x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133849
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ცნობილ ნახატებში დაფარული უცნობი საიდუმლოებანი
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ცნობილი მხატვრების არანაკლებ ცნობილ ტილოებში, რომლებიც მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების მიერ ძირფესვიანადაა შესწავლილი, თურმე არაერთი საიდუმლოა დაშიფრული. ხელოვნების თითქმის ყველა ცნობილ ნაწარმოებში დევს რაიმე გამოცანა, ორაზროვანი იდეა ან იდუმალი ისტორია, რომლის ამოხსნაც ასე ძლიერ გვსურს. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ საიდუმლოებებზე გვექნება საუბარი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა, ათი ცნობილი ტილო მათში დაფარული ათი საიდუმლოებით.


112 ანდაზა ერთ ნახატში - პიტერ ბრეიგელი, "ნიდერლანდური ანდაზები", 1559 წელი


image



პიტერ ბრეიგელ-უფროსის ცნობილ ტილოზე აღბეჭდილია დედამიწა, დასახლებული(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) იმდროინდელი ნიდერლანდური ანდაზებით. ნახატზე 112 იდიომაა ნაპოვნი, რომელთანაგ ზოგიერთი მათგანი დღესაც გამოიყენება თანამედროვე ნიდელანდურ მეტყველებაში. მაგალითად: "დინების საწინააღმდეგოდ ცურვა", "კედელზე თავის მიხლა", "კბილებამდე შეაიარაღებული", "დიდთან პატარა უძლურია" და ასე შემდეგ. ანდაზების დიდი ნაწილი ადამიანების სიბრიყვეს გამოხატავს.


ხელოვნების სუბიექტურობა, პოლ გოგენი, "ბრეტონის სოფელი თოვლის ქვეშ", 1894 წელი


image


პოლ გოგენის ტილო "ბრეტონის სოფელი თოლის ქვეშ" ავტორის სიკვდილის შემდეგ სულ რაღაც 8 ფრანკად გაიყიდა, თუმცა სულ სხვა სახელწოდებით :"ნიაგარის ჩანჩერი". საქმე იმაშია, რომ ადამიანმა, ვისაც აუქციონი მიყავდა, ნახატი თავდაყირა ჩამოკიდა, დაიანახა რა მასში ჩანჩქერი და არა თოვლიანი სოფელი.


მალევიჩის გზავნილი, კაზიმირ მალევიჩი, "შავი კვადრატი", 1915 წელი


image


ტრეტიაკოვის გალერეის სპეციალისტებმა მალევიჩის ცნობილ ტილოზე შემთხვევით აღმოაჩინეს წარწერრა:"ზანგების ბრძოლა ბნელ გამოქვაბულში". ეს ფრაზა იყო გამოძახილი ფრანგი ჟურნალისტის, მწერლისა და მხატვრის სახუმარო ნახატისა "ზანგების ბრძოლა გვიან ღამით ბნელ გამოქვაბულში", რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურად შავ კვადრატს.


დაფარული ნახატი, პაბლო პიკასო, "ცისფერი ოთახი", 1901 წელი


image


2008 წელს ჩატარებულმა ინფრაწითელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ "ცისფერი ოთახის" ქვეშ დაფარულია კიდევ ერთი გამოსახულება - მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც ბაფთიანი კოსტიუმი აცვია და ხელი ნიკაპქვეშ აქვს ამოდებული. "როგორც კი პიკასოს ახალი ფდეა გაუჩნდებოდა, ის იმწამსვე კიდებდა ფუნჯს ხელს და ხატვას იწყებდა, თუმცა ახალო ტილოების საყიდელი ფული მხატვარს ყოველთის როდი ჰქონდა, ამიტო ის იძულებული იყო ძველ ტილოზე თავიდან დაეხატა სხვა სურათი"-, ხსნის ამის შესაძლო მიზეზს ფრანგი ხელოვნებათმცოდნე პატრიცია ფავერო.



უკარება მაროკოელები, ზინაიდა სერებრიაკოვა, "ნაგაია", 1928 წელი


image


ერთხელ ზინაიდა სერებრიაკოვას მაცდური წიანადადება მისცეს-მას შესთავაზეს გამგზავრებული შემოქმედებით მივლინებაში, რათა ტილოზე აღებეჭდა შიშველი აღმოსავლელი მზეთუნახავები. მხატვარი ენთუაზმისთა აღსავე გაეშურა მაროკოში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ადგილებში მენატურის პოვნა არც ისე იოლი იყო. მხატვარს დამხმარედ საკუთარი თარჯიმანი მოევლინა-მან ზინაიდას თავისი დები და საცოლე მიუყვანა. ეს იყო პირველი შეთხვევა, როცა ფერმწერს მიეცა შესაძლებლობა ტილოზე გადაეტანა გაშიშვლებული აღმოსავლური სილამაზე.


სპონტანური გამონათება, ვალენტინ სეროვი, "ნიკოლოზ მეორის პორტრეტი", 1900 წელი


image


სეროვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სურდა მეფის პორტრეტის დახატვა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო-ვერაფრით ვერ იპოვა .. მხატვარი იძულებული გახდა მისულიყო მეფესთან და ბოდიში მოეხადა დავალების შეუსრულებლობის გამო. ნიკოლოზი დაიბნა მხატვრის აღიარების მოსმენით, ის მაგიდასთან ჩამოჯდა, ხელები წინ დაიწყო და მხატვარს მშვიდად შეხედა... და აქ სეროვი მიხვდა, რომ მან იპოვა ის, რასაც ეძებდა - მას უნდა დაეხატა სამხედრო სერთუკში ჩაცმული უბრალო ოფიცერი სუფთა და სევდიანი თვალებით. სწორედ ეს ნახატი ითვლება რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის საუკეთესო პორტრეტად.


