x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნოსტალგია:80-იანი წლების პოპ-მომღერლები,რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან ამჟამად?
1)სანდრა-1985 წელს მისი სიმღერა "Maria Magdalena"-მ უამრავი ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა, მას ევროპელ მადონას უწოდებდნენ. სანდრა გათხოვდა თავისავე პროდიუსერზე მიშელ კრეტაზე, გაუჩნდა ორი შვილი.


1990 წელს მიშელმა წამოიწყო ახალი პროექტი "Enigma", სადაც სანდრაც მღეროდა, ქმართან გაყრის შემდეგ ცოტა ხნით მუსიკალურ კარიერას ჩამოშორდა, თუმცა 2002 წლიდან ალბომი "The Wheel of Time"-ით დაუბრუნდა პოპ-ინდუსტრიას.

სანდრა ამჟამად დროდადრო გამოდის სხვადასხვა ფესტივალებზე და ასრულებს ძირითადად ძველ ჰიტებს.

image




image








2)სამანტა ფოქსი-80-იანი წლების სექს-სიმბოლო მომღერლობის გარდა იყო მოდელი და კინოშიც მოსინჯა ბედი, მათ შორის მიიწვიეს ბოლივუდში ფილმზე Rock Dancer.


წლების განმავლობაში ხვდებოდა ავსტრალიელ პიტერ ფორსტერს, მათ ბავშვიც იშვილეს, მაგრამ დაეღუპათ, პატარამ შემთხვევით ერთი ბოთლი სპირტი დალია.

ფოქსი სცენას ფაქტიურად ჩამოშორდა, ბოლო მისი სინგლი "Call me" 2010 წელს გამოვიდა, რომელიც 80-იანი წლების კიდევ ერთ სექს-სიმბოლოსთან, საბრინასთან ერთად ჩაწერა.

image


image







3)სი სი კეტჩი(კაროლინა კატერინა მიულერი)-ერთ-ერთი მუსიკალური კონკურსის შემდეგ სი სი კეტჩით დაინტერესდა დიტერ ბოლენი Modern Talking-იდან და სტუდიაში მიიწვია.ამის შემდეგ დაიწყო გოგონას თავბრუდამხვევი პოპულარობა.


მომღერალი ახლა ჩინებულად გამოიყურება, 2000-იანი წლებშიც წერს ახალ ალბომებს, 2014 კაროლინამ ჩაწერა დუეტი Smokie-ის ყოფილ ვოკალისთთან კრის ნორმანთან ერთად სახელწოდებით "Another Night In Nashville"


image


image







4)Modern Talking-80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ევროპოპი და ევროდენს ჯგუფი, რომელიც დიტერ ბოლენმა და თომას ანდრესმა შექმნეს, თუმცა მუსიკოსებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გამო 1988 წელს დაიშალა, 1998 წელს ჯგუფი დაბრუნდა სცენაზე, სიმღერების რემიქს-ალბომით Back for Good, მაგრამ, 2003 წელს, 7 ალბომის გამოცემის შემდეგ საბოლოოდ დაიშალა.


დიტერ ბოლენი ამჟამად მრავალ მომღერალთან თანამშრომლობს, როგორც კომპოზიტორი და პროდიუსერი, მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში, მულტფილმებსა თუ სარეკლამო რგოლებში.

რაც შეეხება თომას ანდრესს, რამდენიმე სოლო ალბომი ჩაწერა, მათ შორის ერთმა პლატინის სტატუსი შეიძინა.


image



image

image






5)საბრინა(დებორა სალერნო)-ფოტომოდელი, რომელმაც რამდენიმე სილამაზის კონკურსი მოიგო იტალიაში, ამის შემდეგ მიიწვიეს Canale 5-ზე ტელეწამყვანად, 1986 წელს გამოვიდა მისი პირველი სინგლი "Sexy Girl", მაგრამ ნამდვილი ფურორი მოახდინა კლიპმა «Boys».

მომღერალი დღემდე აქტიურად მოღვაწეობს, 2014 წელს გამოვიდა მისი ახალი სინგლი "Colour Me".


image
image




6)ბოი ჯორჯი-მოძრაობა ახალი რომანტიკის ერთ-ერთი პიონერი.რამდენიმე წლის წინ მოიხადა ციხეში სასჯელი ძალადობის გამო, ამჟამადაც განაგრძობს მოღვაწეობას და დროდადრო ტელევიზიებშიც ჩნდება.


image


image








7)Pet Shop Boys-ბრიტანული სინთი-პოპ ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი გაყიდვადი გახდა მთელს მსოფლიოში, პირველი დიდი წარმატება 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო.ჯგუფი დღესაც განაგრძობს მოღვაწეობას და უშვება ახალ ალბომებს.


image


image







8)Army of Lovers-შვედური ჯგუფი, რომელმაც სახელი გაითქვა ექსტრავაგანტული გარეგნობით და რა თქმა უნდა ჰიტით-"Army of Lovers".


2012 წელს ჯგუფი ხელმეორედ შეიკრიბა და "ევროვიზია"-2013-ის შესარჩევ კონკურსზე წარმოადგინეს ახალი სიმღერა "Rockin The Ride".


image


image








9)Erasure -ბრიტანული სინთი-პოპ ჯგუფმა, რომელიც შემადგენლობაში არიან ვინს კლარკი და ენდი ბელი(ეს უკანასკნელი ლგბტ-ია)განსაკუთრებით ჰიტი "Love To Hate You"-თი შეაყვარა თავი მსმენელებს.ჯგუფი დღესაც განაგრძობს მოღვაწეობას.

image

image









10)Arabesque-აქ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით სანდრას, რომელიც სოლო კარიერის დაწყებამდე ამ ჯგუფში გამოდიოდა, თავიდან ტრიო პოპულარული მხოლოდ იაპონიაში იყო, თუმცა Midnight dancer და Marigot bay-ის გამოსვლის შემდეგ ევროპაც დაიპყრეს.


2012 წელს ჯგუფი კვლავ შეიკრიბა, თუმცა შეცვლილი შემადგენლობით.


image



image






11)ბონი ტაილერი-ბრიტანელი პოპ-როკ მომღერალი ახლაც აქტიურად გამოდის სცენაზე, 2013 წელს ევროვიზიის კონკურსზე დიდი ბრიტანეთი წარადგინა სიმღერით "Believe in Me".


image


image






იხილეთ აგრეთვე :მუსიკალური ნოსტალგია:რომელი უცხოური სიმღერები და შემსრულებლები იყო საბჭოთა კავშირში პოპულარული?



3
1147
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1147
  
2017, 9 ნოემბერი, 19:30
ამ სიმღერებმა ის ადგილები და ის დრო გამახსენა,სადაც პირველად მოვუსმინე. კარგი იყო.
2016, 27 ნოემბერი, 14:04
გმადლობთ
2016, 27 ნოემბერი, 13:33
კარგი სტატიაა..წარსულში დამაბრუნა :)
0 1 3