x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
თქვენი ბინის ნომრის მნიშვნელობა
image

ბინასთან ერთად მისი ნიმერიც - თქვენია. და ვინმე თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ ნომერში რაღაც აზრია დაფარული...

თუ ბინა შეიძინეთ ან რამე სხვა გზით შეგხვდათ _ თქვენ, ბინასთან ერთად მისი ნომერიც გერგოთ. მორჩა. ეს მოცემულობაა. ვერაფერს ვერ იზამ. მაგრამ, ჩვენ ხომ გვახსოვს ფრაზა: „ხარ გაფრთხილებული - ესე იგი შეიარაღებული ხარ“. და თუ მიყვებით თქვენი ბინის დანიშნულებას, მასში კედლებიც კი დაგეხმარებათ.

მაშ ასე, თავდაპირველად გამოვითვალოთ ბინის ნუმეროლოგია და გავიგოთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალში. გამოთვლა ძალიან მარტივია: მაგალითად, ბინა
ნომრით 138 = 1+3+8=12. 1+2=3. 3 _ ეს 138 ბინის ციფრია.


ციფრი 1. პლანეტა -_ მზე.

image

ასეთი ბინა მის მფლობელებს შემოქმედებითი ენერგიით და სიცოცხლის სიყვარულით ავსებს. ის ადამიანს საშუალებას აძლევს იყოს გამორჩეული და მიიპყროს გარშემომყოფთა ყურადღება. მასში კარგად იქნებიან მხატვრები, პოეტები, მწერლები, ჟურნალისტები. ბინაში უნდა იყოს ბევრი სხვადასხვა სანათური, ხოლო დომინანტური ფერთა გამა - ნარინჟისფერი წითელი. ასეთი სახლის ატმოსფერო - ღია, უზრუნველი და უდარდელია. მაგრამ ბრწყინვალება მხოლოდ კეთილი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ბოროტები ასეთ სახლში მხოლოდ ზარალს განიცდიან.



ციფრი 2. პლანეტა - მთვარე.

image

ინტუიცია და განჭვრეტის ნიჭი. ბინა ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, ვინც პატარა ბავშვებთან მუშაობს, მზარეულებისთვის და მუსიკოსებისთვის. მთავარი აქცენტი ასეთ ბინაში სარკეზე უნდა ხდებოდეს, ხოლო ძირითადი ფერი - ნაზი კრემისფერი მცირე ზომის ზურმუხტისფერ- მწვანე ჩანართებით. იზრუნეთ სააბაზანოზე - ის უნდა იყოს სრულყოფილი და უნაკლო.



ციფრი 3. პლანეტა -მარსი.

image

ნებისყოფა, მოქმედება, გამბედაობა! ეს ბინა ზარმაცებისთვის არაა. თუ იქნებით პასიურები, თქვენს მაგივრად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. აქ ყოველთვის რამის შეკთება მოგიწევთ: სანტექნიკა, საკეტები, სკამები... მფლობელები მუდამ ტონუსში და მუდმივ მოძრაობაში უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგიის შებოჭვა დაავადებებს შესძენს. ინტერიერში წითელი ფერი უნდა ჭარბობდეს. ყველაზე აქტიური ადგილებია - ტუალეტი და ფოიე, იზრუნეთ მათზე.



ციფრი 4. პლანეტა - მერკური.

image

კონტაქტები. ასეთ ბინაში უნდა „სუფევდეს“ უკიდურესი პატიოსნება - ტყუილი უკან დაგიბრუნდებათ! ამ ბინის მფლობელებს ხშირად იზიდავთ მოგზაურობები. მოემზადეთ ბევრი ურთიერთობისთვის, არა მარტო სახლში, არამედ სამსახურშიც. ეს ბინა ძალიან ბევრ მაკონტროლებელ საქმეს გპირდებათ. მთავარი ინტერიერში - ინფორმაციასთან დაკავშირებული ობიექტებია: ტელევიზორიდან და ტელეფონიდან დაწყებული, კედლის სურათებით და ჩარჩოში ჩასმული იეროგლიფებით დამთავრებული. ხელსაყრელი ფერები კი იქნება ცისფერი, ნაცრისფერი და ასევე ცისფერი ყვითლით.



