x
image
natia.a
გამოიცანით რომელი კაბაა ყველაზე ძვირი - პასუხი ნამდვილად გაგაკვირვებთ!
ძალიან ხშირად ინტერნეტ საიტებზე გვთავაზობენ გამოვიცნოთ, რომელი ჩანთა, ფეხსაცმელი თუ სამკაული უფრო ძვირი ღირს. დამეთანხმებით ეს საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით, როცა არ იცი რომელი ბრენდის პროდუქციაზეა საუბარი და მიახლოებითი წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა მასალისგან არის შექმნილი. ამჯერად მსგავს ტესტს პატარა შავ კაბებზე გთავაზობთ. კაბის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო რთულდება, რადგან ფოტოზე მხოლოდ სტილს ვხედავთ და არ ვიცით, რომელი ქსოვილია გამოყენებული. და მაინც, როგორ ფიქრობთ, წარმოდგენილი 9 პატარა შავი კაბიდან რომელია უფრო ძვირი?


image

ახლა კი შემოგთავაზებთ თითოეული მათგანის ბრენდსა და, შესაბამისად ფასს, რათა გაიგოთ სწორი იყო თუ არა თქვენი ვარაუდი.


1. კაბა, ნომრით 8 მიეკუთვნება ბრენდს სახელწოდებით French Connection და ღიღს $88.
image


2. №3 კიდევ უფრო ნაკლები ღირს - $48. ეს არის მოცემულ ფოტოზე ყველაზე იაფი კაბა, რომელიც ეკუთვნის BP-ს.

image

3. კაბა მე-5 ნომრით მრთლაც ძვირი ღირს, თუმცა ჩამონათვალის ლიდერი არ არის. მისი ფასია - $2175, ბრენდი- Anthony Vaccarello.

image

4. ნომერი 7 ღირს $139 და Chelsea28-ს სახელწოდებას ატარებს.
image


5. ლამაზი კაბა მე-6 ნომრით ეკუთვნის Michael Kors-ს და ღირს, არც მეტი არც ნაკლები, $895.
image


6. მკაცრი კაბა მე-4 ნომრით ღირს $1390! თუმცა არც ეს არის ჩამონათვალის ლიდერი. ბრენდი - Herve Leger.

image

7. სადღესასწაულო კაბა №2 ატარებს Halston Heritage-ის სახელს და მისი ფასია $445.
image


8. გიპიურიანი კაბა მე-9 ნომრით ღირს სულ რაღაც $220 და მიეკუთვნება ბრანდს Adrianna Papell.

image

9. და აი, ლიდერი! კაბა პირველ ნომრად, ღირს $3490! ეს გასაკვირიც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ლეგენდარულ Valentino-ს ეკუთვნის.


imageასევე საინტერესოა:



1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე (!) და როგორი უნდა იყოს იარლიყი - ეს ბევრმა არ იცის!


2. რატომ აქვს ქალის და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს - ეს ბევრმა არ იცის!


3. როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი მარილის ლაქებისგან ზამთარში - ეს უნდა ვიცოდეთ!


4. გამოიცანით რომელი ფეხსაცმელია ძვირადღირებული - ტესტი ქალებისთვის




1
4669
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
4669
  
2016, 28 ნოემბერი, 13:32
მე მეშვიდე მეგონა
0 1 1