x
მეტი
  • 24.06.2017
  • სტატია:67140
  • ვიდეო:319894
  • სურათი:419051
საღმრთო ლიტურგია (ჟამის-წირვა)

image


ბევრი ადამიანი ესწრება ჟამნის წირვას, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა.


წირვის დროს ჩვენს თვალწინ გაივლის მაცხოვრის მთელი ცხოვრება:

ბეთლემიდან - იორდანემდე, იორდანედან - გეთსიმანიამდე,

გეთსიმანიიდან - გოლგოთამდე, გოლგოთიდან - აღდგომამდე,

აღდგომიდან - ელეონის (ზეთისხილის) მთამდე - მის ამაღლებამდე,

შემდგომ გარდამოსვლა მადლისა სულისა წმიდისა ეკლესიაზე და

მორწმუნეებზე, და ბოლოს - მეორედ მოსვლა ქრისტესი.


ყოველივე ეს სრულდება ზიარების საიდუმლოთი, რომელიც თვით იესო ქრისტემ

დააწესა დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობაზე - თავისი ხორციელი ვნების წინა

დღეს, ხოლო ეკლესიამ მოციქულების დროიდან.


image

საღმრთო ლიტურგიაში აისახება აგრეთვე წმიდათა მოღვაწეობა და ცხოვრება.

საღვთო წირვაში უხილავად თავად უფალი მონაწილეობს და ღვთისმსახურთა

ხელით ყველაფერს თავად აღასრულებს.


იესო ქრისტემ თავის ეკლესია დედამიწაზე ხილულად დაამყარა. მან თავად

დაამკვიდრა ამ ეკლესიაში წესები და საიდუმლოებები, რომელთა საშუალებით

უხილავი საღმრთო მადლი ნივთიერად, ხილულად მოივლინება. მოციქულთა მიერ

განწესებული ყველა საეკლესიო წესი და მღვდელმოქმედება დასაბამს თავად ქრისტეში

იღებს. აქ ვსწავლობთ ღვთის თაყვანისცემას შინაგანადაც და გარეგნულადაც.




image



საღმრთო ლიტურგია სამ ნაწილად იყოფა:


1. კვეთა - რომლის დროსაც მზადდება მასალა და საკრალური (წმინდა) ნივთები

საიდუმლოს აღსრულებისათვის;


2. კათაკმეველთა ლიტურგია - როდესაც მორწმუნენი ემზადებიან საზიარებლად;


3. მართალთა ლიტურგია - როდესაც აღესრულება თვით საიდუმლო და მორწმინენი

ეზიარებიან.



image



კვეთა (ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო ზიარებისათვის, ამიტომაც უწოდებენ კვეთას „პროსკომიდიას“, რაც ბერძნულად ნიშნავს მოტანილს)


image


კვეთა ასახავს:

უფლის დაბადებას, რომელიც განეცხადა მხოლოდ ანგელოზებს და გამორჩეულ

ადამიანებს;

მის ყრმობას, ხალხში გამოსვლამდე დაფარულ ცხოვრებას.

ეს არის იესო ქრისტეს ოცდაათწლიანი ცხოვრება მის ნათლისღებამდე.


კვეთის მთავარი არსია პურისა და ღვინის მომზადება წირვის აღსასრულებლად.

კვეთის შესრულებისას საეკლესიო ნივთებს და მოქმედებებს სიმბოლური დატვირთვა

აქვს.


წირვის დაწყების წინ მღვდელი დახურული აღსავლის, ანუ სამეუფო კარების წინ კითხულობს შემთხვევის ლოცვებს და ევედრება ღმერთს განამტკიცოს ის მსახურებისას.

შედის საკურთხეველში, იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით მისი ღვთაებრივი

მადლმოსილების ნიშნად და იბანს ხელებს, რაც წმიდა საიდუმლოს შესასრულებლად

მის სულიერ სიწმიდესა და მზადყოფნას გამოხატავს.

შემდეგ გადის საკურთხევლის გვერდით სამკვეთლოში და სპეციალურ მაგიდაზე,

რომელსაც სამკვეთლო (სამსხვერპლო) ჰქვია, აღასრულებს კვეთას.

