x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
უახლესი სტატისტიკით, გამოვლინდა 5 ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში!

1. ბილ გეიტსი - 81 მილიარდი დოლარი, სიმდიდრის შეფასება:8, წყარო- MICROSOFT, ასაკი - 60 წლის, საცხოვრებელი ადგილი - ვაშინგტონი, აშშ

image

მსოფლიოს უმსხვილესი კერძო საქველმოქმედო კომპანიების ლიდერი, მაიკროსოფტის დამფუძნელებელი და აღმასრულებელი დირექტორი - ბილ გეიტსი კვლავ რეიტინგში ლიდერობს! იგი წლებია უკვე, რაც ბავშვებს ეხმარება ჯანმრთელობის საკითხებზე, დაახლოებით 200 000-ზე მეტი, 12 წლამდე ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ამ კეთილშობილმა მილიარდერმა 3, 5 მილიარდი დოლარი დახარჯა. ბოლო 23 წლის განმავლობაში ბილ გეიტსი მილიარდერების სიაში ლიდერობას არავის უთმობს, 2014 წელს, მან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა, თუმცა მოგვიანებით ისევ შეურთდა. გეიტსი აქტიურ ბიზნესცხოვრებას კვლავ განაგრძობს, მას ძალიან დიდი რაოდნობით ინვესტიცია აქვს ჩადებული კანადის რკინიგზასა და კომპანია - Deere & Co-ში, რომლებიც ტრაქტორების წარმოებით არიან დაკავებულნი.







2. ჯეფ ბეზოსი - 67 მილიარდი დოლარი, სიმდიდრის შეფასება:8, წყარო - AMAZON.COM, ასაკი - 52, საცხოვრებელი ადგილი - სიეტლი, აშშ

image

Amazon- ის მფლობელი წელს ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა რეიტინგში. FORBES-ის სტატისტიკით, მან 20 მილიარდი დოლარი შემატა საკუთარ ბიუჯეტს, რაც 2016 წლისთვის საუკეთესო შედეგია მილიარდერთა სიაში. დღეს ამაზონს უკვე თითქმის მილიარდზე მეტი ადამიანი სტუმრობს, საიტი საკმაოდ წარმატებულად მუშაობს მთელი მსოფლიო მასშტაბით. ჯეფ ბეზოსის ერთ-ერთი უდიდეს ოცნებას წარმოადგენდა სივრცეში მოგზაურობა! აქედან გამომდინარე მან ჩამოაყალიბა კომპანია - Blue Origin. ბეზოს განცხადებით შექმნილია ისეთი კოსმოსური ხომალდი, რომელსაც ადამიანების სივრცეში გადაყვანა შეეძლება. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ჯეფ ბეზოსი არის Star Trek-ის ფილმის გულშემატკივარი, მას მცირე როლიც აქვს მორგებული, ნაგულისხმევ ფილმში(უცხოპლანეტელის როლი).







3. უორენ ბაფეტი - 65, 5 მილიარდი დოლარი, სიმდიდრის შეფასება:8, წყარო - BERKSHIRE HATHAWAY, ასაკი - 86, საცხოვრებელი ადგილი - ომაჰა, აშშ

image

მისი ზედმეტსახელია - ომაჰას გენიოსი. მიუხედავად იმისა, რომ წელს თავის ბიუჯეტს 3, 5 მილიარდი დოლარი შემატა, მაინც დაკარგა რეიტინგში მეორე ადგილი და გადაინაცვლა მესამე ადგილზე. უორენ ბაფეტის განცხადებით, ის ბავშვები, რომლებიც 2017 წელს დაიბადებიან, ყველაზე იღბლიანები იქნებიან! რა სიურპრიზს უწყობს ამერიკელი მილიარდერი მომავალი წლის ახალშობილებს, ჯერჯერობით უცნობია. Berkshire Hathaway-ის აქციები აქვს ასევე American Express-ში, Coca-Cola-ში, Dairy Queen-ში, Geico-სა და Fruit of the Loom-ში. აქედან გამომდინარე უორენ ბაფეტი, 2017 წელს, რეიტინგში მეორე ადგილზე დაბრუნებას იმედოვნებს!








4. მარკ ცუკენბერგი - დეტალები დაზუსტებული არ არის!

image

ყველასთვის ცნობილი მარკ ცუკენბერგი, წელს პირველად საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. იგი სოციალურ ქსელ - Facebook -ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მარკ ცუკენბერგმა, მეუღლე პრისკილა ჩენთან ერთად უძლიერესი ნაბიჯი გადადგა! მათ 3 მილიარდი დოლარი გადარიცხეს ჯადაცვაში. გადარიცხვა განხორციელდება მსოფლიო მასშტაბით, ყველა ქვეყანაში. ცუკენბერგის 2016 წლის შემოსავალი შეადგენს 15.2 მილიარდ დოლარს. აპრილის თვეში ქსელმა მსოფლიოში პირველად Live ფუნქცია დაურთო ფეისბუკს! მომავალი ორი წლის განმავლობაში იგეგმება ასევე ვირტუალური რეალობის ფუნქციის დამატებაც( Oculus Rift). შეგახსენებთ, რომ მარკ ცუკენბერგმა სოციალური ქსელი 2004 წელს, 19 წლის ასაკში შექმნა!







5. ლარი ელისონი - 49, 3 მილიარდი დოლარი, სიმდიდრის შეფასება:9, წყარო - ORACLE, ასაკი - 72, საცხოვრებელი ადგილი - ვუდსაიდი, (კალიფორნია)აშშ

image

2007 წლის შემდეგ, ელისონი პირველად ჩამორჩა ლიდერთა სამეულს. მისი სიმდიდრე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1, 8 მილიარდი დოლარით მოიმატა, თუმცა როგორც ჩანს ახალგაზრდებმა ის მეხუთე ადგილზე "მოისროლეს". ელისონი არის დამფუძნებელი კომპანიისა ORACLE, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტად ითვლება მთელ მსოფლიოში. როგორც ცნობილია, უახლეოს მომავალში ელისონი გეგმავს NetSuite-ის შეძენას, რომელიც 9.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ლარი ელისნომა 2014 წელს დატოვა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი, თუმცა კვლავ კომპანიის პრეზიდენტი და ტექნიკური უზრუნველყოფის თავჯდომარეა. ელისონი უახლოეს მომავალში დასავლეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში 200 მილიონი დოლარის გადარიცხვას აპირებს, სადაც კიბოს დაავადების თავიდან აცილებას იკვლევენ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



იხილეთ ასევე:


1 - 12 ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება მსოფლიოში!

2 - 10 ყველაზე დიდი ალმასი დედამიწაზე!

3 - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 7 ცხოველი!

4 - მათ ამ სახლის აშენება მხოლოდ 4000 დოლარი დაუჯდათ!

5 - პლანეტის 62 უმდიდრესი ადამიანი, რომლებიც ნახევარ მსოფლიოზე მდიდრები არიან!

2
1335
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1335
  
2016, 29 ნოემბერი, 21:54
კარლოს სლიმი წესით მეორე ადგილზე უნდა ყოფილიყო, თუმცა მან მტკიცე უარი განაცხადა მსგავს რეიტინგებში ყოფნის შესახებ! ამიტომ ფორბსი მკაცრად გაფრთხილებულ იქნა იმის შესახებ, რომ კარლოს სლიმის სახელი არ ყოფილიყო სიაში
2016, 29 ნოემბერი, 21:35
კარლოს სლიმი მოკვდა თუ რაშია საქმე?:)
0 1 2