ჭადრაკი რუსი მოჭადრაკე დიდოსტატი აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა ანუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ექსტრემალურმა გართობამ 2016, 27 ნოემბერი, 14:03 20 წლის რუსი დიდოსტატი ჭადრაკში იური ელისეევი 12 სართულის აივნიდან აივანზე გადასვლის დროს გადმოვარდა და დაიღუპა, როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა კაცი მანამდეც არაერთხელ ასრულებდა მსგავს ტრიუკებს, ხოლო ფოტოებს სოციალურ ქსელში ანთავსებდა.
26 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა 20 წლის დიდოსტატი იური ელისეევი, ამის შესახებ პირველად ინფორმაცია გაავრცელა მისმა მეგობარმა, ასევე დიდოსტატმა დანიელ დუბოვმა სოციალურ ქსელ ВКонтакт-ში. როგორც РЕН-ТВ-იუწყება ელისეევი მანამდეც არაერთხელ ასრულებდა მსგავს ტრიუკებს და ექსტრემალურ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ნიჭიერ მამაკაცს მსგავსი "გართობა" სიცოცხლის ფასად დაუჯდა. იური ელისეევი 12 წლის იყო, როდესაც 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა საჭადრაკო ამოცანების ამოხსნაში. 2012 წელს 16 წლის ასაკში გახდა რუსეთის ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. ერთი წლის შემდეგ მიენიჭა დიდოსტატის წოდება. 2016 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო ტურნირზე Moscow Open. FIDE-ს მსოფლიო რეიტინგში ელისეევი 242-ე ადგილს იკავებდა. იხილეთ აგრეთვე:7 სელფი სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე ნოვოსიბირსკში მოზარდი 23-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა ახალგაზრდა კაცი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა მშენებელი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა.მეტიც, ადგა და სახლში წავიდა 363 7-ს მოსწონს 1-ს არა
|