x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჰერაკლიონი - საიდუმლო, ჩაძირული ქალაქი!

ჰერაკლიონი (ირაკლიონი; ბერძ. Ηράκλειο, Irákleio) — კრეტის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი. ასევე, საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს კნოსოსის არქეოლოგიური ძეგლი. ქალაქი დაარსდა 824 წელს ალ-ანდალუსიიდან გამოძევებული არაბების მიერ, რომლებმაც კუნძული ბიზანტიის იმპერიას წაართვეს. 961 წელს, ბიზანტიის ჯარები ნიკიფორე ფოკას მეთაურობით კრეტაზე გადასხდნენ და ხანგრძლივი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს. მათ არაბი მოსახლეობა დახოცეს, ქალაქი კი დაანგრიეს, თუმცა მოგვიანებით ხელახლა ააშენეს და ჩანდაქსი (Χανδαχ) უწოდეს. ქალაქი ბიზანტიელთა მფლობელობაში მომდევნო 243 წლის განმავლობაში რჩებოდა.


image



ქალაქი ჰერაკლიონი წლების მანძილზე მითიურად მიაჩნდათ. ჰერაკლიონისა და მისი ლეგენდარული პორტის ცხოვრების შესახებ სულ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი. ქალაქი ზღვაში 1200 წლის წინ ჩაიძირა, შემდეგ კი ჰერაკლიონი თანდათანობით გაქრა ადამიანთა მეხსიერებიდან. მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ რამდენიმე უძველესი ტექსტის შესწავლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქის არსებობას ეჭვქვეშ დიდი ხნის განმავლობაში აყენებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ჰერაკლიონი, რომლის გასაოცარი სიმდიდრის შესახებაც ჰეროდოტე წერდა და რომელიც მშვენიერმა ელენემ და უფლისწულმა პარისმა მოინახულეს, მხოლოდ ლეგენდა იყო.


image



ბოლო ათი წლის განმავლობაში მოპოვებული მასალების საფუძველზე კი მეცნიერებმა შეძლეს აღედგინათ სურათი - როგორ ცხოვრობდა ძველი ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ქალაქი ფარაონთა ეპოქაში. მკვლევრებმა ზღვის ფსკერზე, თიხისა და ქვიშის სქელი ფენის მიღმა სამოცდაოთხზე მეტი გემის სასაფლაო, ოქროს მონეტები, ბრინჯაოს სასწორები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ ამ ქალაქში ვაჭრობა დუღდა.


image



ჰერაკლიონის ძირითადი კვლევა და აღმოჩენა 2000 წლიდან დაიწყო. ცნობილ არქეოლოგმა - ფრენკ გოდიომ პირველი კვლევები ეგვიპტურ სოფელ აბუ კირთან აღმოჩენილი ნარჩენების საფუძველზე დაიწყო. წყლისქვეშა არქეოლოგიური გათხრები და კვლევები 13 წლის მანძილზე გაგრძელდა. შედეგად, როგორც დაკარგული ქალაქი ატლანტისი, ასევე ჰერაკლიონიც აღმოჩენილ იქნა.


image



მეცნიერებმა ამონის ლეგენდარულ ტაძარსაც მიაგნეს, სადაც კლეოპატრას ეგვიპტის მბრძანებლის ტიტულის ტარების უფლება მიანიჭეს. მიაკვლიეს და ფსკერიდან დღის სინათლეზე ამოიტანეს გიგანტური, 5, 4-მეტრიანი ქანდაკება და ძაღლის ასეულობით პატარა წითელი სტატუა, სარკოფაგები, ქვის სტელები ბერძნული და ძველეგვიპტური წარწერებით. ჰერაკლიონს ასევე თრონისსაც ეძახდნენ, ქალაქი მდებარეობდა ალექსანდრიის მახლობლად. ამჟამად სანაპიროდან 2500 მეტრის მოშორებით და 10 მეტრის სიღრმეშია.


image



ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ლეგენდის თანახმად, ჰელენი და პარისი, ტროას ომის დროს, ზუსტად ამ ქალაქში ურთულეს ვითარებაში იმყოფებოდნენ. ლეგენდარული ჰერაკლეც ამ ქალაქის სტუმარი იყო, ოღონდ სხვა სახელით.


image



როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ქალაქის ჩაძირვა გამოწვეულ იქნა მიწისძვრების და წყალდიდობების შედეგად. სანამ 2000 წელს ჰერაკლიონის პირველ კვალს მიაგნებდნენ, მანამდე მხოლოდ მითები არსებობდა ამ ანტიკური ქალაქის შესახებ!


image



წარმოგიდგენთ აღმოჩენილ, საიდუმლო ქალაქ ჰერაკლიონიდან უმნისვნელოვანეს ფოტოებს...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


იხილეთ ასევე:


1- ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში!

2- ის მოხდა, რაც 200 მილიონში ერთხელ ხდება!

3- ბერმუდის სამკუთხედი, ეს უნდა იცოდეთ!

4- ასასინები - ყველაფერი მათ შესახებ!

5- ალექსანდრე მაკედონელი და მისი უდიდესი იმპერია! (ყველაფერი, რაც დღემდე არ იცოდით!)




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

2
708
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
708
  
2016, 23 ნოემბერი, 22:07
:*
2016, 23 ნოემბერი, 22:06
კარგია!
0 1 2