კვეთა დახურულ კარს მიღმა აღესრულება, რასაც მლოცველები ვერ ხედავენ, რადგან


უფლის ცხოვრება შობიდან ნათლისღებამდე ხალხისაგან დაფარულად

მიმდინარეობდა. კვეთაში სწორედ ეს პერიოდი აისახება და არის ქრისტეს

ცხოვრების ოცდაათი წლის პერიოდის სიმბოლური ასახვა.


ამ დროს სამკვეთლო განასახიერებს ბეთლემის ბაგასაც და გოლგოთის სამარხსაც


წმიდა ზიარების შესასრულებლად აუცილებელია ხუთი დიდი სეფისკვერი,

(რომელიც გვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას),

ოთხი მათგანი ჯვრის, ხოლო ერთი ღვთისმშობლის გამოსახულებით და ყურძნის

წითელი ღვინო.


image

სეფისკვერი უნდა იყოს აუცილებლად ხორბლის ფქვილისაგან გამომცხვარი და გაფუებული. ის არის ორი ერთმანეთზე დადებული მრგვალი პური, რომლებიც

ცალ-ცალკე ცხვება და შემდეგ ერთდება.


ეს ორი ნაწილი ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლოა. ზედა ნაწილი

ღვთაებრივის, ქვედა ადამიანურის.


სეფისკვერს ზემოდან აქვს ბეჭედი ჯვრის და ღვთისმშობლის გამოსახულებით.

ჯვრიანსეფისკვერზე არის შემდეგი წარწერა: ი.ქ.ძ. - იესო ქეისტე ძლევა, რამეთუ ის

არის ცოდვის, სიკვდილის და ეშმაკის მძლეველი.


სულიერი საწყისი, რომლითაც განმსჭვალულია ადამიანის ბუნება, სეფისკვერის მომზადებისას აისახება იმით, რომ ჩვეულებრივ წყალს ემატება საფუარი და ნაკურთხი წყალი. ნაკურთხი წყალი ამ დროს აღნიშნავს ღვთის წყალობას, საფუარი კი

სულიწმიდის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც ყველაფერს აძლევს სიცოცხლეს.


ეს შეესაბამება მაცხოვრის სიტყვებს სულიერი ცხოვრების შესახებ, რომ ადამიანი,

რომელიც სასუფევლისაკენ მიისწრაფის, გავს ფქვილში ჩადებულ საფუარს, რის

წყალობითაც ცომი თანდათან ფუვდება.


ორად გაყოფილი სეფისკვერი ნიშნავს ადამიანის ორ საწყისს:

ხორციელი ე.ი. სხეული (ფქვილი და წყალი) და

სული (საფუარი და ნაკურთხი წყალი)

ეს საწყისები იმყოფება განუყრელ კავშირში, მაგრამ არა შერწყმულ მთლიანობაში.

ამიტომაც მზადდება სეფისკვერის ზედა და ქვედა ნაწილი ცალ-ცალკე, შემდეგ კი

ერთდება ისე რომ ერთი მთლიანი ხდება.


ბეჭედი სეფისკვერის ზედა ნაწილზე აღნიშნავს ხილული ნიშნით ღვთის უხილავ ბეჭედს. რომლითაც გამსჭვალულია ადამიანის მთელი არსება და წარმოადგენს მასში უმაღლეს საწყისს.


კვეთის დროს პური და ღვინო მზადდება ისე, რომ ყველაფერში აისახოს ქრისტეს

განკაცება და ვნება. ამ დროს ტაძარში იკითხება მესამე და მეექვსე ჟამნები.

მღვდელმსახურთა მთელი მოქმედება კი სრულდება განსაკუთრებული ლოცვის

თანხლებით. მღვდელი ემთხვევა წმიდა ჭურჭელს თანმიმდევრობით და


წარმოსთქვამს:


დახსენი რა უსჯულოების წყევისაგან (ემთხვევა ფეშხუმს) ჭურჭელი წარმოადგენს

ცას (აღნიშნავს ბეთლემის ბაგას და გოლგოთის სამარხს), რომელზეც იდება ტარიგი,

ზეცის მეუფე.

image



პატიოსანი შენი სისხლითა (ემთხვევა ბარძიმს) ჭურჭელი რომელშიც

ღვთისმსახურების დროს ღვინო და პური გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად.

