x
image
იირაკლიი
მფრინავი თევზები

image

მფრინავი თევზისებრნი (Exocoetidae), თევზების ოჯახი სარღანისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვთ ძალიან გრძელი და ფართო მკერდის ფარფლები, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ წყლის ზედაპირიდან 10 მ-მდე აფრენა და 100 მ-ზე გადაფრენა. ეს ფარფლები წონასწორობის ფუნქციასაც ასრულებენ. წყალში მოძრაობის ორგანოა კუდის ფარფლი, რომლის ქვედა ლაპოტი ზედაზე გრძელია. ოჯახში 6 გვარის 60 სახეობაა. ბინადრობენ უმთავრესად ატლანტის, ინდოეთის და წყნარი ოკეანეებისტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. პეტრე დიდის ყურეში, სადაც ზაფხულში ზოგჯერ გვხვდება იაპონური მფრინავი თევზისებრნი (Cheilopogon heterurus) და ჩვეულებრივი გრძელფარფლა (Exocoetus volitans). იკვებებიან წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით. მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვთ. ძირითადად იაპონიაში იჭერენ.


imageimageimageimage


wikipedia


5
135
5-ს მოსწონს
ავტორი:იირაკლიი
იირაკლიი
135
  
2012, 8 ივნისი, 14:28
იდი რა ჯული )))))))))
2012, 8 ივნისი, 14:27
გაიზარდე დიდი გოგო :)))
2012, 8 ივნისი, 14:27
ძალიან საინტერესო პოსტია ))))
0 1 5