x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თოვლის პაპა არ არსებობს!-გეყოთ ბავშვების მოტყუება!
imageბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თავს მოახვიო მიმნდობ ბავშვებს საახალწლო სასწაულები ცუდია.


პროფესორმა კრისტოფერ ბოილმა(Christopher Boyle)ექსეტერის უნივერსიტეტიდან (University of Exeter) თავის კოლეგასთან კეტი მაკეისთან(Kathy McKay) ერთად სამეცნიერო ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნეს სტატია, სადაც წერენ, რომ არაა საჭირო მოატყუოთ ბავშვებს, რომ სანტა -კლაუსი (ჩვენებურად თოვლის პაპა(ბაბუა))არსებობს.


ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა ასეთია:როდესაც წამოიზრდებიან პატარები ხვდებიან, რომ სინამდვილეში მათ ატყუებდნენ, რომ სანტა-კლაუსი ცხოვრობს ლაპლანდიაში, თუ სადღაც ჩრდილოეთ პოლუსზე, დადიან ციგებით და არიგებენ საჩუქრებს..ისიც შეიძლება, რომ მას მისწერო წერილი, მოუთხრო შენი კარგი საქციელის შესახებ და მოსთხოვო საჩუქრები.


სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ შემდგომ ბავშვები როცა წამოზრდებიან ჩაფიქრდებიან, მხოლოდ ეს იყო რასაც მშობლები მატყუებდნენ წლების განმავლობაში?დასკვნა შეიძლება ცალსახა იყოს:თუ მშობლებიც მატყუებდნენ, არავის ნდობა არ შეიძლება, ირგვლივ მხოლოდ სიცრუეა.ეს კი მათზე იმოქმედებს, როგორც სამყარის აღთქმის თვალსაზრისით, ასევე ფსიქიკაზე.



სხვათა შორის ბოილის და მაკეის დასკვნა საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგოა, ისინი ამტკიცებენ:სინამდვილეში მშობლებს სჭირდებათ თოვლის პაპა, რომ თუნდაც მცირე ხნით დაიბრუნონ ბავშვობის სიხარული და ის განცდები, როდესაც სანტა კლაუსი მათ სტუმრობდა და საჩუქრებს ურიგებდა, ამასთანავე რეკომენდაციას იძლევიან აღარ მოატყუონ ბავშვები.

3
148
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
2016, 30 ნოემბერი, 17:27
ისე არაა მისაღები ბავშვის მოტყუება, ტყუილით იწყება ყველა ბოროტება...
თოვლის ბაბუას სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ მაინც...
2016, 30 ნოემბერი, 13:09
ახლა თოვლის ბაბუასაც მისდგნენ :( კარგით რა, შეარგეთ ბავშვებსაც და დიდებსაც წელიწადში ეს ერთი დღე :)))
2016, 30 ნოემბერი, 12:10
ჯეჯელავა არ გვეყოფოდა, ახლა ბრიტანელებმაც რომ არ გადაგვრიონ)))
0 1 3