x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჩინური სიბრძნე (II ნაწილი)

image

image

მრავალი წლის მანძილზე, ჩინური ერი აგროვებდა ანდაზებს და გამონათქვამებს, რომლებიც უდიდეს სიბრძნეს შეიცავენ. მათი შეხედულება მსოფლიოზე, ცხოვრებაზე და ადამიანების ადგილზე სამყაროში, ბევრად განსხვავდება ჩვენი შეხედულებისგან და თუნდაც ეს სიტყვები ათასი წლის წინ იყოს ნათქვამი, დღესაც არ კარგავს აქტუალობას და შეიძლება, გარკვეულწილად დაგვეხმაროს კიდეც, ამა თუ იმ მოვლენის, თუ ფაქტის გააზრებაში ან გადაწყვეტილების მიღებაში.

image

* სიტყვა, რომელიც არ გითქვამთ, — თქვენი ტყვე არის, ხოლო წარმოთქმული — თქვენი ბატონი ხდება.

* თქვენს აზრებს ისე მოეპყარით, როგორც სტუმრებს, ხოლო სურვილებს — როგორც ბავშვებს.

* თუ წარსულს გაანალიზებთ, მომავლის შესახებ გაიგებთ.

* ნუ იმეგობრებთ უმადურ ადამიანთან.

* მწვერვალისკე მიმავალი გზა ბევრი არის. მაგრამ, პეიზაჟი ყოველთვის უცვლელი რჩება.

image

image

image

* სიმართლეს ბევრი სახე აქვს.

* კეთილი სიტყვების თქმა — იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი კეთილია.

* როდესაც ჩვენს ღირსებებზე საუბრობენ — გვძარცვავენ;

როდესაც ჩვენს ნაკლზე ლაპარაკობენ — გვასწავლიან.

* ცხოვრების ეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდა მოვკვდეთ, მაგრამ რაც შეიძლება გვიან.

image

image

image

* შეგიძლიათ აქლემი წყალთან მიიყვანოთ, მაგრამ მას წყლის დალევას ვერ აიძულებთ.

* სულელს ბედნიერებაც სულელური აქვს.

* გქონდეთ ფული და არ დაეხმაროთ სხვას, ეს იგივეა, რომ ძვირფასეულით სავსე გამოქვაბულში შეხვიდეთ და უკან ცარიელი ჯიბეებით გამოხვიდეთ.

* პატარა ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს დიდი სურვილები.

image

image

image

* თევზი წოლაში იზრდება, ადამიანი წოლით ფუჭდება.

* თუ ერთი სიტყვა ჭკვაზე არ მოიყვანს, ჭკვაზე არ მოიყვანს 1000 სიტყვაც.

* ყოველთვის უყურეთ ნივთებს ნათელი გვერდიდან, და თუ ასეთი არა აქვს — იქამდე წმინდეთ, ვიდრე არ გაბრწყინდება.

* ნუ გეშინიათ, რომ არ იცით — გეშინოდეთ, რომ არ სწავლობთ.

* მოხუცს ნუ დასცინებთ — თავადაც მოხუცი იქნებით.

image

image

image

* მეგობარი ნაკლის გარეშე არ არსებობს; თუ ნაკლის ძებნაე დაიწყებთ — მეგობრის გარეშე დარჩებით.

* უბედურება იმ კარში შედის, რომელსაც გაუღებენ.

* მოგზაურობიდან არავინ ბრუნდება ისეთი, როგორიც წასვლის წინ იყო.

* მას ვისაც გაწითლება შეუძლია, შავი გული ვერ ექნება.

image

image

image

* თუ ადამიანი რამეს განიცდის – იყურება და ვერ ხედავს, უსმენს და არ ესმის, ჭამს და გემოს ვერ ატანს.

* როგორც არ უნდა უბერავდეს ქარი, მთა მის წინაშე არ მოიდრიკება.

* ვინც სხვებზე ცუდს ამბობს, თავად არის ცუდი.

* საუკეთესო დრო ხის დასარგავად, 20 წლის წინ იყო. შემდეგი საუკეთესო დრო ამისთვის — დღეს არის.

image

მსგავსი თემები:

image

ჩინური სიბრძნე

ინდური სიბრძნე

ნეპალელი ბრძენის 32 რჩევა

აღმოსავლური სიბრძნე ქალის შესახებ

სამყაროს მთელი სიბრძნე, მეფე სოლომონისგან

ებრაული სიბრძნე

ციტატები ბედზე და შემთხვევითობაზე

ბრძნული ფრაზები ცხოვრებაზე და სიყვარულზე

15 საინტერესო აზრი დასაფიქრებლად

4
1104
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1104
  
2016, 3 დეკემბერი, 21:30
დიდი მადლობა
2016, 29 ნოემბერი, 16:16
უმაგრესი სტატიაა...
2016, 28 ნოემბერი, 20:23
მადლობა
2016, 28 ნოემბერი, 16:41
მაგარია....
0 1 4