როგორ იბადება შედევრები, ჯოზეფ ტერნერი, "წვიმა, ორთქლი და სიჩქარე", 1844 წელი


image


1842 წელს მისის სიმონი მატარებლით მოგზაურობდა ინგლისში. უცებ დაიწყო ძლიერი თავსხმა წვიმა. ქალის მოპირდაპირე სკამზე მჯდომი ხანდაზმული მამაკაცი უცებ წამოდგა, გააღო სარკმელი, თავი გარეთ გაჰყო და ასე იყო ათიოდე წუთის განმავლობაში. ქალი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, მანაც გააღო ფანჯარა და გარეთ გაიხედა, რომ ენახა, თუ რას უყურებდა მამაკაცი ასე დაჟინებით. ერთი წლის შემდეგ ეს ქალბატონი სამეფო აკადემიის მხატვრების მიერ მოწყობილ გამოფენაზე მოხვდა და აი, მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა ნახატმა, რომელიც გასაცარი სიცხადით აღწერდა მატარებელში მომხდარ შემთხვევას. მისის სიმონი მიხვდა, თუ ვინ იყო ის ხანდაზმული მამაკაცი და რად უმზერდა ასე დაჟინებით წვიმასა და ორთქლში გახვეულ ვაგონებს.


ანატომიის გაკვეთილი მიქელანჯელოსაგან, მიქელანჯელო, "ადამის შექმნა'', 1511 წელი


image


ნეიროანატომიის სფეროში მოღვაწე ამერიკელი ექსპერტების აზრით, მიქელანჯელომ მის ყველაზე ცნობილ ტილოზე ანატომიური ილუსტრაციები დაგვიტოვა. ექსპერტები თვლიან, რომ სურათის მარჯვენა ნაწილში გამოსახულია ადამიანის დიდი ზომის ტვინი; გასაოცარია, მაგრამ ნახატზე შესაძლებელია ტვინის ცალკეული ელემენტების, მათ შორის მცირე ტვინის, ჰიპოფიზის და მხედველობითი ნერვების პოვნაც კი, ხოლო მწვანე ლენტი იდეალურად ემთხვევა ხერხემლის არტერიის ადგილმდებარეობას.



ვან გოგის საიდუმლო საღამო, ლუდვიგ ვან გოგი, "კაფეს ღამის ტერასა", 1888 წელი


image


მკვლევარი ჯარედ ბაქსტრეი თვლის, რომ ვან გოგის ტილოში "კაფეს ღამის ტერასა " დაშიფრულია იდუმალი გზავნილი ლეონარდო და ვინჩის ფრესკის "საიდუმლო სერობის" მისამართით. ნახატის ცენტრში თქვენ ხედვთ თეთრ ტუნიკაში ჩაცმულ გრძელთმიან ოფიციანტს, რომელიც საოცრად გვაგონებს იესოს, მაგიდებთან კი ზუსტად 12 სტუმარი ზის, ისევე როგოც 12 მოციქული ''საიდუმლო სერობაში''. ასევე ადვილი შესამჩნევია ჯვარი, რომელიც ზუსტად ოფიციანტის ზურგს უკან მოჩანს.


მეხსიერების ხატება დალის ტილოზე, "მეხსიერების მუდმივობა'', სალვადორ დალი, 1931 წელი

image


საიდუმლო არაა, რომ აზრები, რომლებიც დალის "სტუმრობდნენ" მისი შედევრების შექმნის პროცესში, ხშირად იძენდნენ მატერიალურ სახეს, რომელიც შემდეგ ხელოვანს ტილოზე გადაჰქონდა. ასე მაგალითად, თავად მხატვრის აღიარებით, სურათი "მეხსიერების მუდმივობა" შექმნილი იქნა ასოციაციის შედეგად, რომელიც დალის თავში მოუვიდა მდნარი ყველის დანახვისას.



ფიროსმანი, "მამალი და კრუხ-წიწილა", 1911 წელი


image


ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ამ სურათზე ერთი შეხედვით სოფლის ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრებაა ასახული, თუმცა თუ მას კარგად დავუკვირდებით, შესაძლებელია განსაცვიფრებელი სიმბოლოების აღმოჩენა: სცენა თამაშდება სოფლის ეზოში, დედაკაცსა და ბიჭუნას შორის... ბიჭუნა კარის გაღებას აპირებს... იგი ზურგშექცევით დგას მშობლიური ეზოსკენ, სადაც მისმა ბავშვობამ ჩაიარა. ფიქრებით უკვე იქაა, სადაც განუჭვრეტელობა ელოდება, თუმცა იქნებ მეზობლის ეზოში ან მდელოზე მიდის, ანდა სულაც ალალბედად მიემართება ცხოვრების გზაზე...აი რაშია საქმე: ბიჭუნა ერთი შეხედვით შვიდიოდე წლისა იქნება -
ნიკო ფიროსმანიც სწორედ ამ ასაკისა იქნებოდა, როცა მირზაანი მიატოვა და ბედის ანაბარად გაეშურა თბილისში.



2
1387
19-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1387
  
2016, 30 ნოემბერი, 17:07
მადლობა, გენაცვალე :*
2016, 30 ნოემბერი, 12:06
ცხელი ჭიქა ყავასავით გემრიელად მიდის ხოლმე შენი სტატიები))
0 1 2