x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჯადოვილის ბლოკადა - რეალური ამბავი, სამხედრო ისტორიიდან!

ჯადოვილის ბლოკადა - რეალური ისტორია, რომელიც 1961 წელს მოხდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ცივი ომი ზენიტს აღწევდა. ძალთა გადანაწილება ხდებოდა აფრიკაში, ახლად ჩამოყალიბებულ კონგოს რესპუბლიკაში, რომელსაც შემდგომში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდა. კატანგა - ეს იყო ტერიტორია, სადაც დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთამნეთს ეტაკებოდა, მინერაული წიაღისეულის მითვისებისთვის.


image


კონგოდან მინერალურ წიაღისეულს პარალელურად ითვისებდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ მინერალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იარაღის წარმოებისთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის(გაერო) გადაწყვეტილებით, კონგოს რესპუბლიკაში გაგზავნილ იქნა ირლანდიელი "მშვიდობის ელჩები". რამოდენიმე ათეული ჯარისკაცის მოვალეობას წარმოადგენდა მშვიდობა, რომელიც კატანგაში(კონგოს რესპუბლიკა) უნდა დაემყარებინათ.

image


სამხედროები მოვალეობას ჩვეულებრივ სტანდარტულ რეჟიმში ასრულებდნენ, როდესაც მათ კონგოს არმიის ჯარისკაცები დაესხნენ თავს. მოულოდნელ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი შეტაკება იყო, რაც გაეროს პრინციპებში არ შედიოდა.


image


"მშვიდობის ელჩების" სიტუაცია საკმაოდ გართულდა, შეტაკება მიმდინარეობდა, ელჩები დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ... 150 ჯარისკაცი, რომელიც შობეს პროვინციის შეირაღებულ სამხდრო არმიას ეწინააღმდეგებოდა, რთულად წარმოსადგენი იყო მათი გადარჩენა, მითუმეტეს დახმარების გარეშე.


image


საბედნიეროდ 150 დან არცერთი გამოუცდელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ეს რათქმაუნდა ერთ დიდ სასწაულსაც ნიშნავდა. მშვიდობის ელჩები ზავით სახით ჩაბარდნენ, შობეს პროვინციის სამხედროებს.


image


მათ ერთი თვე გაატარეს შობეს პროვინციის ციხეში. 150 ვე ჯარისკაცი გაეროს დახმარებით გათავისუფლებულ იქნა, სამხედროები ირალანდიაში დაბრუნდნენ.


image


ჟადოვილის 5 დღიან ალყის პერიოდში არცერთი ირლანდიელი მეომარი არ დაღუპულა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოუცდელი სამხედროები იყვნენ. მათი დაბრუნების შემდეგ, მეომრები შერაცხულ იყვნენ, როგორც მშიშრებად და ამბავი ჯადოვილის ბლოკადისა, წლების განმავლობაში იმალებოდა. 1963 წელს, კატანგის დამოუკიდებლობა დასრულდა! შობეს პროვინციის ერთპიროვნული მმართველი მოისა შობე გარდაიცვალა ალჟირში, გულის შეტევით. საბოლოოდ, 2005 წელს მეომრების დამსახურებული ღირსება, დაფასებულ იქნა ირლანდიის ხელისუფლების მიერ. 150 ჯარისკაცს, ოფიცრებთან ერთად გმირის წოდება მიუჩინეს!



პ.ს - ამ საინტერესო ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოიძიოთ ფილმი, სახელწოდებით: "ჯადოვილის ბლოკადა"





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



იხილეთ ასევე:

1- სისხლიანი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც ისტორიაში წითელი ასოებით შევიდა!

2- ნაცისტების საიდუმლო "ბოროტების ბანაკი" გაიშიფრა!

3- საბჭოთა კავშირის საიდუმლო პროექტები

4- 10 ქვეყანა, რომლებსაც შეუძლიათ წამოიწყონ "მესამე მსოფლიო ომი"

5- 35 უძლიერესი სამხედრო არმია ჩვენს პლანეტაზე, 2015 წლის სტატისტიკით





დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

0
352
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0