x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
სარკის ძალა
imageსარკე...რამდენ საათს ხარჯავენ ქალბათონები მის წინაშე დგომისას? და არა მხოლოდ ქალები - სარკის გარეშე ძნელი წარმოსადგენია თითოეული ადამიანის ცხოვრება. მაგრამ ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს, იმაზე თუ რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ცხოვრებაზე? სარკეს დიდი ძალა აქვს, სარკეს ახსოვს ყველაფერი - კარგი და ცუდი - და ყველა, ვინც ოდესმე მასზე ასახულა.


უძველეს სლავებს სჯეროდათ, რომ სარკემ ადამიანებს სული აჩუქა, როდესაც სარკეში ვიხედებით ჩვენ ვხედავთ საკუთარ ორმაგ სახეს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არასდროს არ უნდა ჩაიხედოთ სარკეში თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, რადგან სარკე იმახსოვრებს უარყოფით მუხტს.


სარკის ძალამ შესაძლოა ადამიანი გაახალგაზრდავოს, შესაძლოა დააბეროს და შესაძლოა ადამიანის გარდაცვალების მიზეზიც გახდეს.



1974 წლის დეკემბერში, მთელი საფრანგეთი გააოცა დილის გაზეთებში გამოქვეყნებულმა ამბავმა. პოლიცია ეძებდა დამნაშავეს, რომლის სახელიც იყო "ლამაზი ანტიკვარული სარკე" წარწერით "ლუი აროი, 1943 წელი". პოლიცია კონკრეტული სარკის მფლობელებს აფრთხილებდა, რადგან მან 37 ადამიანი მოულოდნელად შეიწირა. სპეციალისტები, ჩართულნი იყვნენ საქმეში, გაირკვა, რომ სარკე შესაძლოა მომსწრე ყოფილიყო რაიმე უბედურებისა, რომელიც მის პირველ მფლობელს შეემთხვა.


განსაკუთრებით საყურადღებოა ძველი სარკეების ძალა. ისინი იმახსოვრებენ ყველას, ვინც მათში ჩაიხედავს და ვინ იცის რას მოუტანენ ისინი ახალ პატრონებს. სწორედ ამიტომაა, როდესაც ადამიანი კვდება სახლში, სარკეს ფარდას ჩამოაფარებენ ხოლმე. არ შეიძლება, რომ გარდაცვლილის სული სარკემ დაიმახსოვროს, ეს ძალიან ცუდი იქნება სახლში მყოფი ადამიანებისთვის.



0
308
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0