x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დუმილი და ნებისყოფა

image


ვისაც გაჩუმება შეუძლია, ის ყველაზე დიდი სიბრძნის მფლობელი არის. გონება ყოველთვის ცდილობს ჩვენში ემოციების გამოწვევას. ამის გამო, ხშირად ვამბობთ იმას, რასაც არ ვიტყოდით მშვიდ მდგომარეობაში. შემდეგ კი ვნანობთ, ნათქვამის შესახებ. მაგრამ, როგორც ამბობენ, “სიტყვა ფრინველი არ არის – თუ გამოუშვი, ვეღარ დაიჭერ". დუმილი — ყველაზე ძლიერი იარაღია სისულელის წინააღმდეგ.
ქვემოთ მოცემულია პატარა იგავი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაჩუმების უნარი. წაიკითხეთ, დაფიქრდით და სიბრძნით აივსეთ.


***

— მოხუცო, მომეცი სავარჯიშო.
— გაჩუმდი.
— ვერ გავიგე?
— სავარჯიშო ეგ არის. გაჩუმდი. ხმა არ ამოიღო 1 დღე-ღამის მანძილე.
— გაჩუმება, რთული არ არის.
— აბა სცადე. როდესაც მე ვცადე, ნახევარი საათის შემდეგ ლაპარაკი დავიწყე, მერე გამახსენდა და პირზე ხელები მივიფარე. და ასე გრელდებოდა... ხოლო შემდეგ, დადგა მომენტი, როდესაც ლაპარაკი მინდოდა, მინდოდა ოპონირება, პასუხის გაცემა, მაგრამ დუმილი უნდა შემენარჩუნებინა. შემდეგ მივხვდი, რომ ხშირ შემთხვევაში, ლაპარაკი საჭირო არ იყო. და ჩემს დუმილს სიმშვიდეც კი მოჰქონდა ჩემთვის: ნაკლები კამათი, ჩხუბი, კონფლიქტი. შემდეგ თანდათანობით მივეჩვიე. დუმილი — ასკეტიზმია და ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. ის ადამიანს მოთმინების უნარს უვითარებს.

0
227
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0