x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავი
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან არასოდეს იჩენს თავს, ისინი ძირითადად ვლინდება ხანგრძლივი ნეგატიური პროცესების შედეგად. დღევანდელ თემასთან დაკავშირებული მიზეზები კი ხერხემალსა და ზოგადად მთელს ზურგს ეხება, რომლის განვითარების პროცესებიც წლები გრძელდება, თავს კი "ბოლო წვეთის" შემთხვევაში იჩენს. დაავადებათა პროვოცირებზე კი ძირითადად გავლენას ახდენს მძიმე და არასწორი დატვირთვა, რომელიც მიმართულია ზურგსა და წელზე და არა ფეხებზე. სწორედ ასე ვითარდება მალთაშუა თიაქარი, იგივე ხერხემლის დისკოზი.


image


მალთაშუა თიაქარის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები.



ხერხემლის მალთაშუა თიაქარი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს და შრომისუნარიანი ადამიანი უუნარო გახადოს.



ძირითადი გამომწვევი მიზეზები:


* მალთაშუა თიაქარის ძირითადი გამომწვევი მიზეზები დეგენერაციული პროცესებია, რომლებიც მიმდინარეობენ დისკზე, კერძოდ კი არასწორი დატვირთვა, რომლის დროსაც მეტი ძალა მიმართულია ზურგზე და არა ფეხებზე; ასევე მუშაობისა თუ ჯდომის პროცესში არაკომფორტული პოზა. ხანგრძლივი დროის მანძილზე მსგავსი პროცესებით ყოფა კი ხელს უწყობს განადგურდეს მალთაშუა დისკები.


* ორგანიზმში არასაკმარისი წყლის არსებობა კი უკიდურესად ახდენს უარყოფით გავლენას შემაერთებლ ქსოვილებზე, მათ შორის მალთაშორის დისკზეც, მაშასადამე სიმშრალე (წყლის არ არსებობა) სერიოზულად ზრდის თიაქარის წარმოშობის ფაქტორს.


* ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს მალთაშუა თიაქარის განვითარებაში ფიზიკური აქტივობის სიმცირე ან არ არსებობა. (მეტი იმოძრავეთ და ივარჯიშეთ)


* საგრძნობლად უწყობს ხელს მალთაშუა თიაქარის განვითარებას არასწორი კვება, დიეტა. ხერხემალსა და მალთაშუა დისკს აქტიურად სჭირდება ისეთი ელემენტები, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ქონდროიტინი, გლუკოზამინი და ა.შ, რომელთა დეფიციტის გამო ძვლები ხდება ფოროვანი და სუსტი და მალთაშუა დისკები დაიწყებს ჩაშლას. ასე, რომ სწორი და ჯანსაღი კვება თქვენი ზურგისა და ხერხემლის ჯანმრთელობის საწინდარია.

image


ამერიკის აკადემიის ქირურგი-ორთოპედების თქმით ხერხემლის მალთაშუა თიაქარმა იცის წვის სახით ტკივილი. გამომდინარე იქიდან, თუ სად გაჩნდა თიაქარი (ხერხემლის რომელ ადგილას), შესაბამისად იგრძნობთ წვას წელისა და სხეულის მიმდებარე ნებისმიერ ნაწილში.


მაგალითად, თუ თიაქარი კისრის მიდამოშია, ტკივილს იგრძნობთ მხრებსა და მკლავებზე. თუ თიაქარი გაღიზიანდა, მაშინ ეს გამოიწვევს სენსორულ პრობლემებს. ასეთ შემთხვევაში ადამიანები ხშირად უჩივიან თითების, ხელების ან ფეხების ტკივილს, ასევე ჩხვლეტას კიდურებში.


ერთ-ერთი გავრცელებული მახასიათებელია ასევე კუნთების სისუსტე. თიაქარის ზურგზე ზეწოლა საგრძნობლად აქვეითებს კუნთების ტონუსს და შესაბამისად ვითარდება სისუსტე.


ილუსტრაციაში ნაჩვენებია ტკივილის ლოკალიზაცია წელისა და ხერხემლის თიაქარის არსებობის შემთხვევაში.

image


სიმპტომები: მალთაშუა თიაქარის დროს სიმპტომები ასეთია- ტკივილი წელს ქვევით; დისკომფორტი შარდვის დროს; შარდვის შეუკავებლობა; ყაბზობა (შეკრულობა); ჩხვლეტითი შეგრძნებები კიდურებში (ხელებსა და ფეხებზე); კიდურების დაბუჟება და ტკივილი; ზურგისა და დუნდულების ტკივილი; საერთო სისუსტე.




P.S. თუ კი აღმოაჩენთ, რომ მსგავსი სიმპტომები გახასიათებთ, მიაკითხეთ ექიმს, რათა მოხდეს დროული და სწორი მკურნალობა. ჯანმრთელობას გისურვებთ.




იხილეთ აგრეთვე:


* ყველაზე საშინელი და უცნაური დაავადებები, რომლებიც შეგაშფოთებთ


* ჭამის შემდეგ აღარასოდეს მოიქცეთ ასე...


* რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი?


* როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად


* რა იწვევს გასტრიტს და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?


* აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ!


* როგორ მოვირჩინოთ დამსკდარი ქუსლები


* ქირურგი-ტრავმატოლოგი, რომელმაც სასწაულები მოახდინა მედიცინის ისტორიაში


* მკურნალობის ყველაზე გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი მეთოდები წარსულის ისტორიიდან, რომლებიც შეგაშფოთებთ


* 10 ყველაზე საშიში, ისტორიაში შესული დაავადება, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე

* უცნაური სამედიცინო პროცედურები წარსულიდან, რომლებიც გაგაოგნებთ +16



0
4778
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0