x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილ რუს ჟურნალისტს იულია ლატინინას თავს დაესხნენ და ფეკალური მასა გადაასხეს

image რუსეთის ჟურნალისტთა კავშირმა რუსეთის სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, ცნობილ რუს ჟურნალისტზე–იულია ლატინინაზე თავდასხმის გამო. ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც "Новая газета"–ს ჟურნალისტია თავს დაესხნენ და ფეკალური მასა თავზე გადაასხეს, როცა მანქანის სადგომზე პარკირების მერე რადიოსადგურ "Эхо Москвы"–ს ოფისისაკენ მიემართებოდა.
ჟურნალისტთა კავშირის განცხადებით: ეს თავდასხმა ჟურნალისტ იულია ლატინინაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა, თავდასხმა გამოიწვია მისმა პროფესიულმა საქმიანობამ და მისმა საუბრებმა "კრემლის თამაშებზე".
თავად ლატინინა ფიქრობს, რომ თავდასხმის ბრძანება კრემლიდან მოდიოდა და ემსახურებოდა მისი როგორც ჟურნალისტის დაშინებას და ღირსების შელახვას ამ ფორმით. "თავდამსხმელები კარგად იყვნენ ინფორმირებული ჩემი გადაადგილების მარშუტზე, მანქანის სადგომზე პარკირების მერე გავემართე რადიოსადგურის ოფისისაკენ, სადაც მიწვეული ვიყავი, გზაზე გადასვლისას კი მოტოციკლისტის ჩაფხუტიანი მამაკაცი მომიახლოვდა და ფეკალიები გადამასხა. სავარაუდოდ ჩაფხუტი მას სპეციალურად ჰქონდა გაკეთებული რათა გამძნელებოდა მისი ამოცნობა"–აცხადებს ჟურნალისტი.
imageimageimageimage


+12




2
108
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
108
  
2016, 26 ნოემბერი, 18:48
ამიტომაც ვერ იტანენ პუტინისტები...
2016, 26 ნოემბერი, 18:13
ოო მაგათი ერთადერტი სინათლის შუქურაა და სამართლიანი ჟურნალისტი....ანა პოლიტკოვსკაია ხომ მოინელეს
0 1 2