x
ვენდოთ თუ არა საკუთარ ყურებს,მუსიკის ფსიქოლოგია-დიანა დოიჩის მოდელები
image



https://www.youtube.com/watch?v=kzo45hWXRWU&t=3s




ტრიტონის პარადოქსი

image


ტრიტონის პარადოქსი აღმოაჩინა დიანა დოიჩმა 1986 წელს.იგი პირველად გაჟღერდა ამერიკის აკუსტიკური საზოგადოების წინაშე 1986 წელსვე.


ძირითადი პატერნი, რომელიც წარმოქმნის მოცემულ ილუზიას, შედგება ორი კომპიუტერული ტონისგან, რომლებიც ნახევარი ოქტავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.როცა წყვილიდან ერთი ნოტი გაჟღერდება, მაშინვე მიჰყვება მეორეც.ადამიანთა ერთ ჯგუფს ესმის აღმავალი ტონალობა.საპირისპიროდ, მეორე ჯგუფი ტონთა იდენტური წყვილის მოსმენისას აღიქვამს დაღმავალ ტონალობას.ტრიტონის პარადოქსს ახასიათებს კიდევ ერთი უცნაური თვისება, ზოგადად, როცა მელოდია გაჟღერებულია ვიოლინოს ერთ გასაღებში და შემდგომ გადაინაცვებს სხვა გასაღებში, აღქმული ურთიერთკავშირი ტონებს შორის არ იცვლება.მოსაზრება, რომ მელოდიამ შეიძლება შეიცვალოს ფორმა, როცა იგი გარდაიქმნება ერთიდან მეორე გასაღებში ისეთივე პარადოქსუად გამოიყურება, როგორც ცნება, რომ წრე გარდაიქმნება კვადრატად სივრცის განსხვავებულ პოზიციაში გადაადგილებით.მიუხედავად ამისა, ტრიტონის პარადოქსი არღვევს დადგენილ სტანდარტებს.


https://www.youtube.com/watch?v=Q8FjZ5NHzeM



გლისანდოს ილუზია


image



გლისანდოს ილუზია პირველად დემონსტრირებული იქნა დოიჩის „მუსიკალური ილუზიები და პარადოქსები“-ს გამოცემაში (1995). ეს ილუზია ჩნდება, როდესაც გამართული ბგერის სიმაღლე, როგორიცაა მაგალითად ჰობოის(მუსიკალური საკრავი) ტონალობა, ჟღერდება სინუსის ტალღის ფონზე, ტონალობის ერთი დონის ცვალებადობით. ეს ილუზია ჩანს, როდესაც ზემოთხსენებული ორი ტონალობა ერთმანეთს ეცვლება და გაჟღერებულია ხმის გამაძლიერებელ მოწყობილობაში. ჰობოის ეფექტი ისმის ხმის გამაძლიერებლებლებს შორის ორ სხვადასხვა დონის ტონალობაში ხოლო სინუსოიდური ტალღა ისმის სინქრონში ერთი და იმავე დონეზე.

მოგვიანებით 1960 წელს როჯერ შეპარდმა და ჟან კლოდ რისემ ამ ილუზიაზე დაფუძნებით შექმნეს „უსასრულო გლისანდო“, ეს ეწოდება ჩანაწერს, რომელიც ქმნის უსასრულო აუდიო ილუზიას, თითქოს აუდიო ჩანაწერში გაჟღერებული ბგერა იზრდება უსასრულოდ.

https://www.youtube.com/watch?v=83WIkYPDgb4





ილუზია სიტყვებიდან მელოდიამდე
image


1995 წელს დიანა დოიჩმა აღმოაჩინა„ილუზია სიტყვებიდან მელოდიამდე“.ეს მოხდა მაშინ, როცა იგი თავისივე დისკს უსმენდა“მუსიკალური ილუზიები და პარადოქსები“.მას ჰქონდა ფრაზა :”Sometimes behave so strangely”(„ხანდახან ძალიან უცნაურად იქცევი“).იგი ჩაებღაუჭა ამ წინადადებას და შეამჩნია, რომ ფრაზის მრავალჯერადი განმეორების შემდეგ იგი აღიქმებოდა და ჟღერა, როგორც ნამღერი და არა ნათქვამი. „რაღაც მომენტში აღმოვაჩენთ, რომ ნათქვამი სიტყვები ნოტებად გადაიქმნებიან, ხოლო წინადადება კი მელოდიად“(დოიჩი).


