x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინელების წყვილს, რომელიც 6 წლის წინ დაოჯახდა ჯერ სექსი არ ჰქონია მათი წონის გამო

image გაიცანით, ესენი ლინ იუ და დენკ იანი არიან ჩინეთიდან. ისინი 30 წლისანი არიან, დაოჯახდნენ 2010 წელს, მაგრამ ჯერ სექსი არ ჰქონიათ. რატომ? იმიტომ რომ მათი საერთო წონა–400 კილოგრამია.
შეყვარებული წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობს, მათ საერთო ინტერესთა სფერო აქვთ (განსაკუთრებით კულინარიის კუთხით), ღრმა ემოციური კავშირი და სრული ურთიერთგაგება. ორივეს ძალიან უყვარს ბავშვები და ძალიან უნდათ მათაც ჰყავდეთ შვილები. მაგრამ აქ როგორც უკვე მოგახსენეთ და იმედია უჩემოდაც მიხვდით არსებობს პრობლემა: ბავშვები რომ გაჩნდნენ საჭიროა ცოლქმრული ურთიერთობა იყოს სრულფასოვანი ანუ წყვილს უნდა ჰქონდეს სექსუალური კავშირი. რაც ამჟამად მათ წონას თუ გავითვალისწინებთ ჯერჯერობით შეუძლებელია.
წყვილმა რამდენიმე სხვადასხვა სახის დიეტა დაიცვა, სპეციალური ვარჯიშებითაც დაკავდნენ წონის დასაკლებად, მაგრამ უშედეგოდ!
წყვილმა ახლახანს გაიგო, რომ ჩინეთის ყველაზე "წონიანმა" ქალბატონმა ციან ციანმა, რომლის წონა 244 კილოგრამია ოპერაციული ჩარევით კუჭის შუნტირება გაიკეთა (უხეშად რომ ვთქვათ კუჭი დაიპატარავა). წყვილმა ჩათვალა ეს გადაწყვეტილება იდეალურ გამოსავალად მათი მდგომარეობის შესაცვლელად.
წყვილი ახლა მოუთმენლად ელის ოპერაციის გასაკეთებლად თუ როდის მოაღწევს მათი რიგი, მკაცრ დიეტაზე არიან და ეცნობიან ლიტერატურას ცოლქმრის სექსუალური ურთიერთობების თემაზე. ისინი თვლიან, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს ხელს ვეღარაფერი შეუშლის და აუცილებლად ეყოლებათ შვილები ოპერაციის გაკეთების მერე.
imageimageimage



7
625
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
625
  
2016, 28 ნოემბერი, 13:22
დაიწყე და გვერდში დაგიდგებით. :))))
2016, 28 ნოემბერი, 12:37
ესეიგითელი მსოფლიო ველოდებით როდის ექნებათ სექსი. დავბეჭდოთ ბამერები და უგულშატკივროთ
2016, 25 ნოემბერი, 20:38
მაგარია)))))))))
2016, 25 ნოემბერი, 16:15
ახლა მე "ავყირავდი" შენი კომენტარის ბოლო ნაწილზე–ზეზუსტი შედარებაა. :)))
2016, 25 ნოემბერი, 16:12
საცოდაობაა, მაგრამ თან მეღიმება... ჩინელი "ლუარსაბი და დარეჯანი"...
0 1 7