x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
7 გიჟური ტექნოლოგია, რომელიც 2017 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება!

ტექნოლოგიამ უკვე განვითარების პიკს მიაღწია. ყოველწლიურად ათასობით სიახლე ემატება ტექნოლოგიურ დარგს, ასევე იქნება 2017 წელსაც. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 2017 წლის უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგებს...



1. ვირტუალური რეალობა

image


კომპიუტერული გამოსახულებებითა და ხმებით სამყაროს მოდელირების (ხელახლა შექმნის) ხერხი. ამ ვირტუალურ სამყაროში შესასვლელად საგანგებო ჩაფხუტი უნდა დაიხუროთ, რომელიც მომცრო ზომის ტელეეკრანებზე სამგანზომილებიან გამოსახულებებს გიჩვენებთ, ხოლო ყურსასმენებში ხმებს გასმენიებთ. ვირტუალური რეალობა ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს კომპიუტერის მიერ შექმნილ სამყაროში იმყოფებით. ვირტუალური რეალობის დახმარებით უფრო მარტივი გახდება წვრთნები და სწავლებები. ვირტუალურ სამყაროს ნებისმიერ სისტემას მძლავრი კომპიუტერი აქვს, რომელიც სწრაფად ხატავს სამგანზომილებიან სურათებს. კომპიუტერს ჩაფხუტი და ხელის მანიპულატორი უერთდება. კომპიუტერის მეხსიერებაში დამახსოვრებული მონაცემები ვირტუალური სამყაროს თითოეული ობიექტის ფორმას, ზომას, ფერსა და მდებარეობას აღწერს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპიტერში ვირტაულური სამყარო იქმნება. და ბოლოს, კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს, რა მოვლენები ხდება ასეთ სამყაროში. ვირტუალური რეალობა 2017 წლიდან, დედამიწის მოსახლეობის 55% მიიზიდავს, ხოლო 20% გამოყენებას დაიწყებს.





2. ხელოვნური გონება(ინტელექტი)

image


ხელოვნურ ინტელექტზე მეცნიერები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, საბოლოოდ შედეგს მიაღწიეს და 2017 წლიდან ხელოვნური ინტელექტი, ადამიანთა მოდგმისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც მოგეხსენებათ "ჰომო საპიენსი"- ნიშნავს გონიერ ადამიანს, დღეს მეცნიერები ვარაუდობენ ისეთი რობოტების შექმნას, რომლებიც ადამიანების ინტელექტთან ახლოს იქნებიან, შესაძლებელია უფრო შორსაც წავიდნენ. რამოდენიმე ცდას ატარებს სხვადასხვა კოპმანია, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა სრულყოფილი რობოტების შექმნა, მაგრამ მომავალ წელს, მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მზად იქნება. პირველი ნიმუშების გაშვება იგეგმება აშშ-სა და ნიდერლანდებში(ჰოლანდია).





3. ნივთების ინტერნეტი

image


„ჭკვიანი“ საათები, ტელეფონები, „ჭკვიანი“ მოწყობილობები უფრო მეტად უკავშირდება არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ინტერნეტსაც. ეს კავშირები მონაცემთა ბაზას ქმნის, რომელიც სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. ამ ქსელს „საგნების ინტერნეტს“ უწოდებენ. ბოლო წლებში მეცნიერები ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზულად მუშაობენ. 2017 წლისთვის იგეგმება ახალი ფუნქციების დამატება, რაც თითქმის ყველა ნივთს ერთმანეთთან დააკავშირებს.





4. ტვინის ტალღები

image


არსებობს ტვინის ხუთი ძირითადი ტალღა: ბეტა, ალფა, ტეტა, დელტა და გამა. ისინი მუდმივ მოძრაობაში არიან. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არეგულირებს ტვინის ტალღების სიხშირეს. მეცნიერების აზრით 2017 წლიდან გაძლიერდება ტვინის ტალღების მოქმედება. ტვინი ავტომატიურად შეიცნობს ადამიანის ორგანიზმში განვითარებულ დააავდებს და ორჯერ უფრო გაძლერდება წინათგრძნობები.





5. პირადი მედიცინა

image


2017 წელს იგეგმება ისეთი ტექნოლოგიის შემქნა, რითაც ადამიანს დამოუკიდებლად შეეძლება სხვადასხვა საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევა. განსაკუთრებით კიბოსგან და გულის დაავადებებისგან.





6. სოციალური რობოტები

image


ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდუსტრიულ რობოტებს საწარმოო და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ხშირად იყენებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს, სოციალური რობოტები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. რობოტებს ექნებათ სპეციალური მეხსიერების ბარათი, რომელიც დაპროგრამდება იმ პიროვნებასთან, რომელიც მას შეიძენს. რობოტები შეძლებენ ადამიანის ბრძანებების შესრულებასაც. 2017 წელს სატესტო ვერსიების ევროპაში გაშვება იგეგმება.





7. ტარებადი ტექნოლოგიები

image


დღეს ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ მათ გარეშე გარეთ გასვლაც არ გვინდა. ჭკვიანი ტექნოლოგიები, რომლებიც საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში იმყოფება, 2017 წელს უფრო განვითარდება. გამოვა უახლესი ვარიანტები, მაგალითად: ხელთათმანები, სათვალეები, ტანსაცმელები, ფეხსაცმელები და ა.შ



პ.ს - არ ვიცი რამდენად სასარგებლო იქნება ეს ტექნოლოგიები ჩვენთვის, მაგრამ განვითარება ყოველთვის კარგს ნიშნავს. იმედია ეს მხოლოდ სარგებელს მოგვიტანს და არა ზიანს!

იხილეთ ასევე:


1 - ინტერნეტის ყველაზე საშიში და იდუმალი ზონა - Deep Web

2 - საიდუმლო კოდები ანდროიდის ტიპის მობილურებისთვის!

3 - რა ხდება 10 წამში ერთხელ, სოციალურ ქსელებში?!

4 - 2016 წლის ტექნოლოგიური სიახლეები

5 - 7 ყველაზე გიჟური წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

1
577
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
577
  
2016, 29 ნოემბერი, 12:09
://// სამწუხაროდ, განვითარება ყოველითვის კარგს არ ნიშნავს, ალექს. და ამის ბევრი მაგალითი აქვს შემონახული კაცობრიობის ისტორიას. ესა თუ ის კულტურა განვითარების პიკში ამთავრებდა არსებობას და, ალბათ, ჩვენც ასე მოგვიწევს :///
0 1 1