x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508457
რუსეთში მოქალაქეს 7 წელი პატიმრობა მიუსაჯეს ერთი სმს-ის გამო,რომელიც რუსეთი-საქართველოს ომს შეეხებოდა
image ამასთანავე ბრალდებულის ადვოკატმა ბრალდებულის გაცემულ ინფორმაცის"ზღვაში წვეთი" უწოდა.


რუსეთი მოქალაქეს ოქსანა სევასტიდის სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.განაჩენი ჯერ კიდევ 2016 წლის მარტში გამოუტანეს, თუმცა საინფორმაციო საშუალებებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.ამის შესახებ იუწყება ტელეარხი "Дождь"-ი.ინფორმაცია დადასტურა სევასტიდის ადვოკატმა ივანე პავლოვმა.


სისხლის სამართლის აღძვრის საბაბი გახდა რამდენიმე სმს-ი, რომელიც სევასტიდიმ გაუგზავნა 2008 წელს თავის ნაცნობს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.


სევასტიდიმ მეგობარს მიწერა საქართველოში, რომ სოჭში დაინახა სამხედრო ტექნიკა, რომელიც საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა.



"როგორ შეძლებ, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაამჟღავნო სახელმწიფო საიდუმლო?ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გავასაჩივროთ სააპელაციოში, მაგრამ მანამდე უნდა აღვადგინოთ საჩივრის ვადა, რადგან ჩემმა კოლეგამ, წინა ადვოკატმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა თავის დროზე რატომღაც აღარ გააგრძელა საქმის მსვლელობა.ამის შემდეგ ოქსანა სევასტიდიმ საჩივრით ადვოკატთა პალატას მიმართა"-განაცხადა პავლოვმა.


ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ განაჩენში დაწვრილებითაა აღწერილი სმს-ის შინაარსი, სამხედრო ნაწილების ნომრები და ტექნიკის სახეობა, რომელიც რკინიგზით საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა.


"საინფორმაციო თვალსაზრისით რაც სევასტიდიმ სმს-ის სახით გადასცა "ზღვაში წვეთია"მის განაჩენთან მიმართებაში, ამიტომ მოვითხოვ მის განთავისუფლების"-დასძინა პავლოვმა.


შეგახსენებთ, რომ 2014 წლის დეკემბერში სოჭის მაცხოვრებელ ეკატერინე ხარებავას ანალოგიური სმს-ისთვის 6 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.აღსანიშნავია, რომ ხარებავას და სევასტიდის საქმე ერთი და იგივე მოსამართლემ განიხილა.



იხილეთ აგრეთვე:

10 ყველაზე სულელური ომი კაცობრიობის ისტორიაში


ყველაზე ხანმოკლე ომი ისტორიაში

1
234
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
234
  
2016, 2 დეკემბერი, 13:10
კანონმდებლობით ეკუთვნით...
0 1 1