x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გამოგონილი ლეგენდები მუსიკოსებზე,რომელიც საბჭოთა პერიოდში ვრცელდებოდა
image


საბჭოთა პერიოდში, როდესაც სრული საინფორმაციო ვაკუუმი იყო, ხოლო
კომუნისტური პროპაგანდა ყველა მეთოდებით ცდილობდა ჩირქი მოეცხო გარყვნილი
"ბურჟუაზიული მუსიკისთვის, " ფანები ათასგვარი ხრიკებით და დიდი წვალებით
ცდილობდნენ მოეპოვებინათ ინფორმაცია საყვარელ შემსრულებლებზე.(მაშინ
ჩანაწერების შოვნაც დიდი პრობლემა იყო.) მაგრამ ამ ინფორმაციებში იყო
გამოგონილი ზღაპრებიც, რომელსაც იმ პერიოდში ყველა ფანი დაგიდასტურებდათ.(
ზოგს ახლაც კი სჯერა!) გთავაზობთ რამდენიმე ფართოდ გავრცელებულ ჭორს:



1)the beatles-ის ჩამოსვლა საბჭოთა კავშირში:როდესაც ბიტლზის პოპულარობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე რკინის ფარდის მიღმა-საბჭოთა კავშირში მილიონობით ფანი ჰყოლიათ და ამიტომ გადაწყვიტეს გული არ დაეწყვიტათ საბჭოთამელომანებისთვის, დასხდნენ თვითმფრინავზე და მოსკოვში გამოემგზავრნენ!(რაგულის ამაჩუყებელია!!).რამდენიმე საათი იდგა თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში, ხოლო ცენტრალური კომიტეტი ხრუშჩოვის მეთაურობით ბჭობდა დაედგათ თუ არა ფეხი ბიტლზს საბჭოთა მიწაზე. საბოლოოდ ჯგუფმა უარი მიიღო დაისინიც უკან გატრიალდნენ. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა სიმღერა-"back in theu.s.s.r."


სინამდვილე:ეს სიმღერა გახლდათ პაროდია ჯგუფ "ბიჩ ბოიზისა" -სახელწოდებით back in the u.s.a.ხოლო ამ სიმღერის დაწერის იდეა მაკარტნის თვითმფრინავით გადაფრენის დროს დაებადა.





2)the Beatles-ის და Deep purple კონფლიქტი:თურმე
ჯონ ლენონს ისე შეშურდა "დიფ ფარფლის" წარმატება, რომ გადაწყვიტა რითიმე
გაემწარებინა ისინი. მასაც უცებ დაებადა იდეა, -იყიდა დიფ ფარფლის
კონცერტის ყველა ბილეთი და მარტო დაჯდა დარბაზში(ფული არ ქონდა თუ...).როცა
ფარდა აიხადა, დიფ ფარფლის წევრები გაოცდნენ, როცა დარბაზში მჯდომი ერთი
კაცი დაინახეს და მასში ჯონ ლენონი ამოიცნეს.კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ,
აბა, ყველა ბილეთი გაყიდული იყო!!!გამწარებულები გავიდნენ კულისებში და
10 წუთში დაწერეს სიმღერა "john lennon f... you. სიმღერაში აგინებენ
აგრეთვე რინგო სტარსაც და მაკარტნის ცოლს ლინდას.


სინამდვილე: რა თქმა უნდა მსგავსი რამ ბუნებაში არ მომხდარა. ხოლო სიმღერა fireball-ში საუბარია მომაჯადოებელ ქალზე. აი ტექსტის დასაწყისიც:"The golden light
above you shows me where you're from he magic in your eye bewitches all you gaze"... upon...




3)Demis roussos-ამ მომღერალზე საოცარი ჭორი დადიოდა. თურმე დემის რუსოს შეყვარებული მოუკვდა(ზოგის ვესიით გაუთხოვდა) და იგი იმდენად თავზარდაცემული იყო რომ დაიფიცა ეს ქალი პირველი და უკანასკნელი იქნებოდა მის ცხოვრებაში.(რა
რომანტიულია!).მან გადაწყვიტა თავი დაეკოდა, რომ ცხოვრებაში ქალისკენ აღარ
გაეხედა. სწორედ ამიტომ ჰქონდა თურმე ასეთი წვრილი ხმა!


სინამდვილე:მომღერალი ოთხჯერ იყო დაქორწინებული, ბოლო მისი მეუღლე ფრანგია(მარი), ჰყავს ორი შვილი, ქალიშვილია ემილია, რომელიც ცხოვრობს პარიზში და ვაჟიშვილი სირილა, რომელიც დიჯეია .




4) pink-floyd-ის კონცერტი:80-იან წლებში ასეთი ჭორი დადიოდა. თურმე ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში კონცერტის დროს ჯგუფმა ისეთი მძლავრი ჟღერადობა გამოსცა რომ ხალხს ყურებიდან და ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო, ხოლო იქვე 2 კილომეტრში, ფერმაში ქათმები დაიხოცა.შეშინებული ჯგუფის წევრები სასწრაფოდ გამოიპარნენ იმის შიშით რომ სამართალდამცავებს არ აეყვანათ.


სინამდვილე:რა თქმა მსგავსი არაფერი მომხდარა და ცნობისათვისაც.დღეს-დღეობით უძლიერესი ჟღერადობის რეკორდი ჯგუფ Manowar-ს ეკუთვნის 139 დეციბალი.თუმცა მათ კონცერტებზე მსგავსი არავის არაფერი მოსვლია...




5) led zeppelin-kashmir-თურმე ვიღაც ინდოელ მილიარდელ რაჯას ისე უყვარდა ჯგუფი, რომ გადაწყვიტა თავის სასახლეში მოეწვია და მისთვის პირადად კონცერტი გაემართათ, ამისთვის მილიონ დოლარს იხდიდა თუმცა ჯგუფის წევრების პასუხი ასეთი იყო:"ჩვენ ფულზე არ ვიცვლებით"(ან არ ვიყიდებით)..ამის შემდეგ შეიქმნა სიმღერა "ქაშმირი".თუმცა წლების შემდეგ ეს ჭორი ფაქტობრივად ახდა


სინამდვილე:კომპოზიცია სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა, ხოლო ტექსტის იდეა ჯგუფის წევრებს საჰარის უდაბნოს ნახვის შემდეგ დაებადათ(მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აქვს საერთო ქაშმირის პროვინციასთან, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში მდებარეობს)



90-იანი წლებიდან, როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი და საინფორმაციო ვაკუუმიც გაიხსნა მსგავსმა ჭორებმაც იკლო. მით უმეტეს ახლა ინტერნეტის ეპოქაში, როცა ნებისმიერ ინფორმაციას წამებში გადაამოწმებ.თუმცა ახლაც შეიძლება გაიგო გულუბრყვილო ჭორები, თუმდაც ის, რომ მაიკ ჯექსონი ცოცხალია.


იხილეთ აგრეთვე:სინათლის სხივი რკინის ფარდის მიღმა-ლეგენდარული მუსიკალური გადაცემა


"რკინის ფარდის" აქეთ გადმოსულები ანუ დასავლელი ვარსკვლავები საბჭოთა კავშირში


მუსიკალური ნოსტალგია:რომელი უცხოური სიმღერები და შემსრულებლები იყო საბჭოთა კავშირში პოპულარული?


1
169
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
169
  
2016, 28 ნოემბერი, 19:28
მაგარია...
0 1 1