x
image
natia.a
პირველკლასელმა გოგომ მამას ქალსა და კაცს შორის განსხვავება ისე აუხსნა, რომ კაცი შოკში ჩავარდა - იხალისეთ!
image
ძალიან ხშირად მშობლებისთვის დიდ უხერხულობასთან არის დაკავშირებული შვილებთან, განსაკურებით მცირეწლოვან ბავშვებთან, ინტიმურ თემებზე საუბარი, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ტაბუდადებულ თემაზე, როგორიცაა ქალსა და მამაკაცს შორის სქესობრივი განსხვავება. მართალია, აღნიშნულ საკითხზე ადრე თუ გვიან საუბარი მშობელს აუცილებლად მოუწევს, მაგრამ ის, რაც ჩვენი ისტორიის გმირს შეემთხვა, განსაკუთრებულია და ვფიქრობ, ძალიან გაგახალისებთ. ეს ამბავი თავად მამამ გამოაქვეყნა საკუთარ ბლოგზე და თან ფოტოებიც დაურთო. ქვემოთ კი თარგმანს გთავაზობთ:

"ჩემი 6 წლის გოგონა სკოლიდან გამოვიყვანე, მანქანაში ჩავსვი და სანამ სახლამდე მივიდოდით, ჩვეულებრივი საუბარი გავუბი. შევეკითხე, როგორ ჩაიარა დღემ და რა ისწავლეთ დღეს-მეთქი. მანაქაში მოკალათებული პატარა სიამოვნებით მიყვებოდა ყველაფერს, რაც იმ დღეს სკოლაში თავს გადახდა. ყურს სანახევროდ ვუგდებდი, მაგრამ მოულოდნელად ერთმა ფრაზამ მიიპყრო ჩემი ყურადღება:

- გაკვეთილზე გავიგეთ რითი განსხვავდებიან ბიჭები გოგოებისგან! - აღტაცებით მომახარა ჩემმა გოგომ. - მასწავლებელმა გვიამბო, რომ ბიჭებს ერთი ისეთი რამ აქვთ, რაც გოგოებს არ აქვთ.


შეცბუნებულმა სარკეს გავხედე და უკანა სავარძელზე წამოსკუპებული ჩემი პატარა გოგონას მხოლოდ ქოჩორს მოვკარი თვალი.


image

- დიახ, მართალია... - დავეთანხმე საგონებელში ჩავარდნილი. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და მანქანაში ერთი წუთით სიჩუმე გამეფდა. შემდეგ ისევ განაგრძო ჩემმა ქალიშვილმა:


image

- ამ ჩამოკიდებულ რაღაცას რომ დაინახავ, მაშინვე მიხვდები, რომ ეს ბიჭია. როცა ბიჭები გოგოებს ხედავენ, ეს რაღაც იბერება და გოგოებს ეს ძალიან მოსწონთ! - არ ჩერდებოდა ჩემი გოგონა. - იცი, რატომ მოსწონთ გოგოებს ეს რაღაც?

- ჰმ...რა ვიცი... - სასოწარკვეთილი ვცდილობდი, პასუხად რამე მომეფიქრებინა, თან გონებაში სახლამდე დარჩენილ მანძილს და დროს ვითვლიდი, ერთი სული მქონდა ამ ტანჯვა-წვალებისთვის თავი დამეღწია.



image

- საქმე ის არის, რომ როცა ბიჭი გოგოს ხედავს და ის რაღაც ებერება, გოგო ხვდება, რომ ბიჭს მოსწონს!
image

ალბათ საჭირო არ არის იმის თქმა, როგორ უხერხულად და საშინლად დაბნეულად ვგრძნობდი თავს. მაგრამ ქალიშვილმა არ დამინდო და გადაწყვიტა საბოლოოდ გავეწირე:

- მასწავლებელმა გვთხოვა ბიჭი დაგვეხატა. აი, ნახე მე როგორ დავხატე!


image

ამ ქვეყნად ყველაზე ნაკლებად იმ ნახატის ნახვა მინდოდა, ამიტომ შიშით, ცალი თვალით დავხედე ფურცელს, რომელსაც ჩემი ქალიშვილი მიწვდიდა. როცა დავინახე, სინამდვილეში რა იყო მასზე დახატული, თავი ვეღარ შევიკავე და ისტერიული ხარხარი ამიტყდა! სახატავი რვეულიდან პატარას ხელით დახატული და ფერადი ფანქრებით აჭრელებული ინდაური მიყურებდა და თავს გაფხორილი ბუმბულითა და ნისკარტზე დაკიდებული სწორედ იმ "რაღაცით" იწონებდა!"


imageასევე სახალისოა:


1. როგორ ჩააცვა ბაღის აღმზრდელმა ბიჭუნას ფეხსაცმელი - სახალისო ამბავი, რომელიც თან დაგაფიქრებთ


2. "დედიკო და მამიკო ცხენობანას თამაშობდნენ..." რა დაინახა ბავშვმა - ამბავი, რომელიც გაგახალისებთ


3. "ჩაი ხომ დალიე, ახლა მაჩვენე...უკანალი" - რა შეემთხვა სოფელში ახალგაზრდა მასწავლებელს


4. თანამედროვე დედის წერილი შვილს - აი, რა სჭირდებათ დღევანდელ ბავშვებს!


5. პირველკლასელის მოსწრებული პასუხები მასწავლებლის "ჩამჭრელ" შეკითხვებზე - სახალისო ამბავი


6
3972
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3972
  
2016, 28 ნოემბერი, 19:24
მასე გამოდის :)))
2016, 28 ნოემბერი, 19:09
და ინდაური შემოგეპუტააა :))))))))
2016, 28 ნოემბერი, 19:04
სანამ დასასრული ჩავიკითხე, მასწავლებლის გაპუტვა მომინდა :))))
2016, 28 ნოემბერი, 13:35
:D:D:D სად მიაგნებ ხოლმე ასეთ ისტორიებს?! ძაან მაგარია...
2016, 28 ნოემბერი, 12:49
)))))))))))))
2016, 28 ნოემბერი, 12:45
:D ცუდად ვარ, მეც კი ამიტყდა ხარხარი :D
0 1 6