x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
დღეს 14 ოქტომბერს ნაცემი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა

imageimage

იმ დროს როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ტოლერანტულია ლგბტ თემის მიმართ და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა შექმნილი მათ დასაცავად, ჩვენთან ჯერ კიდევ შორსაა ის დრო, რომ დავძლიოთ ჰომოფობია და თუ გულში არ ჩავიკრავთ, ნუ დავაზიანებთ მაინც "განსხვავებული" იმიჯისა და სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს.1 4 ოქტომბერს ნაცემი 32 წლის ტრანსგენდერი ქალი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და ყელის არეში და საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ოქტომბერს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობასი ბრალდებულის წინასწარი დაკავების შესახებ.

წინასასამართლო სხდომამდე მაქსიმალური ვადა 60 დღე იტხოვა პროკურატურამ, ხოლო ბრალდებულის მხარემ გირაოს სახით 1000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მისი გატავისუფლება, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მომდევნო სხდომა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს 11 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ ქალის გარდაცვალების გამო ბრალდებულის განაჩენი დამძიმდება.

1
45
2-ს მოსწონს
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
45
  
2016, 25 ნოემბერი, 21:33
ძალიან სამწუხაროა,მაგრამ იქნებ იმაზეც დაგეწერათ,როგორ ვაჭრობდა სხეულით ეს სუბიექტი,გარდაცვალებამდე..... მოკლა მისივე კლიენტმა...აი მაგაზე დაწერეთ,.....უკეთესი იქნება
0 1 1