ციფრი 5. პლანეტა - იუპიტერი.

image

გაფართოება. აქ ყველაფერი გლობალურია: ამ ბინის ცხოვრება დაკავშირებული შეიძლება იყოს პოლიტიკასთან, მეცნიერებასთან - ყველა ემსახურება ადამიანების გაერთიანებას რაღაც იდეის გარშემო. ამ სახლისთვის კარგია მეწამული ფერი. ხოლო ნამდვილ სამშვენისად ბრინჯაოს ნივთები გამოდგება, განსაკუთრებით კი შორეული ქვეყნებიდან ჩამოტანილები. არ მისცეთ თავს გაბრაზების უფლება და თქვენ ყველსფერი კარგად გექნებათ. და კიდევ, არ დაივიწყოთ ფართე ბიბლიოთეკა!


ციფრი 6. პლანეტა -ვენერა .


image

დასვენება, სიყვარული და კომფორტი. გაუმართლათ ამ ბინის მფლობელებს - გაერთე - არ მინდა! აქ ცხოვრობენ ან კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანები, ან გამოუსწორებელი სკანდალისტები. ფერები ძალიან თბილი: ყავისფერ- კრემისფერ ტონში. ეს ბინა ასეთია - დიდი რბილი ტახტები, მრგვალი მაგიდა, ხალიჩები, ყვავილები... სახლი - სავსე თასი. როგორც წესი, ასეთ ბინებში უყვართ ცხოველები - კატები, ძაღლები. ასეთ სახლში არ იჩხუბოთ, დამნაშავე ყოველთვის იქნება კამათის წამომწყები.


ციფრი 7. პლანეტა - სატურნი.


image

მუდმივი გამოცდები! ასეთი ბინის მფლობელები ხშირად არიან შევიწროებულ მდგომარეობებში და განიცდიან სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს. მაგარმ ყველაფერი არც ისე ცუდადაა! ამავე ბინაში თქვენ შეძლებთ დაკავდეთ დაგროვებით, შეიძინოთ რაღაც პროფესიონალური უნარ-ჩვევები. მთავარია - ხშირად გააანალიზოთ საკუთარი საქმეები და ქმედებები, შიმშილობა და იოგა სარგებლობას მოგიტანთ! ძირითადი ფერი - მუქი ლურჯი. ინტერიეში დომინანტი არ არის.


ციფრი 8. პლანეტა- ურანი.


image

ეს ბინა ასტროლოგების და ნათელმხილველებისაა. თუ იქ ვინმე პრაგმატიკი და მატერიალისტი მოხვდება, არაფერი არ გამოუვა. ამ ბინაში მუდამ იქნებით მეგობრების გარემოცვაში. მის გასაფორმებლად გამოიყენეთ ცისარტყელას ნათელი ფერები და აუცილებლად უნდა იყოს ცისფერი! ფრთხილად იყავით ელექტრო ხელსაწყობთან და შეინარჩუნეთ ფანჯრების სისუფთავე.


ციფრი 9. პლანეტა - ნეპტუნი.


image

საკმაოდ მძიმე ბინა! მასში კარგად იქნებიან მღვდლები, მუსიკოსები, მეზღვაურები და ექსტრასენსები. აქ ძალიან იოლია აუხდენელ ოცნებებში ჩაძირვა და ბევრი მავნე ჩვევის შეძენა. ეს ბინა ბერმუდის სამკუთხედივითაა - მუდამ სადღაც იკარგება ნივთები, ყველაფერი მოკლებულია ჯანსაღ აზრს.


აი ახლა შეიძლება შემოწმდეს, თქვენი ბინა და მისი ატმოსფერო თუ შეესაბამება
შემოთავაზებულ დახასიათებას. დაგვეთანხმეთ, რომ ბინა -მისი მფლობელის სარკეა. და
როგორი იქნება ის, თქვენი გადასაწყვეტია მხოლოდ!



იხილეთ ასევე:

1. მაგნიტურ დღეებს შეხვდით მომზადებული- ექიმები გვირჩევენ

2. რას ნიშნავს ყვავილები ფენ-შუიში

3. სასწრაფოდ გადაყარეთ სახლიდან!

4. დაფნის ფოთლები– ფულის და წარმატების მაგნიტი!

5. ბედის ნიშნები ადამიანის სხეულზე–მისტიური საიდუმლოების ახსნა!

6. ფულის დღეები: როცა ფინანსური წარმატება თავისით მოდის თქვენთან!

7. ტვინის სავარჯიშო საუკეთესო 15 ამოცანა!

8. როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას? თქვენ ვის წაიყვანთ?

9. დაფნის ფოთლის უპირატესობები – რა სარგებლობა მოაქვს მას!

10. ფულის და წარმატების კოდები!

11. ჰერმანის ბადე: რამდენ შავ წერტილს ხედავთ თქვენ?



0
9600
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
9600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0