სიმბოლო თასისა საიდანაც აზიარა მაცხოვარმა მოციქულები.

image


მიაჯაჭვე ძელზე (ემთხვევა ვარსკვლავს რომელიც იმ დროისთვის გახსნილია და წარმოადგენს ჯვარს) სიმბოლო ბეთლემის ვარსკვლავისა.


image


და ლახვრით განიგმირე (ემთხვევა ლახვარს) სიმბოლო რომაელი ჯარისკაცის

ლახვრისა, რომლითაც ჯვარცმული მაცხოვარის გვერდი განიგმირა.

image
გადმოუღვარე უკვდავება ადამიანს, გვიხსენ ჩვენ, დიდება შენდა (ემთცვევა კოვზს) სიმბოლო სერაფიმის მარწუხსა ან საკეცი მაშისა, რითაც სერაფიმმა აიღო ცეცხლი ზეციური საკურთხევლიდან, მიიტანა ისაია წინასწარმეტყველის პირთან, განწმინდა იგი ცოდვისაგან და განანათლა.
image


image



მღვდელი ხუთი სეფისკვერიდან იღებს ერთს ჯვრიანს, რომლიდანაც გარკვეული

წესით ამზადებს ტარიგს (შესაწირავ ძღვენს).
ეს სეფისკვერი ღვთისმშობლის სიმბოლოა, რომლის საშუალებითაც განხორციელდა სიტყვა.


ასამაღლებლის შემდეგ მღვდელი სეფისკვერზე ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს

და სამგზის წარმოთქვამს:
მოსახსენებელად უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.


შემდეგ ლახვრით ამოკვეთს სეფისკვერიდან ოთხკუთხედ ნაწილს და დებს ფეშხუმის

შუაგულში, ეს ნაწილი წარმოადგენს იესო ქრისტეს სხეულს. მღვდელი

წარმოთქვამს ესაიას წინასწარმეტყველურ სიტყვებს, რომელიც მან ქრისტესშობამდე 700 წლით ადრე თქვა მაცხოვრის შესახებ.


(სეფისკვერის დარჩენილ ნაწილს, საიდანაც მღვდელმა ტარიგი ამოიღო, ეწოდება

ანტიდორი. ზოგიერთ ტაძარში მღვდელი მას წირვის ბოლოს ურიგებს ხალხს.

ანტიდორი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "ძღვენის მაგიერს". ამიტომ ის არ არის

უბრალო პური, ძალიან დიდი სიწმიდეა, მაგრამ მას არ შეუძლია ზიარების

მაგივრობის გაწევა. ის უნდა მივიღოთ უზმოზე დიდი კრძალულებით.

მისი მიცემა მოუნათლავთათვის არ შეიძლება.)


image


კვეთისას ქრისტეს შობა საიდუმლოდ ერწყმის მის ჯვარცმას გოლგოთაზე.


შემდეგ მღვდელი ტარიგს ქვემოდან ჯვრის სახით ჩაჭრის სიტყვებით:


დაიკვლის ტარიგი ღვთისა, რომელმაც იტვირთა სამყაროს ცოდვანი, სამყაროს

სახსნელად.


დაასვენებს ფეშხუმზე და მარჯვნიდან ლახვრით უგმირავს და ამბობს:


ერთმან მხედართაგანმან, ლახვრითა განაღო გვერდი მისი და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი.


