x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
პიცის სახლში მიტანის სერვისმა დედა და სამი შვილი სიკვდილისგან იხსნა
პიცის სახლში მიტანის სერვისმა დედა და მისი სამი შვილი სიკვდილისგან იხსნა. აი რა მოხდა დეტალურად.


image


სამი შვილის დედამ Cheryl Tredvey–მ ნამდვილი კოშმარი გადაიტანა. მისმა მეგობარმა ბიჭმა Nick–მა ერთ დღესაც მოულოდნელად აგრესიულად მოქცევა დაიწყო, ცოტახანში კი შერილისთვის ნათელი გახდა, რომ მისი ამგვარი ქმედება ნარკოტიკული ნივთიერებების ქვეშ ყოფნის შედეგად ხდებოდა. ნიკი დანით ემუქრებოდა დედას და მის სამ შვილს სიკვდილით დასჯას, თუ სახლიდან გასვლას ან სხვა რაიმე ქმედებას ჩაიდენდნენ. შერილი ჭკვიანი აღმოჩნდა და აი რითი მოახერხა გამოსავალის პოვნა.


საბედნიეროდ შერილი არ დაიბნა, რაღა თქმა უნდა ისტერიკები არ გაუმართავს, მშვიდად აკონტროლებდა სიტუაციას და ცოტახანში დაარწმუნა ნიკი შიმშილის მოტივით, რომ პიცის შეკვეთა სურდა, რადგან მას და ბავშვებსაც ძალიან მოშივდათ. ნიკისთვის პიცის შეკვეთა დამაჯერებელი აღმოჩნდა, ამიტომ მისცა ქალს უფლება დაერეკა ინტერნეტში განთავსებული პიცის რესტორნის ერთ–ერთ საიტზე.



შერილმა მოკლე დროში შეძლო საიტის გვერდზე დაეტოვა კომენტარი "911– მძევლებს დაგვეხმარეთ"! რესტორნის თანამშრომლები რა სახის შეტყობინებას აღარ კითხულობდნენ საკუთარ ვებ–გვერდზე, თუმცა მსგავსი ტექსტი აქამდე არ ენახათ. მათ სულაც არ ჩათვალეს ეს ხუმრობად და სამაშველო–პოლიციას დაუკავშირდნენ.


image

როდესაც პოლიცია მივიდა აღნიშნულ მისამართზე, შერილი სამ შვილთან ერთად ჯერ კიდევ მძევალი იყო, თუმცა სამართალდამცავების პროფესიონალურმა მიდგომამ, ტერორისტი ნიკი 20 წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ დაარწმუნა მძევლები გამოეშვა. ნიკმა გაუშვა ისინი და თავად ჩაბარდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.


image


იხილეთ აგრეთვე:


ამ "სანტექნიკს" მთელმა მსოფლიომ ტაში დაუკრა- გაინტერესებთ რისთვის?


თანამედროვე გმირი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა სხვის გადასარჩენად


მან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნით



1
1924
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1924
  
0 1 1