ოთახს და მიაჩვიეთ საჭმელების დამოუკიდებლად მომზადებას, მიუხედავას იმისა გოგოა თუ ბიჭი. ყველა ის ნიუანსი მნივშნელოვანია თვქენთვის და თქვენი შვილისთვის. დაივიწყეთ უმუშევრობის პრობლემა, თქვენ თქვენის მხრივ შეეცადეთ გაზარდოთ ისინი სრულფასოვნები, ამის მერე ისინი შეძლებენ იპოვონ საკუთარი თავი ნებისმიერ გარემოში. დამეწრმუნეთ, ეს ყველაფერი არ გაანელებს სიყვარულს არც ერთი მხიდან და მათი დამოუკიდებლობა არ იქნება თქვენი დავიწყების საფუძველი.

სურათი

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა ვარდიშვილი
გვანცა ვარდიშვილი
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0