x
image
beko777
"გირჩევ გაიღიმო " - დათუნა მგელაძის და რუსა სერგიას კლიპი

image
ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში არაფერი არ ხდებაო, იმდენი იძახეს კეთილისმსურველებმა, რომ რაღაც რომ გაკეთდება, გამოჩნდება და შეფასდება, - გვიხარია და მიუხედავად იმისა, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს და შესაბამისად არცთუისე ცოტა რამ კეთდება თანამედროვე ქართულ შოუ-ბიზ-ინდუსტრიაში, უბრალოდ თემაა არაპოპულარული და იქ, სადაც ის უფრო საინტერესოა თუ პარლამენტში ემზარ კვიციანი მისცემს თუ არა ხმას ერთსქესიანთა ქორწინებას ხმას, ან "ქოციონალები" გაუწევენ თუ არა წინააღმდეგობას "ნაციონალებს" "პლანის" ლეგალიზაციის ამბავში - რადროს ქართული კულტურა და შოუ-ბიზნესია
შავი იუმორი იქით იყოს და მართლა კეთდება რაღაც-რაღაცეები შოუ-ბიზნესის კლიპ-ინდუსტრიაშიც, ერთ-ერთი - აგერ, რამდენიმე დღის წინ აიტაცა ინტერნეტ-სამყარომ და გაავრცელა კომენტარების, რელიზის, შეფასების და კრიტიკის გარეშე - ხალხო უყურეთ და თავპირი იმტვრიეთ, მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათო :)

"გირჩევ გაიღიმო" - ასე ქვია კლიპს რომელზეც დათუნა მგელაძის და რუსა სერგიას მონაწილეობით გადაიღო დათო შანავამ, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ნომინაციის "წლის კომპოზიტორი 2012"-ს მფლობელ მაიკო კაჭკაჭიშვილის მუსიკაზე, ტექსტის და არანჟირების ავტორი კი - აჩიკო ვანიშვილია (თავის დროზე რეპერ "ძვალად" ცნობილი)

image
კლიპი, რომ ათიანი წლების დასაწყისში გამოსულიყო ეკრანებზე, მეორე დღიდანვე ჰიტი იქნებოდა, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო მუსიკის ამ ჟანრის პოპულარობა საქართველოში, - აუზი, გოგონები, ლამაზი სიუჟეტი, მოვლენების გადახლართვა და ორი მთავარი მსახიობი - დათუნა მგელაძე და რუსა სერგია (სხვათაშორის კლიპში ტყის ფერიას როლს რუსას გოგონა თამაშობს)... სიმღერის ტექსტს აშკარად ეტყობა რეპერ ძვალის ავტორობა, რადგან მასში რეჩიტატივს არცთუისე ცოტა ადგილი უჭირავს. დათუნა მგელაძისთის ეს პირველი დუეტი არ არის ახალგაზრდა ქალბატონებთან ჩაწერილი და არც რუსა სერგიასთვისაა ეს სიმღერა პირველი, რადგან ის წლებია მუსიკალურ კარიერას და მის განვითარებას ემსახურება, რამდენად გაამართლებს აღნიშნული კლიპი და დუეტი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.


10 ნოემბრის შემდეგ კლიპს მხოლოდ "იუთუბზე" 6000-ზე მეტი ნახვა აქვს.


0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0