x
image
თეონა გორდეზიანი
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი მარიამ მამადაშვილია
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართველი მარიამ მამადაშვილი გახდა. მან 239 ქულა აიღო რიგით მე-14 კონკურსზე.

image

მეორე და მესამე ადგილები სომხეთმა და იტალიამ გაინაწილეს.ეს წარმატება საქართველოსთვის რიგით მესამე გამარჯვებაა. ეს ფაქტი იმითა განსაკუთრებული, რომ ასეთი შედეგისთვის არც ერთ ქვეყანას არ მიუღწევია.

გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.



პირველი გამარჯვება საქართველომ 2008 წელს მოიპოვა, როდესაც ევროფესტივალზე ჯგუფი "ბზიკები" წარსდგნენ. მეორე გამარჯვება კი ჯგუფ candy-ს შესრულებულ სიმღერას candy music უკავშირდება. ჯგუფი ამ წელს ფინალში მოხვდა.

2016 წლის საბავშვო ევროვიზიას მალტა მასპინძლობდა და 20 ნოემბერს ჩატარდა. მონაწილეობა 17 ქვეყანამ მიიღო. ემოციური იყო, როდესაც გამარჯვებულის სიმღერა "მზეო" ჩვიდმეტივე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა.



გამარჯვებას ვულოცავთ შესანიშნავ მარიამს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.


imageimage

0
309
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0