დიანა დოიჩი წერს:“მე და ჩემი კოლეგები დეტალურად ვიძიებდით მოცემულ ეფექტს.ჩვენ ჩავატარეთ პირველი ექსპერიმენტი.ტესტირებისას ცდის პირებს წარვუდგინეთ სამი სხვადასხვა ჯგუფის საგნები სხვადასხვა მდგომარეობაში.სუბიექტებმა მოისმინეს მთელი წინადადება და შემდეგ ფრაზის 10 რეპრეზენტაცია. პრეზენტაციებს შორის პაუზის დროს ცდის პირებს მოეხოვებოდათ შეეფასებინათ მათ მიერ მოსმენილი ფრაზა 5 ბალიან სკალაზე, მათ ეს აღიქვეს როგორც სიმღერა, უბრალოდ წარმოთქმული წინადადება, ორთავე ერთად, ან არცერთი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფრაზის პირველი და საბოლოო პრეზენტაცია ზუსტად იდენტური გახლდათ.ჩვენ შეისწავლეთ ეფექტი, რომელიც გამოიწვია მანიპულაციურმა
ჩარევამ, რომ მათ შეეფასებინათ და ზუსტად განესაზღვრათ აღქმული ფრაზა.პირველი პირობის დროს, ნაჩვენები ფრაზა დეტალურად იმეორებდა ორიგინალს.მეორეს შემთხვევაში დემოსტრაციები ოდნავ შეცვალეს, მსუბუქად გადააადგილეს, ისე, რომ ბგერის სიმაღლის დონეები შეუმჩნევლად განსხვავდებოდნენ, თუმცა მათ შორის კავშირი იმავე იყო.მესამე, წარმოდგენილი რეპრეზენტაციები დანაწევრებული სახით იყო გადმოცემული(მარცვლების).“როცა ნაჩვენები ფრაზა დეტალურად იმეორებდა ორიგინალს, იგი სიმღერად აღიქმებოდა, ხოლო ოდნავი გადანაცლებისას ჩვეულებრივ საუბრად.

თუ საკითხს ამგვარად დავსვამთ, მოცემული ილუზია გადმოგვცემს გასაოცარ მაგალითს სწრაფი და სპეციფიკური პერცეპტული, აღქმითი რეორგანიზაციისა, აჩვენებს
ნერვული მოქნილობის წარმოუდგენელ სისწრაფეს აუდიტორულ სისტემაში.


https://www.youtube.com/watch?v=6Zr9BU0bJoc


ფანტომური სიტყვები


"ჰელიქს ნებულა", "ღმერთის თვალი"


https://www.youtube.com/watch?v=yTJKKB8lt4U

ილუსტრაციაზე გამოსახული სურათს თავდაპირველად აღვიქვამთ, როგორც თვალი, სინამდვილეში ეს ტრილიონი მილით დაშორებული გრძელი მოკაშკაშე გვირაბია.ჩვენ აღვიქვამთ ვიზუალურ ხატებს, რომლებიც უკავშირდებიან ჩვენთვის ნაცნობ საგნებს, მიუხედავად იმისა რომ ეს პერცებციები შესაძლოა არასწორი იყოს.ანალოგიურად, საუბრის მოსმენის დროს, სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ჩვენ გვესმის უკიდურესად ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული, არა მხოლოდ ჩვენამდე მოღწეული ხმებით, არამედ ჩვენი ცოდნითა და გამოცდილებით, ასევე წარმოდგენებითა და მოლოდინებით.

რამდენიმე წლის წინ მე აღმოვაჩინე გზა, თუ როგორ მეწარმოებინა „ფანტომური სიტყვების“ მთელი წყება დროის მოკლე მონაკვეთში.იმისათვის, რომ მივაღწიოთ საუკეთესო ეფექტს, უცილებელია ავარჩიოთ დრო, როცა ჩვენ რელაქსირებული ვიქნებით, გარემო გამღიზიანებლებისგან შორს.


https://www.youtube.com/watch?v=6Zr9BU0bJoc

0
138
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
138