ამ სიტყვების დასამოწმებლად მღვდელი ბარძიმში ასხამს წყალს და ღვინოს და

აკურთხებს შეერთებას.


image
მეორე სეფისკვერიდან ამოიკვეთება ნაწილი ღვთისმშობლის მოსაგონებლად და

ფეშხუმზე, წმიდა ტარიგის მარჯვენა მხარეს დაიდება.


image



image



მესამე სეფისკვერიდან ამოიკვეთება ნაწილები წმიდანთა ცხრა დასის სახელზე,

რომელშიც შედიან:

იოანე ნათლისმცემელი; წინასწარმეტყველნი; მოციქულნი; მღვდელმთავარნი;

მოწამენი; ღირსნი მამანი და დედანი; უვეცხლონი; ღვთისმშობლის მშობლები

და ყველანი წმიდანნი; და ბოლოს ერთ-ერთი წმიდა მღვდელმთავრის სახელზე

(წმ.ბასილი დიდი; წმ.იოანე ოქროპირი; წმ.გრიგოლ დიოლოღოსი), რომლის

ლიტურგიაც აღესრულება იმ დღეს. აღნიშნული ცხრა ნაწილი მოთავსდება ტარიგის მარცხენა მხარეს.

image



image

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში გავრცელებული უამრავი სხვადასხვა ტიპის ლიტურგიებს შორის მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს სამი სახის ლიტურგია სრულდება:


იოანე ოქროპირის (მთელი წლის განმავლობაში)


ბასილი დიდის (მხოლოდ დიდმარხვის კვირადღეებში)


გრიგორი რომის პაპისა (დიოლოღოსი) პირველშეწირულის წირვის სახელწოდებით (დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს)


ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიები ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება, მათ შორის სხვაობა მხოლოდ ზოგიერთ ლოცვაშია.


პირველშეწირული ლიტურგია თავისებურია: ამ დროს არ ხდება ხორცისა და ღვინის გარდაარსება, მორწმუნენი წინა კვირას შეწირულს ეზიარებიან, რადგან დიდმარხვის ოთხშაბათ-პარასკევს ძღვენი არ შეიწირება.



image


მეოთხე სეფისკვერიდან ამოიკვეთება ნაწილები ეკლესიის ცოცხალ წევრთა

სახელზე:

პატრიარქისათვის; მღვდელმთავრებისათვის; მღვდელმსახურთა და სამონაზვნო წესისათვის; ეკლესიაში მომსახურეთათვის და მორწმუნე

ერისათვის.


image


ეს ნაწილები დაიდება ტარიგის ქვემოთ ბოლოში.



image


და ბოლოს მეხუთე სეფისკვერიდან ამოიკვეთება ნაწილები ქრისტიანულად

აღსრულებულთათვის და დაიდება ტარიგის ქვემოთ.


image
მღვდელი წირავს მსხვერპლს აგრეთვე იმათთვის, ვის სახელზეც შევაგზავნეთ მოსახსენებელი.


ბარათი, კვეთაში ცოცხალთა და მიცვალებულთა მოხსენებისათვის უნდა შევაგზავნოთ

წირვის დილით ან წინა საღამოს.


მოსახსენებელში ჩაწერილი სახელები იკითხება და მათს სახელზე სეფისკვერიდან

ამოიკვეთება ნაწილი და დაიდება ფეშხუმზე. (ასეთ სეფისკვერს უწოდებენ ნაკვეთს)

და ლიტურგიის ბოლოს ურიგდებათ მორწმუნეებს.


საკურთხეველში სეფისკვერის შეგზავნისას წარმოთქვამთ სპეციალურ ლოცვას.

(იხ. ლოცვანის კრებულში, რომელიც ყველა ოჯახშია)


image
საბოლოოდ, კვეთისას გარკვეული სახით, თვითიესო ქრისტე იმყოფება წმიდა

პურის სახით აქ, შუაგულში დასვენებული. მის მარჯვნივ დადებული ნაწილი

წარმოადგენს ღვთისმშობელს, მარცხნივ დადებული ნაწილები წმიდანებს,

ქვემოთ კეთილმორწმუნეებს, რომელთაც აღიარეს იგი.


მღვდელი ვარსკვლავს შემოატარებს სასაკმეველზე და დადგამს ფეშხუმზე.


