x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყუბანში მიმდინარე სამხედრო სწავლებისას, სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავიდან დესანტირებისას სამი პარაშუტისტი უგზოუკვლოდ დაიკარგა

image ყუბანში მიმდინარე სამხედრო სწავლებისას, სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავიდან დესანტირებისას სამი პარაშუტისტი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
როგორც სააგენტო " ТАСС"–ი იუწყება სამი მედესანტე, რომლებიც საჰაერო–სადესანტო ჯარების სწავლებისას პარაშუტით გადმოხტომის მერე დაიკარგნენ იძებნებიან, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
ინფორმაცია სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბშიც დაადასტურეს.
"24 ნოემბერს საჰაერო–სადესანტო ჯარების ნოვოროსიისკის შენაერთის გეგმიურ სასწავლო–სავარჯიშო ხტომებისას პარაშუტებით, კრასნოდარის მხარის თემრიუკის რაიონში სამი მედესანტე დაეშვა დასახული დაშვების ზონის გარეთ, თვითმხილველების თქმით მედესანტეები დაეშვნენ მდინარე ყუბანში"–იუწყება სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს–სამსახური.
ორგანიზებულად მიმდინარეობს ძებნის პროცესი, მაშველებთან ერთად ადგილზე მუშაობს საჰაერო–სადესანტო ჯარების სარდლობა ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად.
1. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მორიგი მოიერიშე "Су-25" დაკარგა

2. რუსეთში ამურის ოლქში დაიწვა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენ–რაკეტმზიდი "Ту-95".

3. მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა მოდერნიზებული Ка-52 «Аллигатор».

0
222
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0