x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტრიინ კიბური ახალგაზრდა ქალი რომელმაც მთვრალი მძღოლი შეცვალა და მგზავრები მშვიდობიანად მიიყვანა საზღვრამდე

image მთვრალი მძღოლი მამაკაცი, ახალგაზრდა ქალმა ჩაანაცვლა ავარიის თავიდან ასარიდებლად.
ტალინი–რიგის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გააჩერა საგზაო პოლიციამ, რადგან გაუჩნდათ ეჭვი მის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაზე ზიგზაგისებური მოძრაობის და ხშირი მკვეთრად დამუხრუჭების გამო.
მართლაც ავტობუსის საჭესთან 50 წლის მთვრალი მამაკაცი აღმოჩნდა, მან პოლიციას განუცხადა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც ის პოლიციამ მძღოლის სავარძლიდან მგზავრის სავარძელში გადასვა. საბედნიეროდ ავტობუსის მგზავრებში აღმოჩნდა ახალგაზრდა ქალი რომელსაც "D" კატეგორიის მართვის მოწმობა აღმოაჩნდა, ეს კატეგორია განკუთვნილია ავტობუსის მართვისათვის.
ახალგაზრდა ესტონელი ქალი ტრიინ კიბური მიუჯდა კომპანია "Ecolines" ავტობუსის საჭეს და ავტობუსმა მოძრაობა გააგრძელა ლატვიის საზღვრის მიმართულებით. საზღვარზე კი 3 საათიანი ლოდინის მერე მოვიდა ავტობუსი აღნიშნული კომპანიიდან, რომელშიც გადასხდნენ მგზავრები და ამ ავტობუსით გააგრძელეს გზა რიგის მიმართულებით.
მგზავრებმა უკმაყოფილება გამოხატეს კომპანიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო. "სამგზავრო გადაზიდვების კომპანია "Ecolines"–ის მესვეურები დაგვპირდნენ, რომ მთვრალ მძღოლს მალევე ჩაანაცვლებდნენ სხვა მძღოლით, ეს არ გააკეთეს, ჩვენს ზარებს კი საერთოდ არ უპასუხეს, ავტობუსის სალონში რომ არ ყოფილიყო შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ტრიინ კიბური, ჩვენ ალბათ გზაზე მოგვიწევდა გაჩერებულ ავტობუსში საათობით ჯდომა, მხოლოდ მას შემდეგ რაც საზღვართან მივედით შევძელით დაკავშირება და 3 საათიანი ლოდინის მერე გამოგვიგზავნეს ახალი ავტობუსი"–ასე განუცხადა ავტობუსის ერთერთმა მგზავრმა გამომცემლობა " Delfi"–ის.
ამ სიუჟეტმა გამახსენა ფილმი სანდრა ბალოკის მონაწილეობით.

2
123
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
123
  
2016, 28 ნოემბერი, 14:16
გავს კიდევაც აი სანდრას
0 1 2