x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შენ სხეულს და სულს გვაძლევ ჩვენ: 10 ფაქტი იაპონიაში მუშაობის შესახებ

image


1. იაპონიაში პრესტიჟულად ითვლება რომელიმე კომპანიაში უვადოდ ანუ მთელი სიცოცხლის მანილზე დასაქმება.
2. უფროსს შეუძლია ხელქვეითს მისცეს ნებისმიერი დავალება, მისი კომპედენციის მიუხედავად. მას შეუძლია კორპორაციის დაქირავებული თანამშრომელი გრძელვადიან მივლინებაში გაგზავნოს და ცოლ-შვილის თან წაყვანა აუკრძალოს.

3. თუ თანამშრომელი დავალებას კარგად ვერ ასრულებს, ის მაინც ღებულობს დაგეგმილ თანამდებობრივ ზრდას. მართალია, ამ შემთხვევაში, მას მონოტონური, ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება მოუწევს.
4. სტატუსი იაპონელისთვის სიცოცხლეზე ძვირფასია. თუ მას გაათავისუფლებენ სამუშაოდან ან, კიდევ უფრო უარესი, თავისი სურვილით თუ წავა, ეს მის შემდგომ კარიერაზე, დიდი ზომის დაღს ასვამს და მის გაკიცხვას მხოლოდ საზოგადოება კი არა, ახლობლები და ოჯახის წევრები იწყებენ.

5. კორპორაციებში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება იშვიათად ხდება. კორპორაციის თანამშრომლები სახლში ყოველთვის უფროსის წასვლის შემდეგ მიდიან. იაპონელისთვის გუნდის ღალატი წარმოუდგენელი რამ არის.

6. კორპორაციის ხელმძღვანელობა ყოველთვის აკვირდება თავისი თანამშრომლის პირად ცხოვრებას. თუ თანამშრომელი მარტოხელა მამაკაცია, მის გაკიცხვას იწყებენ და თანამშრომლებს შორის, მისთვის შესაფერის მეორე ნახევრის ძებნას იწყებენ. ხოლო თუ გოგონა გათხოვებას არ ჩქარობს, ეს უფრო მეტად იგმობა და საგანგაშო ფაქტად ითვლება.

7. ხელმძღვანელები თანამშრომლების დასვენების პერიოდსაც აკონტროლებენ. ეს მათი მხრიდან, მზრუნველობად ითვლება.
8. ადამიანი, რომელიც კორპორაციის მიერ არ არის დაქირავებული და საკუთარ თავზე მუშაობს, უსახლკაროს უთანაბრდება. ამასთან, ფულის ქონის შემთხვევაშიც კი — მისთვის ბინის დაქირავება ადვილი არ არის.

9. კორპორაციის მიღმა დარჩენილ, თვითდასაქმებულ ადამიანს პრობლემები პირად ცხოვრებაშიც ექმნება: საცოლის მშობლები აუცილებლად მოისურვებენ მისი რეზიუმეს და საგადასახადო დეკლარაციის გაცნობას.
10. თუ ადამიანს კარგი შემოსავალი აქვს და კორპორაციაში არ არის დასაქმებული, ხალხი ფიქრობს, რომ ის ან იარაღით ვაჭრობს, ან ნარკოტიკებით.

image

მსგავსი თემები:

image

იაპონიის ეკონომიკური სასწაული

15 საინტერესო ფაქტი ბიზნესის სამყაროდან

ყველა დროის, ყველაზე უცნაური გადასახადები

10 რჩევა, პიროვნული განვითარებისთვის, რომელზეც ღირს დაფიქრება

წარმატების მოპოვების აუცილებელი პირობა

10 უბრალო რჩევა პიროვნული განვითარების და კარიერაული წინსვლისთვის

ძალიან სასარგებლო რჩევები წარმატების მოსაპოვებლად და არა მხოლოდ

0
286
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0