x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
განსაცვიფრებლად რეალისტური თოჯინები, რომლებსაც ვიზუალით ადამიანისგან ვერ გაარჩევთ (+ ფოტოები)

ეს შემთხვევა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ხელოვნებას და ადამიანის ნიჭს საზღვარი არ გააჩნია. ხელოვანი, რომელიც მუდმივად ძიების პროცესშია და საკუთარი შესაძლებლობლების მაქსიმუმისკენ ისწრაფვის, თავისდაუნებურად არღვევს ჩარჩოებს.
სწორედ, ამ საზღვარს გადააბიჯა დიდიხანია რუსმა მხატვარმა და მოქანდაკემ მიხაილ ზაიკოვმა. ხელოვანმა წარმოუდგენელი რამ შეძლო, მან თითქოს სული შთაჰბერა თოჯინებს. მართლაც რომ ჟრუანტელს მოგგვრით თითოეული მისი ქმნილება, როდესაც მათ საოცრად მეტყველ სახეებს შეხედავთ, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ცოტაც და ალაპარაკდება იგი.
ხელოვანი, 2010-დან 2013 წლამდე მუშაობდა თოჯინების თეატრში. სწორედ, თეატრმა და თოჯინებისადმი უზომო სიყვარულმა უბიძგა მას შემდგომი საქმიანობისკენ, რომელმაც დიდება და სახელი მოუტანა.
როგორც ერთი შეხედვისთანავე ჩანს, მოქანდაკის თოჯინები რთული სტრუქტურისაა, შედგება მოძრავი სახსრებისაგან, მიხაილი მათ შესაქმნელად თიხის პოლიმერს იყენებს, თმას კი ანგორის მატყლისგან ქმნის. რაც შეეხება თოჯინის უსაზღვროდ მეტყველ თვალებს, იგი ხელითაა მოხატული.
ამგვარად, გავეცნოთ მიხაილ ზაიკოვის ნამუშევრებს, რომელთაგანაც თითოეული მისი ქმნილება იმდენად სრულყოფილია, რომ ვიზუალით ძნელად თუ გაარჩევთ ადამიანისგან.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0