ვარსკვლავი იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს აღნიშნავს, რომელიც წინ უძღვოდა

მოგვებს ქრისტეშობისას. ასევე სასაკმეველზე (საცეცხლური) შემოატარებს

დაფარნებს.



image


საცეცხლური:

image

სიმბოლურად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უკავშირდება. ღვთისმშობელს, რომელმაც დაუტევნელი ცეცხლი დაიტია.




დაფარნები: სამია ერთი დიდი და ორი პატარა. პატარებით იბურება ბარძიმი და

ფეშხუმი ცალ-ცალკე, ხოლო დიდი დაფარნა ორივეს ზემოდან გადაეფარება.

(ფოტო იხილეთ სტატიის დასაწყისში)

image



დაფარნები ლიტურგიის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობა

აქვს. ახლა კი, პირველ ნაწილში, კვეთის დროს როცა ევქარისტიული პური და ღვინო

მზადდება:


პატარა დაფარნები სიმბოლურად ის სახვევებია, რომელშიც ახალშობილი

მაცხოვარი შეახვიეს და ბაგაში მიაწვინეს.

ხოლო დიდი დაფარნა ის ტილოა, რომელშიც ჯვრიდან გარდამოხსნილი

მაცხოვრის გვამი შეგრაგნეს.


image

ბარძიმი და ფეშხუმი კვეთის დასასრულს იმყოფება საკურთხეველში სამკვეთლოზე.


"ამგვარად დაიფარა ხორცქმნილი ღმერთის ძალმოსილება იმ დრომდე, ვიდრე

არ დაიწყება მისი სასწაულები და ზეცა არ დაამოწმებს მის მოსვლას"

(ნ. კაბასილა)


მღვდელი გამოითხოვს კურთხევას ღვთისაგან ღვთისმსახურების დასრულებაზე.

ჯვრისებურად გადასახავს სასაკმეველს და აღავლენს ლოცვას:


"საკმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, საყნოსელად.

უნელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად

გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმიდისა".


კვეთის დასასრულს მღვდელი აღიარებს ქრისტეს ძეციურ პურად, რომელიც

მიეცა ქვეყანას საზრდელად და ევედრება ღმერთს ყველა იმათთვის, ვინც დგას

წირვაზე და იმათთვისაც, ვისთვისაც ისინი აღავლენენ ლოცვას.


კვეთა მთავრდება კმევით, რაც ნიშნავს სულიწმიდის მადლის გარდამოსვლას

შესაწირავ ძღვენზე და იწყება ლიტურგიის მეორე, სწავლა-მოძღვრებითი ნაწილი:

კათაკმეველთა ლიტურგია


image




image




კათაკმეველთა ლიტურგია: წირვის ამ ნაწილზე დასწრება შეუძლიათ კათაკმეველებს (მოსანათლად გამზადებულთ).

ასევე დასწრება შეუძლიათ იმ მონანულთ, რომელთაც მძიმე ცოდვების გამო დროებით

აკრძალული აქვს წმიდა ზიარება.


ლიტურგიის მეორე ნაწილი - კათაკმეველთა ლიტურგია შეესაბამება

იესო ქრისტეს ცხოვრებას ადამიანთა შორის, ქადაგებას, მათთვის ჭეშმარიტების გამჟღავნებას.


იხსნება კრეტსაბმელი (ფარდა, რომელიც საკურთხეველს ყოფს ტაძრისაგან ).

დიაკონი აკმევს ტრაპეზის გარშემო ჯვრის სახით და ამბობს აღდგომის ტროპარს: საფლავად ხორცითა


უკმევს ტრაპეზის დასავლეთ მხარეს - და ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი


უკმევს სამხრეთ მხარეს - სამოთხეს ავაზაკის თანა


აკმევს აღმოსავლეთ მხარეს - და საყდარსა განუშორებელ იყავ, ქრისტე, მამისა

თანა და წმიდისა სულისა


აკმევს ჩრდილოეთ მხარეს - ყოველნი აღავსენ გარეშეოუწერელო


image
ტრაპეზი - ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ნაკურთხი და მირონცხებული

მაგიდა - სიმბოლურად უფლის საფლავს განასახიერებს.

image

image
ტრაპეზის და მაცხოვრის ხატის წინაშე კმევა ნიშნავს, ვედრებას უფლისადმი

მოგვანიჭოს თავის მადლი, განგვანათლოს, მოგვცეს გული წმიდა.


