x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"ამერიკა უპირველეს ყოვლისა"-რის გაკეთებას აპირებს დონალდ ტრამპი პირველი 100 დღე?
imageაშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან ამერიკის გასვლის პროცედურის დაწყების შესახებ.


ახლადარჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ პირველი რისი გაკეთებასაც აპირებს ესაა ამერიკა გავიდეს მსხვილი სავაჭრო პრეფერანციული ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან, რომელიც აზია-წყნარი ოკეანეთის 12 სახელმწიფოს აერთიანებს.ეს გახლავთ ახალი პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი პუნქტი, რომელსაც პირველი 100 დღის განმავლობაში განახორციელებს.


ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტული ლოზუნგია"ამერიკა უპირველეს ყოვლისა" და "კეთილდღეობა და სამუშაო ადგილები ამერიკელ მუშებს."


პრეზიდენტმა დადო პირობა გააუქმოს შეზღუდვები როგორც ენერგეტიკის სფეროში, რომელიც კლავს სამუშაო ადგილებს, აგრეთვე შელფის ზონებში და ქვანახშირის მრეწველობაში.



"ეს შექმნის მილიონობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს"-აღნიშნავს რესპუბლიკელი პრეზიდენტი და აკრიტიკებს წინა მთავრობას, რომელმაც დააწესა მსგავსი შეზღუდვები რომელიც კლიმატის შეცვლისა და გარემოს დაბინძურების დაცვის მიზნით იყო განხორციელებული.


რაც შეეხება ნაციონალური უსაფრთხოების სფეროს.ტრამპი პირველ რიგში აპირებს უბრძანოს პენტაგონს შეიმუშაონ დეტალური გეგმა, რომ დაიცვან კიბერშეტევისგან ქვეყნის საკვანძო ინფრასტრუქტურები, ან თუნდაც სხვა რაიმე სახის შეტევისგან.


რაც შეეხება პირობას, რომ ქვეყანა გაწმინოს "კორუფციული ჭაობისგან", პრეზიდენტის განცხადებით სახელმწიფო სტრუქტურებიდან განთავისუფლების შემდეგ, ჩინოვნიკს მინიმუმ 5 წელი უნდა აეკრძალოს მოეწყოს ლობისტურ კომპანიაში სამუშაოდ.


ამასთან ერთად პრეზიდენტმა დასძინა, რომ ასეთი ნაბიჯები შესაძლებლობას მოგვცემს "აღვადგინოთ საშუალო კლასი" და "გავხადოთ ამერიკა ისევ ძლევმოსილი."


მთლიანობაში პრეზიდენტის მოქმედების გეგმა ემთხვევა წინასაარჩევნო პროგრამას, თუმცა ჯერჯერობით არაფერი უთქვამს მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისა და ორი მილიონი მიგრანტის დეპორტაციაზე.








1
113
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
113
  
2016, 23 ნოემბერი, 16:19
საწყალ გამსახურდიას კი არ აპატიეს პროქართულობა, არც ამერიკამ, არც რუსეთმა და არც "პატრიოტმა" ქართველებმა...
(მე ასე მაქვს წაკითხული და მოსმენილი).
0 1 1