x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რატომ აირჩია ჰიტლერმა სვასტიკის სიმბოლო?

სვასტიკა - თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში იგი ასოცირდება ეშმაკთან, დემონთან, სიმბოლო რომელსაც ანტიკური დასაწყისი აქვს. სიმბოლო სვასტიკის გამოყენება სათავეს იღებს რამოდენიმე ათასი წლის წინ როგორც ნიშანი წარმატების, დაცვის ავი თვალისაგან, ასევე იგი ასოცირდებოდა წელიწადის 4 დროსთან. თუმცა გასულ საუკუნეში ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, ფაშისტურ გერმანიამ ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა მსოფლიო მასშტაბით. ამ ყველაფერთან ერთად სვასტიკის სიმბოლოზეც ხალხს ცუდი წარმოდგენები შეექმნათ. რატომ აირჩია ჰიტლერმა ფაშიზმის სიმბოლოდ სვასტიკა? ეს კითხვა ალბათ ბევრს მოგსვლიათ აზრად... თუ პასუხით ხართ დაინტერესებულნი, მაშინ გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ!


image

image




ჰიტლერს სურდა უძლიერესი გერმანიის სახელმწიფოს შექმნა, რის გამოც მილიონობით ადამიანის სიკვდილზე თვალს ხუჭავდა, მან ფაშიზმის სიმბოლოდ აირჩია - სვასტიკა. რაც ჰიტლერმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მას შემდეგ, დღემდე სვასტიკა ეშმაკის სიმბოლოდ ითვლება დასავლურ საზოგადოებაში.


სინამდვილეში სვასტიკა - წარმოგვიდგება სანკრისტული ენიდან (უძველესი ინდური ენა) რაც ნიშნავს ბედნიერად ყოფნას, წარმატებას, კარგ იღბალს.


image



სვასტიკა ასევე აღნიშნავს მუდმივ, წრიულ მოძრაობას, ნიშანს ხელახლა დაბადებისა და ასოცირდება რეინკარნაციასთან. ნიშანი გამოყენებული არის 3 სხვადასხვა რელიგიის მიერ: ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ჯაიანიზმი. იგი ასევე ასოცირდება მზესთან. როგორც ხედავთ ეს სიმბოლო ითვლებოდა სრულიად უწყინარ სიმბოლოდ მეოცე სუკუნის დასაწყისამდე. 1920 წელს, ადოლფ ჰიტლერმა გამოთქვა მოსაზრება პარტიისთვის საკუთარი დროშისა და ემბლემის ქონის შესახებ. როგორც ჰიტლერი ამბობდა, ახალი დროშა უნდა ყოფილიყო: "სიმბოლო ჩვენი ბრძოლისა” ისევე როგორც "ძლიერად ეფექტური გამოფენისთვის”.


image


სანამ ჰიტლერი სვასტიკას სიმბოლოს გამოიყენებდა, მანამდე კოკა-კოლასაც ჰქონდა სვასტიკასთან შეხება, კომპანია ამ სიმბოლოს გამოყენებით, საკუთარ პროდუქციას არეკლამებდა.


image


ახლა გავეცნოთ სტატიის მთავარ თემას? რატომ სვასტიკა? ამისთვის ჰიტლერს ჰქონდა თავისთვის საპატიო მიზეზი... სანკრისტულად, სვასტიკას "ფუტკრების არმია" ჰქვია. სწორედ ამ დროს გერმანელმა ნაციონალისტებმა დაიწყეს სვასტიკის გამოყენება როგორც სიმბოლოსი, სვასტიკისა რომელსაც ჰქონდა არიანული/ინდური წარმომავლობა. ამით გერმანელებს უნდოდათ წარმოედგინათ და წინა პლანზე წამოეწიათ ისტორია გერმანულ/არიანული წარმომავლობისა და შესაბამისად ერის განსაკუთრებული დანიშნულება.


image



გამომდინარე ნაცისტური დროშიდან, სულ მალე სვასტიკა გადაიქცა სიმბოლოდ სიძულვილისა, ანტისემიტიზმისა, ძალადობისა და სიკვდილისა. ომის შემდეგ სვასტიკას სიმბოლოს იყენებდნენ სხვადასხვა სამოქალაქო ომებშიც. განსაკუთრებით ებრაელ ერში სვასტიკამ ეშმაკის სიმბოლოს სახელწოდება მიიღო!


სამწუხაროდ, ნაცისტებმა ისეთი "ეფექტურობით” გამოიყენეს ეს სიმბოლო თავის საქმიანობაში რომ, ბევრმა დღესაც კი არ იცის სვასტიკის სხვა დანიშნულება და მნიშვნელობა. შესაძლებელია ორი სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობა ჰქონდეს ერთი და იგივე სიმბოლოს? როგორც სჩანს კი!!!!



imageimage



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



იხილეთ ასევე:


1 - ვინ არიან გეიშები? ყველაფერი მათ შესახებ!!!

2 - ყველაზე მეტად რისი ეშინიათ ადამიანებს?

3 - ყველაზე ლამაზი დაავადება - რა არის ჰეტეროქრომია? (40 ფოტო)

4 - რას ნიშნავს პოლტერგეისტი და რა ვიცით მოჩვენებების შესახებ?!

5 - ანტიქრისტე

2
2432
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2432
  
2016, 3 დეკემბერი, 0:24
გესტაპო? ვეცდები მოვიძიო
2016, 2 დეკემბერი, 22:52
გესტაპოს და ეს ეს ჰქონდათ მეორე სიმბოლო,რუნული დამწერლობის....აი მაგაზე დაწერერე თუ ძმა ხარ,მაგარი საინტერესო თემაა
0 1 2