დიაკონი აკმევს მთელ საკურთხეველს და ტაძარს სულიწმიდის სუფევის ნიშნად.


პატივი მიეგება ხატებს და ყოველივე სიწმიდეს.


ამით ვთხოვთ წმიდანებს, რომ ჩვენს ლოცვას შეუერთონ თავიანთი წმიდა ლოცვა, რათა უფალმა მოწყალებით მოგვხედოს. ასე ხდება მოხმობა საღვთო მადლისა იქ მყოფ ადამიანებზე.


დიაკონი ამ კმევით ევედრება ქრისტეს შეიწიროს საკმეველი და აღგვავსოს ჩვენ

სულიწმიდის მადლით.


image
საცეცხლური - სიმბოლოა დედაეკლესიისა (ღვთისმშობლისა),


ნახშირი - ჩვენი მართლმადიდებლური აღმსარებლობისა,


საკმეველი - ქრისტიანის შინაგანი ლოცვისა.


image


დიაკონი, რომელიც სიმბოლურად ანგელოზს განასახიერებს, მიიღებს მღვდლისაგან კურთხევას, გადის აღსავლის კარით ამბიონზე.


image



ამბიონი - სიმბოლურად განასახიერებს ლოდს, რომელიც ანგელოზმა ქრისტეს საფლავის შესასვლელიდან გადააგდო

image
image

დიაკონი: გ ვ ა კ უ რ თ ხ ე ნ მ ე უ ფ ე ო !


და იწყება ხანგრძლივი ლოცვები...


დიაკონის ღაღადება წინ უნდა უსწრებდეს თითოეულ მღვდელმოქმედებას,

უნდა აუწყოს როგორც მღვდელმსახურებს, ასევე ეკლესიაში მდგომ ერს, თუ

რომელი მოქმედება იწყება. ეკლესიაში არ არის არცერთი მოქმედება,

რომლისთვისაც დიაკონის ხმა წინასწარ არ შეამზადებს ტაძარში მყოფთ.


ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ.


წირვის დროს ზიარებისწინა ან სხვა ლოცვების კითხვა არ შეიძლება.


ჩვენს თვალწინ გაივლის მაცხოვრის მთელი ცხოვრება...




image

image

მართალთა ლიტურგია: როდესაც აღესრულება უდიდესი და უწმიდესი

საიდუმლო - ევქარისტია. ნათელღებული მორწმუნეები და ისინი, ვინც განკვეთილნი არ არიანწმიდა ეკლესიიდან ეზიარებიან.


image

"მთელი მსოფლიოს სიმდიდრე რომ შევკრიბოთ და სასწორზე დავდოთ,

ხოლო მეორე მხარეს ლიტურგია, საღმრთო ლიტურგია გადაწონის".
.......................................................................წმ. იოანე კრონშტადტელი


"ლიტურგიის აღსრულრბასა და ქრისტეს სისხლისა და ხორცის წმიდა

საიდუმლოსთან ზიარებაზე უმაღლესი საქმე ამ ქვეყნად არ არსებობს".

.......................................................................წმ. იოანე კრონშტადტელი

4
202
10-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
Mediator image
202
  
2016, 23 ნოემბერი, 21:45
მეც ძალიან დიდი ხანია არ მიმიღია ზიარება და მესმის შენი მეამეა...

დიდი მადლობა შეფასებისთვის...
2016, 23 ნოემბერი, 20:03
როგორც ყოველთვის შეუდარებელია შენი ნაშრომი, ეს დღეები კი იმხელა სინანულში ჩამაგდე, 2 წელია აღარ მიმიღია ზიარება და ვხვდები როგორ მაკლია ეს მადლი.
2016, 23 ნოემბერი, 18:15
ბოლომდე ჩავიკითხე–საინტერესოა
0 1 4