x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ამ ტრადიციის მნახველს, ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ!

დედამიწაზე ძალიან ბევრი უცნაური ტრადიცია არსებობს, რომელსაც ასევე ძალიან ბევრი მიმდევარიც ჰყავს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ტომზე, რომელიც პაპუა ახალ გვინეაში არსებობას განაგრძობენ. მათ აქვთ ყველაზე საშინელი ტრადიცია მთელ მსოფლიოში.


image

პაპუა ახალ გვინეის, მორობეს რეგიონში დასახლებულ მთის ტომებს გააჩნიათ ყველაზე საშინელი ტრადიცია, რომელსაც სახელმწიფო კრძალავს. მიუხედავად აკრძალვისა, ადგილობრივები მაინც იცავენ ამ შოკისმომგვრელ ტრადიციას!


image

ტრადიციას ჩვენ ენაზე "შებოლილი თევზი"- ჰქვია. გარდაცვლილ მამაკაცს, ქალს თუ ბავშვს არ მარხავენ. პირველ რიგში გამოცდილი მუმიფიცირების ოსტატები, გვამს ფეხებზე, მუხლებსა და იდაყვებზე ჭრილს უკეთებენ, რათა სხეულიდან სითხე გამოდევნონ. ამ პროცესის შემდეგ, ბამბუკის ჯოხების გამოყენებით, ნაწლავებიდან დარჩენილ სითხესაც წვეთ-წვეთად იღებენ.


image

ორგანიზმიდან გამოდენილი სითხე, გარდაცლილის ახლობლებს გადაეცემათ. ისინი ამ სითხეს მთელ ტანსა და თმებზე ისმევენ. ტრადიციის თანახმად, ამ რიტუალის შესრულების შემდეგ, გარდაცვლილის მთელი ძალა გადაეცემა მათ, ვინც ამ მითითებს ზუსტად შეასრულებს. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ დარჩენილ სითხეს(ცხიმს) ოჯახურ პირობებში საჭმელის დასამზადებლად იყენებენ!


image

და ბოლოს... ენა, თვალები და ყურები გარდაცვლილის მეუღლეს რჩება. დარჩენილ სხეულს ტოვებენ ასეთ მდგომარებაში, სანამ არ დაჭკნება!


image

როგორც ცნობილია, ამ ტრადიციის მიმდევართა რაოდენობა აღემატება 1000 კაცს. სხვადასხვა ტომიდან ადამიანები დღემდე ასრულებენ მსგავს რიტუალებს მალულად, რადგან პაპუა ახალი გვინეის სახელმწიფო კანონით აკრძალულია მსგავსი რიტუალების ჩატარება!




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



იხილეთ ასევე:


1 - ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში!

2 - როგორ ხდება "ქალების მონათვლა" და რატომ?!

3 - წითელი ქალების ტომი... ყველაზე მომხიბვლელი ტომი მსოფლიოში

4 - ისინი ყველაზე ველურ გარემოში ცხოვრობენ... უკანასკნელი კანიბალური ტომი მსოფლიოში!

5 - ამ სოფელში მამაკაცების ადგილი არ არის! როგორ ცხოვრობენ მამაკაცების გარეშე ქალები?!

3
906
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
906
  
2016, 28 ნოემბერი, 13:24
ზეითუნის ზეთის ტვისებები ქონია :D
2016, 27 ნოემბერი, 21:54
მიზიდავს საშინელებები
2016, 27 ნოემბერი, 20:31
რა საშინელებაა, სად მიაგნებ ხოლმე ასეთებს :D
0 1 3