x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უდიდესი სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A350-1000 პირველად აიჭრა ცაში(ვიდეო)
imageუმსხვილესი ორძრავიანი სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A350-1000 პირველად აიჭრა ცაში კომპანიის აეროპორტიდან, რომელიც ტულუზაშია განთავსებული.


ყველაზე დიდი სამგზავრო თვითფრინავის აფრენას Airbus-ის კლასიდან თვალს ადევნებდნენ როგორც ცნობისმოყვარეები, ასევე ჟურნალისტები და მსხვილი ავიაკომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მომავალში აპირებებ შეიძინონ უახლესი აირბუსი.


ტულუზას ავიაბაზიდან გაფრენის შემდეგ ხომალდი თითქმის სამი საათი იმყოფებოდა ცაში.თვითმფრინავი ერთ-ერთია იმ სამთაგანიდან, რომელიც მთელი ზამთარი გამოცდას გაივლის.


ხომალდის სერიული წარმოება 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.



ახალი A350-1000 ღირებულება 356 მილიონი დოლარია.ის უნდა გახდეს Boeing 777-300ER-ის მთავარი კონკურენტი.


ახალი აირბუსი 7 მეტრით გრძელია A350-900 -ზე, სალონში 366 მგზავრი ეტევა, 40 მგზავრით უფრო მეტი, ვიდრე მის წინამორბედ მოდელზე.


თვითმფრინავი დამზადებულია მსუბუქი ნახშირბად ბოჭკოვანი მასალისგან.ფრენის მაქსიმალური სიშორე 14 800 კილომეტრია და მოიხმარს უფრო ნაკლებ საწვავს, ვიდრე Boeing 747-ი.


პირველი ავიაკომპანია გახლავთ Qatar Airways-ი, რომელიც აპირებს შეიძინოს ახალი A350-1000, ამის შესახებ განცხადება გააკეთა Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ბრეჟემ.





იხილეთ აგრეთვე:"კონკორდის" უკანასკნელი რეისი


ავიაკატასტროფაში სასწაულად გადარჩენილები


მოლდაველი გამომგონებლის იდეამ შეიძლება გადატრიალება მოახდინოს მსოფლიო ავიაციაში

0
269
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0