x
image
თეონა გორდეზიანი
"დაკვირვებული გოგონა"
image

დილა.

დროებით, ვემშვიდობები დედას და სამსახურში მივდივარ.

ე.წ "ლიფტში"


- გამარჯობა. ქალბატონი "მეთოთხმეტე სართული " რა თქმა უნდა აქ მხვდება. ესაუბრება ბატონ "მეცამეტე სართულს".

- ჩემმა ბიჭმა გადაწყვიტა მეცხრე კლასიდან გამოვიდეს და რამე
ხელობას დაეუფლოს.

-კარგი გადაწყვეტილებაა, უემოციო ტონით პასუხობს მეცამეტე სართული.

-ხო, როცა სახლში ნამდვილი მამაკაცია ძნელია შეეწინააღმდეგო და

მოვუწონე არჩევანი.

ამასობაში პირველ სართულზე ვართ.

მე გაჩერებისკენ ნაბიჯს ავუჩქარე.


მეორე დილა..

ნახვამდის დედა...

"ლიფტი"...

ქალბატონი "მეთოთხმეტე" კარის მეზობელს: "ჩემმა ბიჭმა გადაწყვიტა

სკოლიდან გამოვიდეს და რაიმე ხელობას დაეუფლოს..."

- არაჩვეულებრივია, პასუხობს კარის "მეთოთხმეტე" ანთებული სახით.

-ჰოო, ბოლო წლებში მხოლოდ "შემნახველი საკანია"...ვცემ ნამდვილი

მამაკაცის გადაწყვეტილებას. ( მამაკაცში მეცხრე კლასელ ვაჟს გულისხმობს)...

" შემნახველ საკანზე" გულში მეღიმება და მაია მიმინოშვილი მახსენდება, რატო არ ვიცი მაგრამ მახსენდება.


პირველი სართული...

-კარგი, დროებით.

- წარმატებული დღე...




მეოთხე, მეხუთე თუ მეექვსე დღე.

დილა არა უფრო შუადღე.

მე "ლიფტში"...

მხვდება " ქალბატონ მეთოთხმეტეს" ვაჟი. ( ნამდვილი მამაკაცი)

-გამარჯობა.

მისალმებას ვერასდროს დაასწრებ.

რეკავს ტელეფონი, მისი ტელეფონი.

-რას შვები ( შე ჩემა ) რა გადაწყვიტე? ისმის იქიდან.

-მოკლედ, იქითა წლიდან აღარ ვივლი სკოლაში...ვერ გადავაფიქრებინე. (გულისხმობს დედა " მეთოთხმეტე სართულს")



რიტორიკული შეკითხვა ან p.s :

ანუ დედა - ნამდვილი მამაკაცი???

1
238
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
238
  
2016, 1 დეკემბერი, 0:12
:)
0 1 1